როგორი იქნება საქართველოს მომავალი ნატოში? - ვიდეო

გამოწერა
ნატოს გენმდივნის 2024 წლის ანგარიშში ბოლო წლების მანძილზე პირველად არ იყო ნახსენები, რომ საქართველო და უკრაინა ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრები გახდებიან
წინა, 2023 წლის ანგარიშში, რომელიც ვილნიუსის სამიტის დეკლარაციებს ეფუძნებოდა, ხაზგასმული იყო, რომ საქართველოს, ისევე როგორც უკრაინის მომავალი ნატოშია და მოკავშირე ქვეყნები ალიანსში გაწევრიანების გზაზე მათ მხარს დაუჭერენ.
ახლა კი ნატოს გენმდივნის ანგარიშში ნათქვამია, რომ გრძელდება ამ ქვეყნებთან აქტიური თანამშრომლობა.
„მოკავშირეები 16 პარტნიორ-ქვეყანასთან ურთიერთქმედებენ როგორც ორმხრივ საფუძველზე, ისე ევროატლანტიკური პარტნიორობის საბჭოს და პროგრამა „პარტნიორობა მშვიდობისთვის“ მეშვეობით“, - აღნიშნულია ანგარიშში.
„ნატომ სპეციალური სტრუქტურები შეიმუშავა უკრაინასა და საქართველოსთან ურთიერთობებისთვის“, - ნათქვამია დოკუმენტში.
ასევე აღნიშნულია, რომ ნატოს ურთიერთქმედება სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან გაგრძელდება, როგორც ადრე, თბილისში ალიანსის სამეკავშირეო ოფისის მეშვეობით.
ამ დეტალის, რაც ნახსენებია ანგარიშში, შეიძლებოდა „გატარება“, მაგრამ ეს ხდება მსოფლიოში სხვა პოლიტიკური პროცესების, ასევე საქართველოს ევროკავშირის და ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობების უპრეცედენტო კრიზისის ფონზე.
ყველა ახალი ამბავი
0