როგორი ამინდია მოსალოდნელი უახლოეს დღეებში

© Sputnik / Alexander Imedashviliწვიმიანი ამინდი
წვიმიანი ამინდი - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2025
გამოწერა
სინოპტიკოსები საქართველოს უმეტეს ნაწილში გრილ და წვიმანიან ამინდს პროგნოზირებს
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს ტერიტორიაზე 29-30 აპრილს და 1-ელ მაისს შენარჩუნებული იქნება გრილი და დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი, ნათქვამია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თბილისში 29 აპრილს ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 8-10 გრადუსი დაფიქსირდება.
30 აპრილს და 1-ელ მაისს, შესაძლოა, ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს, ჰაერის ტემპერატურა პლუს18-20 გრადუსამდე მოიმატებს.
სანაპირო რაიონებში (ბათუმი, ქობულეთი, ანაკლია, ფოთი): 29 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 30 აპრილიდან ისევ გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს13-15 გრადუსი დაფიქსირდება, პირველ მაისს კი შედარებით დათბება.
დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში (ზესტაფონი, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, მარტვილი, ოზურგეთი) 29 აპრილს უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 30 აპრილიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 20-22 გრადუსი დაფიქსირდება.
დასავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ამბროლაური, ონი, ცაგერი, შოვი, ჭიათურა, საჩხერე, ხულო, რიკოთის უღელტეხილი): 29 აპრილს უნალექო და ქარიანი ამინდი იქნება, ხოლო 30 აპრილიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 18-23 გრადუსია მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (მესტია, ბახმარო): 29 აპრილს უნალექო ამინდი იქნება, ხოლო 30 აპრილიდან ზოგან გაწვიმდება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 13-18 გრადუსი დაფიქსირდება.
ქართლში (რუსთავი, ბოლნისი, მარნეული, გარდაბანი, გორი, ცხინვალი): 29 აპრილს ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმანი ამინდია მოსალოდნელი. გორი-სურამის გზის მონაკვეთზე იქროლებს ძლიერი ქარი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 6-11 გრადუსი დაფიქსირდება. 30 აპრილიდან ტემპერატურა პლუს 17-22 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა აღინიშნოს.
კახეთში (საგარეჯო, თელავი, გურჯაანი, სიღნაღი, ლაგოდეხი, ყვარელი, ახმეტა, დედოფლისწყარო): 29 აპრილს ცივი, ღრუბლიანი, ნისლიანი და წვიმანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 6-11 გრადუსი დაფიქსირდება. 30 აპრილიდან ტემპერატურა პლუს 16-21 გრადუსამდე მოიმატებს, ზოგან შესაძლოა ხანმოკლე წვიმა და სეტყვა აღინიშნოს.
აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში (ახალციხე, ბორჯომი, დუშეთი, თიანეთი, ფასანაური): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 13-18 გრადუსი დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რაიონებში (ახალქალაქი, წალკა, ბაკურიანი, გუდაური, ომალო): ზოგან ნალექიანი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 8 -13 გრადუსია მოსალოდნელი.
ყველა ახალი ამბავი
0