https://sputnik-georgia.com/20250428/rogor-sheicvala-benzinis-fasi-saqartveloshi-293071712.html
როგორ შეიცვალა საწვავის ფასი საქართველოში? მონაცემები განახლდა
როგორ შეიცვალა საწვავის ფასი საქართველოში? მონაცემები განახლდა
Sputnik საქართველო
ფასის შემცირება მარტში განპირობებული იყო რიგი კომპანიების შემთხვევაში იმპორტირებული/შიდა ბაზარზე შეძენილი საწვავის ღირებულების შემცირებით. 28.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-28T11:39+0400
2025-04-28T11:39+0400
2025-04-28T11:39+0400
საქართველო
საწვავის ფასები
საქართველოს ეკონომიკა
კონკურენციის სააგენტო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264344320_0:158:3077:1889_1920x0_80_0_0_d76e0301786847a2cf1fc14b14c523c7.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. წლის დასაწყისში ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასების ზრდის შემდეგ, მარტისთვის ფასების კლება დაიწყო, რაც განპირობებულია საავტომობილო საწვავის ბაზარზე არსებული ტენდენციებით, ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს 2025 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში.ანგარიშის თანახმად, იანვარში საცალო ფასის ზრდა, ძირითად შემთხვევებში, განპირობებული იყო გაზრდილი თვითღირებულებით.კერძოდ, კომპანიების დონეზე საცალო ფასის ზრდამ, საშუალოდ, 5-10 თეთრი შეადგინა, ხოლო იმპორტირებული/შიდა ბაზარზე შეძენილი საქონლის ღირებულება, ასევე რიგი კომპანიების შემთხვევაში, 3-10 თეთრით გაიზარდა.ამასთან, სააგენტომ აღნიშნა, რომ უკვე მარტში შეიმჩნეოდა ფასების კლება.ფასის შემცირება მარტში განპირობებული იყო რიგი კომპანიების შემთხვევაში იმპორტირებული/შიდა ბაზარზე შეძენილი საწვავის ღირებულების შემცირებით.მსხვილ და მცირე ქსელებს შორის ერთისა და იმავე ტიპის საწვავზე ფასთა შორის სხვაობა შეადგენს: ბენზინ „რეგულარზე“ 0,24-0,44 თეთრს, ბენზინ „პრემიუმზე“ 0,19-0,33 თეთრს, დიზელზე კი 0,29-0,46 თეთრს.სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ნედლი ნავთობის ფასი 2025 წლის აპრილში დამატებით 8-10 პროცენტით შემცირდა და შემცირების ტრენდს ინარჩუნებს.2024 წელს ქვეყანაში 1.668,280 000 ლიტრი საწვავის იმპორტი განხორციელდა 47 კომპანიის მიერ. სამი მსხვილი იმპორტიორის წილი ბაზრის იმპორტის დონეზე – 44%-ის, ხუთი მსხვილი იმპორტიორის წილი კი 62%-ის ფარგლებშია. ბაზრის იმპორტის დონე დაბალკონცენტრირებულია. ამავე პერიოდში საცალო ბაზარზე 1.238 ავტოგასამართი სადგურის ოპერირებას 383 კომპანია ახორციელებდა. ხუთი მსხვილი კომპანიის წილი შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე 66-67%ის ფარგლებშია, ხოლო მცირე ქსელების სეგმენტის ჯამური წილი 33-34%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/02/0b/264344320_174:0:2903:2047_1920x0_80_0_0_30ba4425856ab3265739d284c1d3f0b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საწვავის ფასები, საქართველოს ეკონომიკა, კონკურენციის სააგენტო, ახალი ამბები
საქართველო, საწვავის ფასები, საქართველოს ეკონომიკა, კონკურენციის სააგენტო, ახალი ამბები
როგორ შეიცვალა საწვავის ფასი საქართველოში? მონაცემები განახლდა
ფასის შემცირება მარტში განპირობებული იყო რიგი კომპანიების შემთხვევაში იმპორტირებული/შიდა ბაზარზე შეძენილი საწვავის ღირებულების შემცირებით.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. წლის დასაწყისში ბენზინისა და დიზელის საწვავის ფასების ზრდის შემდეგ, მარტისთვის ფასების კლება დაიწყო, რაც განპირობებულია საავტომობილო საწვავის ბაზარზე არსებული ტენდენციებით, ნათქვამია კონკურენციისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის სააგენტოს 2025 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში.
ანგარიშის თანახმად, იანვარში საცალო ფასის ზრდა, ძირითად შემთხვევებში, განპირობებული იყო გაზრდილი თვითღირებულებით.
კერძოდ, კომპანიების დონეზე საცალო ფასის ზრდამ, საშუალოდ, 5-10 თეთრი შეადგინა, ხოლო იმპორტირებული/შიდა ბაზარზე შეძენილი საქონლის ღირებულება, ასევე რიგი კომპანიების შემთხვევაში, 3-10 თეთრით გაიზარდა.
„იანვარში თვითღირებულების ზრდის ფაქტორი, ყველა კომპანიის შემთხვევაში, რელევანტური არ არის. შესაბამისად, ფასის ზრდა ყველა კომპანიის მიერ, მეტწილად, განპირობებული იყო ფასების პარალელიზმით, რაც განსახილველ ბაზარს ისტორიულად ახასიათებს", - ნათქვამია განცხადებაში.
ამასთან, სააგენტომ აღნიშნა, რომ უკვე მარტში შეიმჩნეოდა ფასების კლება.
ფასის შემცირება მარტში განპირობებული იყო რიგი კომპანიების შემთხვევაში იმპორტირებული/შიდა ბაზარზე შეძენილი საწვავის ღირებულების შემცირებით.
მსხვილ და მცირე ქსელებს შორის ერთისა და იმავე ტიპის საწვავზე ფასთა შორის სხვაობა შეადგენს: ბენზინ „რეგულარზე“ 0,24-0,44 თეთრს, ბენზინ „პრემიუმზე“ 0,19-0,33 თეთრს, დიზელზე კი 0,29-0,46 თეთრს.
სააგენტოში აღნიშნავენ, რომ ნედლი ნავთობის ფასი 2025 წლის აპრილში დამატებით 8-10 პროცენტით შემცირდა და შემცირების ტრენდს ინარჩუნებს.
„ეროვნული ვალუტის სტაბილურობის და საერთაშორისო ბაზრებზე ნედლი ნავთობის/პლატსის ფასის შემცირების ტრენდის შენარჩუნების პირობებში საცალო ფასები ქვეყანაში მოკლევადიან ჭრილში (მაისში) უნდა შემცირდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.
2024 წელს ქვეყანაში 1.668,280 000 ლიტრი საწვავის იმპორტი განხორციელდა 47 კომპანიის მიერ. სამი მსხვილი იმპორტიორის წილი ბაზრის იმპორტის დონეზე – 44%-ის, ხუთი მსხვილი იმპორტიორის წილი კი 62%-ის ფარგლებშია.
ბაზრის იმპორტის დონე დაბალკონცენტრირებულია. ამავე პერიოდში საცალო ბაზარზე 1.238 ავტოგასამართი სადგურის ოპერირებას 383 კომპანია ახორციელებდა.
ხუთი მსხვილი კომპანიის წილი შესაბამისი ბაზრის საცალო დონეზე 66-67%ის ფარგლებშია, ხოლო მცირე ქსელების სეგმენტის ჯამური წილი 33-34%-ს შეადგენს.