https://sputnik-georgia.com/20250429/ra-sakitxebi-ganixiles-saqartvelos-da-somxetis-prezidentebma-293084191.html
რა საკითხები განიხილეს საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა ერევანში გამართულ შეხვედრაზე
რა საკითხები განიხილეს საქართველოს და სომხეთის პრეზიდენტებმა ერევანში გამართულ შეხვედრაზე
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა მიხეილ ყაველაშვილმა და ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ერევანში გამართულ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის... 29.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-29T19:01+0400
2025-04-29T19:01+0400
2025-04-29T19:01+0400
საქართველო
სომხეთი
საქართველოს პრეზიდენტი
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
კავკასია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1d/293083644_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_481aec362f8576754b21dd0cb51a341b.jpg
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა მიხეილ ყაველაშვილმა და ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ერევანში გამართულ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მისი გაფართოების პერსპექტივები განიხილეს, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორესთან და სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჯანა ანდრეასიანთან.ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების ბოლო სამმხრივი შეხვედრა თბილისში კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს საქართველოს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს დიალოგს, მშვიდობასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სამ ქვეყანას შორის ამ ფორმატით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.საქართველო და სომხეთისაქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1d/293083644_0:0:1030:772_1920x0_80_0_0_2ee193e09ddafb860aa3c1aa06194cb9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კავკასია, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, საქართველოს პრეზიდენტი, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, კავკასია, ახალი ამბები
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოსა და სომხეთის პრეზიდენტებმა მიხეილ ყაველაშვილმა და ვაჰაგნ ხაჩატურიანმა ერევანში გამართულ შეხვედრაზე ქვეყნებს შორის ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები და მისი გაფართოების პერსპექტივები განიხილეს, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრებს გამართავს ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან, ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორესთან და სომხეთის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრ ჯანა ანდრეასიანთან.
ადმინისტრაციის ცნობით, პრეზიდენტებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაფართოების საკითხები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოსა და სომხეთში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს და რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.
მიხეილ ყაველაშვილის თქმით, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების მოადგილეების ბოლო სამმხრივი შეხვედრა თბილისში კიდევ ერთხელ ნათლად ადასტურებს საქართველოს მზადყოფნას, ხელი შეუწყოს დიალოგს, მშვიდობასა და სტაბილურობას სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ სამ ქვეყანას შორის ამ ფორმატით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.