https://sputnik-georgia.com/20250429/nanuka-jorjolianis-saxlshi-chxreka-mimdinareobs-293080806.html
ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქველმოქმედო ფონდების ხელმძღვანელების სახლების გარდა, ჩხრეკა მიმდინარეობს სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლშიც. 29.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-29T09:37+0400
2025-04-29T09:37+0400
2025-04-29T10:09+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24514/59/245145913_0:212:1418:1010_1920x0_80_0_0_b057ab87ee64c5cd6f6b7db63968f3af.jpg
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქველმოქმედო ფონდ Nanuka's Fund-ის დამფუძნებლის, საქართველოში პოპულარული ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია თავად ჟორჟოლიანმა გაავრცელა.ჟორჟოლიანის განცხადებით, „ჩხრეკაზე მივიდნენ“ სხვა ფონდების დამფუძნებლებთანაც.მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქველმოქმედო ფონდების ხელმძღვანელების სახლების გარდა, ჩხრეკა მიმდინარეობს სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლშიც.საქართველოს პროკურატურამ 2025 წლის 17 მარტის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დააყადაღა Nanuka's Fund-ის ანგარიშები. აღნიშნული ფონდის გარდა, უწყებამ ასევე დააყადაღა სხვა ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები და თანხები: Prosperity, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „სირცხვილია" და Georgian Human Rights House (საქართველოს ადამიანის უფლებათა სახლი). ჟორჟოლიანის საქველმოქმედო ფონდი 2020 წელს დაარსდა და დარეგისტრირდა როგორც არაკომერციული იურიდიული ორგანიზაცია. ფონდი აგროვებს თანხებს პროევროპული საპროტესტო აქციების დროს, მათ შორის რესპირატორების, სათვალეების, აირწინაღების, ტანსაცმლის შესაძენად აქციის მონაწილეებისთვის და მათი დაკავების შემთხვევაში, იხდის ადმინისტრაციულ ჯარიმებს და ადვოკატების მომსახურებას. გარდა ამისა, ორგანიზაცია ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს, შშმ პირებს, მარტოხელა პენსიონერებს და ა.შ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24514/59/245145913_0:79:1418:1143_1920x0_80_0_0_f1521875ab655c5f332374167611ce70.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს
09:37 29.04.2025 (განახლებულია: 10:09 29.04.2025) მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქველმოქმედო ფონდების ხელმძღვანელების სახლების გარდა, ჩხრეკა მიმდინარეობს სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლშიც.
თბილისი, 29 აპრილი – Sputnik. საქველმოქმედო ფონდ Nanuka's Fund-ის დამფუძნებლის, საქართველოში პოპულარული ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის სახლში პროკურატურის წარმომადგენლები ჩხრეკის ჩასატარებლად მივიდნენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაცია თავად ჟორჟოლიანმა გაავრცელა.
ჟორჟოლიანის განცხადებით, „ჩხრეკაზე მივიდნენ“ სხვა ფონდების დამფუძნებლებთანაც.
„ჩხრეკაზე მოვიდნენ ჩემთან. ყველა ფონდის დამფუძნებელთან შევიდნენ,“ - დაწერა ჟორჟოლიანმა.
მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საქველმოქმედო ფონდების ხელმძღვანელების სახლების გარდა, ჩხრეკა მიმდინარეობს სამოქალაქო აქტივისტ მარიამ ბაჯელიძის სახლშიც.
საქართველოს პროკურატურამ 2025 წლის 17 მარტის სასამართლოს გადაწყვეტილებით, დააყადაღა Nanuka's Fund-ის ანგარიშები. აღნიშნული ფონდის გარდა, უწყებამ ასევე დააყადაღა სხვა ორგანიზაციის საბანკო ანგარიშები და თანხები: Prosperity, „ფონდი ერთმანეთისთვის 24/7“, „სირცხვილია" და Georgian Human Rights House (საქართველოს ადამიანის უფლებათა სახლი).
ჟორჟოლიანის საქველმოქმედო ფონდი 2020 წელს დაარსდა და დარეგისტრირდა როგორც არაკომერციული იურიდიული ორგანიზაცია. ფონდი აგროვებს თანხებს პროევროპული საპროტესტო აქციების დროს, მათ შორის რესპირატორების, სათვალეების, აირწინაღების, ტანსაცმლის შესაძენად აქციის მონაწილეებისთვის და მათი დაკავების შემთხვევაში, იხდის ადმინისტრაციულ ჯარიმებს და ადვოკატების მომსახურებას. გარდა ამისა, ორგანიზაცია ეხმარება მრავალშვილიან ოჯახებს, შშმ პირებს, მარტოხელა პენსიონერებს და ა.შ.