GWP: ისნის მოსახლეობის ნაწილს წყლის მიწოდება შეუწყდება

© photo: Sputnik / Евгений Одиноковონკანი
ონკანი - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2025
გამოწერა
წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. ისნის რაიონის მოსახლეობის დიდ ნაწილს 30 აპრილს წყალმომარაგება შეეზღუდება, ნათქვამია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ (GWP) მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
GWP-ის ცნობით, კომპანია ისნის რაიონში, აწყურის ქუჩაზე წყალმომარაგების ქსელის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში ახალ მაგისტრალურ მილსადენზე გადაერთებით სამუშაოებს ჩაატარებს - პარალელურად ქსელზე ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები მოეწყობა.
დაგეგმილი სამუშაოების გამო აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 30 აპრილის 11:00 საათიდან 1-ელი მაისის 11:00 საათამდე წყალმომარაგება ისანში ათეულობით ქუჩას შეეზღუდება.
კონკრეტული ქუჩების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე >>>
„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი" ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.
ყველა ახალი ამბავი
0