https://sputnik-georgia.com/20250429/elchi-somxetsa-da-saqartvelos-urtiertobebi-istoriul-maqsimumzea-293081970.html
ელჩი: სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
ელჩი: სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
Sputnik საქართველო
მიხეილ ყაველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. 29.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-29T11:49+0400
2025-04-29T11:49+0400
2025-04-29T11:49+0400
საქართველო
სომხეთი
საქართველოს პრეზიდენტი
კავკასია
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1d/293081143_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_35f60da21037f28280152647a5cf5730.jpg
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მართლაც ისტორიულ მაქსიმუმზეა, განაცხადა სომხეთში საქართველოს ელჩმა გიორგი შარვაშიძემ ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ერევანში ოფიციალური ვიზიტის კომენტირებისას.მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი, დღეს მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს სომეხ კოლეგასთან ვაჰაგნ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. სომეხ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრის შემდეგ, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. პრეზიდენტი ასევე შეხვდება ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს. გუშინ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ესტონელ კოლეგა კრისტენ მიხალთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლება საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომ გაუმჯობესებას გეგმავს. ამავდროულად, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი არ აპირებს რუსეთთან ურთიერთობების ესკალაციას, გაწყვეტას ან გაფუჭებას.„ჩვენ გვსურს კარგი ურთიერთობები გვქონდეს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან. გვსურს რეგიონის ქვეყნებთან - აზერბაიჯანთან და თურქეთთან - ურთიერთობების დარეგულირება, საქართველოსთან და ირანთან ურთიერთობების შემდგომი გაუმჯობესება, ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება“, - განაცხადა ფაშინიანმა.სომხეთში ვიზიტამდე, 15-16 აპრილს მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. საქართველო და სომხეთი საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში. 2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. 2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ. 2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/1d/293081143_166:0:1859:1270_1920x0_80_0_0_32e422bd2addf3220c1cfb5af9b12b6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, საქართველოს პრეზიდენტი, კავკასია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, საქართველოს პრეზიდენტი, კავკასია, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, ახალი ამბები
ელჩი: სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები ისტორიულ მაქსიმუმზეა
მიხეილ ყაველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება.
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები მართლაც ისტორიულ მაქსიმუმზეა, განაცხადა სომხეთში საქართველოს ელჩმა გიორგი შარვაშიძემ ქვეყნის პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის ერევანში ოფიციალური ვიზიტის კომენტირებისას.
მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთში იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი, დღეს მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს სომეხ კოლეგასთან ვაჰაგნ ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან. სომეხ კოლეგასთან პირისპირ და გაფართოებულ ფორმატებში შეხვედრის შემდეგ, პრესისთვის ერთობლივი განცხადებები გაკეთდება. პრეზიდენტი ასევე შეხვდება ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორეს.
„პრეზიდენტს აქვს ძალიან ინტენსიური სამუშაო პროგრამა. შეხვედრები არის დაგეგმილი სომხეთის პრეზიდენტთან პრემიერ-მინისტრთან, მის უწმინდესობასთან. ასევე შეხვედრები იქნება განათლების, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრთან.... სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობა ნამდვილად არის ისტორიულ მაქსიმუმზე“, - განაცხადა გიორგი შარვაშიძემ.
გუშინ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ესტონელ კოლეგა კრისტენ მიხალთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ სომხეთის ხელისუფლება საქართველოსთან ურთიერთობების შემდგომ გაუმჯობესებას გეგმავს. ამავდროულად, ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი არ აპირებს რუსეთთან ურთიერთობების ესკალაციას, გაწყვეტას ან გაფუჭებას.
„ჩვენ გვსურს კარგი ურთიერთობები გვქონდეს ყველა საერთაშორისო პარტნიორთან. გვსურს რეგიონის ქვეყნებთან - აზერბაიჯანთან და თურქეთთან - ურთიერთობების დარეგულირება, საქართველოსთან და ირანთან ურთიერთობების შემდგომი გაუმჯობესება, ევროკავშირთან ურთიერთობების გაღრმავება“, - განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთში ვიზიტამდე, 15-16 აპრილს მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.