https://sputnik-georgia.com/20250429/merab-turava-iusticiis-ministris-moadgiled-dainishna-293087302.html
მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
Sputnik საქართველო
მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის 10-წლიანი ვადა მარტში ამოეწურა. 29.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-29T15:27+0400
2025-04-29T15:27+0400
2025-04-29T15:27+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/81/234098145_0:11:1501:855_1920x0_80_0_0_4694dd03f8286ac8c0769a03190cb3b7.jpg
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროში დაადასტურეს. მერაბ ტურავას უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 2025 წლის 30 მარტს ამოეწურა. იუსტიციის მინისტრის პორტფელი აპრილის დასაწყისში პაატა სალიამ ჩაიბარა, მას შემდეგ, რაც ყოფილი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) უფროსად დაინიშნა. მარტის ბოლოს მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის 10-წლიანი ვადა ამოეწურა. ის 2015 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი იყო, 2020 წელს კი თავმჯდომარედ აირჩიეს. 9-წევრიან საკონსტიტუციო სასამართლოში სამ მოსამართლეს პრეზიდენტი ნიშნავს, სამს - უზენაესი სასამართლო, სამს კი - პარლამენტი. ტურავა სწორედ პარლამენტის არჩეული მოსამართლე იყო, მისი ადგილმონაცვლის დასამტკიცებლად კი მმართველს პარტიას საკმარისი ხმები არ აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/81/234098145_23:0:1356:1000_1920x0_80_0_0_bf515e6f4ad1e2be957cf6f65d4acf1c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, ახალი ამბები
მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა
მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის 10-წლიანი ვადა მარტში ამოეწურა.
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე, მერაბ ტურავა იუსტიციის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა. ამის შესახებ ინფორმაცია იუსტიციის სამინისტროში დაადასტურეს.
მერაბ ტურავას უფლებამოსილება საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტზე 2025 წლის 30 მარტს ამოეწურა.
იუსტიციის სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ყოფილი მოადგილე ირაკლი (დაჩი) ბერაია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა. ამ ეტაპზე იუსტიციის მინისტრს 4 მოადგილე ჰყავს - ლაშა მაღრაძე, ბექა ძამაშვილი, გიორგი დგებუაძე და მერაბ ტურავა.
იუსტიციის მინისტრის პორტფელი აპრილის დასაწყისში პაატა სალიამ ჩაიბარა, მას შემდეგ, რაც ყოფილი მინისტრი ანრი ოხანაშვილი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსი) უფროსად დაინიშნა.
მარტის ბოლოს მერაბ ტურავას საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის 10-წლიანი ვადა ამოეწურა. ის 2015 წლიდან საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი იყო, 2020 წელს კი თავმჯდომარედ აირჩიეს.
9-წევრიან საკონსტიტუციო სასამართლოში სამ მოსამართლეს პრეზიდენტი ნიშნავს, სამს - უზენაესი სასამართლო, სამს კი - პარლამენტი. ტურავა სწორედ პარლამენტის არჩეული მოსამართლე იყო, მისი ადგილმონაცვლის დასამტკიცებლად კი მმართველს პარტიას საკმარისი ხმები არ აქვს.