https://sputnik-georgia.com/20250429/nika-melias-50000-laris-girao-sheeparda-293092212.html
ნიკა მელიას სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
ნიკა მელიას სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
Sputnik საქართველო
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებას ედავებიან. 29.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-29T19:30+0400
2025-04-29T19:30+0400
2025-04-29T19:29+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
თბილისის საქალაქო სასამართლო
ახალი ამბები
ნიკა მელია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273037949_0:171:1280:892_1920x0_80_0_0_731380822031bce3034891ad590879c6.jpg
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო. მან ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.პოლიტიკოსი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც იგი ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს.მელიას 28 აპრილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს გადახდა უკვე დააკისრა ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს, „ნაცმოძრაობის" ყოფილ წევრ გივი თარგამაძეს, ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და პარტია „ახალის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა გვარამიას, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თავდაცვის ყოფილი მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსა და ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს.დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით.საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0c/0e/273037949_181:136:1280:960_1920x0_80_0_0_7abc4b7d81d55e4565373dc4fc0ca4d5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები, ნიკა მელია
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, თბილისის საქალაქო სასამართლო, ახალი ამბები, ნიკა მელია
ნიკა მელიას სასამართლომ 50 000-ლარიანი გირაო შეუფარდა
ოპოზიციონერ პოლიტიკოსს საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიაზე არგამოცხადებას ედავებიან.
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთ ლიდერ ნიკა მელიას პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო. მან ბრალდებულს გირაოს გადახდის ვადად 30 დღე განუსაზღვრა.
პოლიტიკოსი პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც იგი ჩვენების მისაცემად პროკურატურაში დაიბარეს.
მელიას 28 აპრილს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წაუყენეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას" გულისხმობს, აღნიშნული ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.
დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გამოუცხადებლობისთვის თბილისის საქალაქო სასამართლომ გირაოს გადახდა უკვე დააკისრა ოპოზიციური პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლების“ ლიდერ ზურაბ ჯაფარიძეს, „ნაცმოძრაობის" ყოფილ წევრ გივი თარგამაძეს, ოპოზიციური ტელეარხ „მთავარი არხის“ დამფუძნებელსა და პარტია „ახალის“ ერთ-ერთ ლიდერ ნიკა გვარამიას, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერებს მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს, თავდაცვის ყოფილი მინისტრ ირაკლი ოქრუაშვილსა და ოპოზიციური პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძეს.
დროებითი საგამოძიებო კომისია 2025 წლის 5 თებერვალს შეიქმნა, რომელსაც თავდაპირველად 2003-2012 წლებში მოქმედი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმისა და პოლიტიკური თანამდებობის პირების საქმიანობა უნდა შეესწავლა. 1 აპრილს კი კომისიის მანდატი გაფართოვდა და ახლა იგი ასევე დაკავდება ხელისუფლების შეცვლის შემდეგ 2012-2013 წლებში ყოფილი და მოქმედი ჩინოვნიკების საქმიანობის გამოძიებით.
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, დროებით საგამოძიებო კომისიას უფლება აქვს შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული გარემოებების გამო დაიბაროს ნებისმიერი პირის ან მიიღოს მისგან წერილობითი ახსნა-განმარტება. ჩვენების მიცემაზე უარი სისხლის სამართლის დანაშაულია.