https://sputnik-georgia.com/20250429/rodis-sheikribeba-konklavi-axali-papis-asarchevad-293076079.html
როდის შეიკრიბება კონკლავი ახალი რომის პაპის ასარჩევად?
როდის შეიკრიბება კონკლავი ახალი რომის პაპის ასარჩევად?
Sputnik საქართველო
მედიის ცნობით, ახალი პაპის არჩევის თარიღზე გასულ შაბათს, რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვის შემდეგ კარდინალთა დახურულ შეკრებაზე შეჯერდნენ. 29.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-29T19:48+0400
2025-04-29T19:48+0400
2025-04-29T19:48+0400
მსოფლიოს ახალი ამბები
იტალია
რომის პაპი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23015/71/230157172_0:276:3150:2048_1920x0_80_0_0_9778afc4e6cb47d5989a3f211ebeeb01.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი ვატიკანში 7 მაისს შეიკრიბება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ სააგენტო „როიტერზე" დაყრდნობით.რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში, ვატიკანის „კაზა სანტა მარტას" რეზიდენციაში გარდაიცვალა - გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დასახელდა, რომელსაც გულსისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. პაპი 26 აპრილს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. დაკრძალვის ლიტურგიას კარდინალების კოლეჯის დეკანმა, კარდინალმა ჯოვანი ბატისტა რემ უხელმძღვანელა. ვატიკანის განცხადებით, წმინდა პეტრეს მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე პაპის დაკრძალვას 250 ათასამდე ადამიანი დაესწრო.არგენტინელი კარდინალი, ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო რომის პაპად 2013 წლის მარტში, მას შემდეგ აირჩიეს, რაც ტახტიდან პაპი ბენედიქტე XVI გადადგა.მედიის ცნობით, ახალი პაპის არჩევის თარიღზე გასულ შაბათს, რომის პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის შემდეგ კარდინალთა დახურულ შეკრებაზე შეჯერდნენ. ვატიკანმა დაადასტურა, რომ რომის პაპის არჩევის მიზნით კარდინალების კონკლავი 7 მაისს დაიწყება.კონკლავში მონაწილეობის მიღებისა და რომის ახალი პაპის არჩევის უფლება 80 წლამდე ასაკის დაახლოებით 135 კარდინალს აქვს. უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად პაპად არჩევის ყველაზე დიდი შანსები ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის აქვს. მის უპირატესობად მიიჩნევენ ვატიკანის იერარქიაში დაკავებულ მაღალ თანამდებობას, დიპლომატიურ გამოცდილებასა და პაპ ფრანცისკესთან სიახლოვეს. ამასთან, პაროლინი წარმოშობთ იტალიელია, რაც ასევე შეიძლება იყოს გათვალისწინებული პონტიფიკოსის არჩევისას, რადგანაც უკანასკნელი სამი პაპი არ ყოფილა იტალიელი.პაპად არჩევის ფავორიტებს შორის სახელდება კიდევ ერთი იტალიელი, ბოლონიის არქიეპისკოპოსი მატეო ძუპი. ის კარდინალი 2019 წელს გახდა და კანდიდატებს შორის ყველაზე პროგრესულად მიიჩნევა. ის ბოლონიაში ველოსიპედით დადის, ლიბერალურად არის განწყობილი ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და ლგბტ თემის მიმართ. 2023 წელს ფანცისკემ ძუპი იტალიაში ვატიკანის მშვიდობის დესპანად დანიშნა.კათოლიკური ეკლესიის კონსერვატიული ფრთიდან პაპობის ყველაზე პერსპექტიული კანდიდატია უნგრელი არქიეპისკოპოსი პეტერ ერდიო. ის ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და განქორწინებული და ხელახლა ჯვარდაწერილი კათოლიკეების ზიარების მოწინააღმდეგეა. როდესაც 2015 წელს ფრანცისკემ მოუწოდა ევროპელ მღვდელმსახურებს, ლტოლვილები მიეღოთ, ერდიომ განაცხადა, რომ ეს დაემსგავსება „ადამიანებით ვაჭრობას“. თუმცა, როგორც მედია წერს, ერდიო არასდროს დაპირისპირებია პაპს საჯაროდ და შეიძლება, ის კომპრომისულ კანდიდატად განიხილონ.
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23015/71/230157172_239:0:2970:2048_1920x0_80_0_0_f5bcf1f3fb203ca41d45c80736892825.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიოს ახალი ამბები, იტალია , რომის პაპი, ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები, იტალია , რომის პაპი, ახალი ამბები
როდის შეიკრიბება კონკლავი ახალი რომის პაპის ასარჩევად?
მედიის ცნობით, ახალი პაპის არჩევის თარიღზე გასულ შაბათს, რომის პაპის ფრანცისკეს დაკრძალვის შემდეგ კარდინალთა დახურულ შეკრებაზე შეჯერდნენ.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ახალი რომის პაპის ასარჩევად კონკლავი ვატიკანში 7 მაისს შეიკრიბება, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“ სააგენტო „როიტერზე" დაყრდნობით.
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში, ვატიკანის „კაზა სანტა მარტას" რეზიდენციაში გარდაიცვალა - გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დასახელდა, რომელსაც გულსისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა.
პაპი 26 აპრილს სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. დაკრძალვის ლიტურგიას კარდინალების კოლეჯის დეკანმა, კარდინალმა ჯოვანი ბატისტა რემ უხელმძღვანელა. ვატიკანის განცხადებით, წმინდა პეტრეს მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე პაპის დაკრძალვას 250 ათასამდე ადამიანი დაესწრო.
არგენტინელი კარდინალი, ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო რომის პაპად 2013 წლის მარტში, მას შემდეგ აირჩიეს, რაც ტახტიდან პაპი ბენედიქტე XVI გადადგა.
მედიის ცნობით, ახალი პაპის არჩევის თარიღზე გასულ შაბათს, რომის პაპი ფრანცისკეს დაკრძალვის შემდეგ კარდინალთა დახურულ შეკრებაზე შეჯერდნენ. ვატიკანმა დაადასტურა, რომ რომის პაპის არჩევის მიზნით კარდინალების კონკლავი 7 მაისს დაიწყება.
კონკლავში მონაწილეობის მიღებისა და რომის ახალი პაპის არჩევის უფლება 80 წლამდე ასაკის დაახლოებით 135 კარდინალს აქვს.
უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ამჟამად პაპად არჩევის ყველაზე დიდი შანსები ვატიკანის სახელმწიფო მდივანს, კარდინალ პიეტრო პაროლინის აქვს. მის უპირატესობად მიიჩნევენ ვატიკანის იერარქიაში დაკავებულ მაღალ თანამდებობას, დიპლომატიურ გამოცდილებასა და პაპ ფრანცისკესთან სიახლოვეს. ამასთან, პაროლინი წარმოშობთ იტალიელია, რაც ასევე შეიძლება იყოს გათვალისწინებული პონტიფიკოსის არჩევისას, რადგანაც უკანასკნელი სამი პაპი არ ყოფილა იტალიელი.
პაპად არჩევის ფავორიტებს შორის სახელდება კიდევ ერთი იტალიელი, ბოლონიის არქიეპისკოპოსი მატეო ძუპი. ის კარდინალი 2019 წელს გახდა და კანდიდატებს შორის ყველაზე პროგრესულად მიიჩნევა. ის ბოლონიაში ველოსიპედით დადის, ლიბერალურად არის განწყობილი ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და ლგბტ თემის მიმართ. 2023 წელს ფანცისკემ ძუპი იტალიაში ვატიკანის მშვიდობის დესპანად დანიშნა.
კათოლიკური ეკლესიის კონსერვატიული ფრთიდან პაპობის ყველაზე პერსპექტიული კანდიდატია უნგრელი არქიეპისკოპოსი პეტერ ერდიო. ის ერთნაირსქესიანთა ქორწინებისა და განქორწინებული და ხელახლა ჯვარდაწერილი კათოლიკეების ზიარების მოწინააღმდეგეა. როდესაც 2015 წელს ფრანცისკემ მოუწოდა ევროპელ მღვდელმსახურებს, ლტოლვილები მიეღოთ, ერდიომ განაცხადა, რომ ეს დაემსგავსება „ადამიანებით ვაჭრობას“. თუმცა, როგორც მედია წერს, ერდიო არასდროს დაპირისპირებია პაპს საჯაროდ და შეიძლება, ის კომპრომისულ კანდიდატად განიხილონ.