აშშ-ში საქართველოს მოქალაქე თანამემამულეებმა მოკლეს

© photo: Sputnik / Dmitriy Parshin / გადასვლა მედიაბანკშიპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 29.04.2025
გამოწერა
პოლიციამ სამივე ეჭვმიტანილი - 38 წლის პაატა ყოჩიაშვილი, 46 წლის ზაზა ოთარაშვილი და 52 წლის ბესიკ ხუციშვილი - მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.
თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. აშშ-ში საქართველოს მოქალაქე ალექსანდრე მოდებაძე მოკლეს, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა ვუნდლენდ-ჰილსის რაიონში 27 აპრილის ღამით მოხდა.
გამოძიების ცნობით, სამი მამაკაცი მოდებაძის საცხოვრებელ სახლში, სავარაუდოდ, ძარცვის მიზნით შეიჭრა, შემდეგ კი ისინი მოდებაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ და სახლი მსხვერპლის კუთვნილ ნივთებთან ერთად დატოვეს.
შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს მოდებაძე თავის არეში მიყენებული ჭრილობის შედეგად გარდაცვლილი დახვდათ.
ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტმა სამივე ეჭვმიტანილი - 38 წლის პაატა ყოჩიაშვილი, 46 წლის ზაზა ოთარაშვილი და 52 წლის ბესიკ ხუციშვილი - მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავა.
ყველა ახალი ამბავი
0