https://sputnik-georgia.com/20250428/rodis-airchevs-qartuli-ocneba-axal-tavmjdomares-293075451.html
როდის აირჩევს „ქართული ოცნება“ ახალ თავმჯდომარეს
როდის აირჩევს „ქართული ოცნება“ ახალ თავმჯდომარეს
Sputnik საქართველო
მმართველი პარტიის ყრილობის თარიღთან დაკავშირებით ჯერჯერობით მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა არის მოსაზრება, რომ ყრილობა შაბათს ჩატარდეს, განაცხადა ვოლსკიმ. 28.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-28T17:00+0400
2025-04-28T17:00+0400
2025-04-28T17:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289041315_0:133:1280:853_1920x0_80_0_0_c9b28fae4443a1c76311f98e779fb006.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. მმართველლმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ახალი თავმჯდომარე, შესაძლოა, 3 მაისს, პარტიის ყრილობაზე აირჩიოს, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ. მმართველი პარტიის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა 25 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტოვებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს და პოლიტიკიდან მიდის. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, იგი საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს, მაგრამ „ივანიშვილის გუნდის ერთგულ ჯარისკაცად“ რჩება. რაც შეეხება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, ვოლსკის შეფასებით, ღარიბაშვილი არა მხოლოდ ღირსეული ადამიანი, არამედ მაღალი დონის სპეციალისტია და არ გამორიცხავს გარკვეული პერიოდის შემდეგ მის კვლავ პოლიტიკაში დაბრუნებას.ირაკლი ღარიბავილი მმართველი პარტიის თავმჯდომარედ 2024 წლის 1-ელ თებერვალს გახდა. მაშინ ღარიბაშვილის კანდიდატურას მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რიგით მერვე ყრილობაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი. მანამდე ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტი ორჯერ ეკავა: 2013-2015 და 2021-2024 წლებში. მანამდე იყო შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/07/11/289041315_0:0:1138:853_1920x0_80_0_0_fc69c15ab7021f4d37cae30512c56b69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , ახალი ამბები
როდის აირჩევს „ქართული ოცნება“ ახალ თავმჯდომარეს
მმართველი პარტიის ყრილობის თარიღთან დაკავშირებით ჯერჯერობით მსჯელობა მიმდინარეობს, თუმცა არის მოსაზრება, რომ ყრილობა შაბათს ჩატარდეს, განაცხადა ვოლსკიმ.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. მმართველლმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ახალი თავმჯდომარე, შესაძლოა, 3 მაისს, პარტიის ყრილობაზე აირჩიოს, განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ.
მმართველი პარტიის ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა 25 აპრილს ბრიფინგზე განაცხადა, რომ ტოვებს პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტს და პოლიტიკიდან მიდის. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, იგი საქმიანობას კერძო სექტორში გააგრძელებს, მაგრამ „ივანიშვილის გუნდის ერთგულ ჯარისკაცად“ რჩება.
„სულ მალე იქნება ყრილობა და, რასაკვირველია, იქ შესაბამის განცხადებებს მოისმენთ. ჯერჯერობით თარიღთან დაკავშირებით ვმსჯელობთ. შაბათი, ზოგადად, მოსაზრებაა. ალბათ სწორი იქნება, დროულად ჩატარდეს. რასაკვირველია, პოლიტსაბჭოს ახალი წევრიც დაგვჭირდება, პარტიის ხელმძღვანელიც და ამასთან დაკავშირებით გარკვეულ მოსაზრებებზე თითქმის შეთანხმებული ვართ და დაველოდოთ იმ დღეს, როცა ეს კომპეტენტური ადამიანის მიერ კომპეტენტური პლატფორმიდან გაჟღერდება“, – განაცხადა ვოლსკიმ.
რაც შეეხება პოლიტიკიდან წასვლის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას, ვოლსკის შეფასებით, ღარიბაშვილი არა მხოლოდ ღირსეული ადამიანი, არამედ მაღალი დონის სპეციალისტია და არ გამორიცხავს გარკვეული პერიოდის შემდეგ მის კვლავ პოლიტიკაში დაბრუნებას.
„დღეს კიდევ ერთხელ დავადასტურებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი არა მხოლოდ ღირსეული ადამიანი, ქართველი და მეოჯახეა, არამედ მაღალი დონის სპეციალისტი და თავისი საკითხების ექსპერტია. მას შესანიშნავი განათლება აქვს მიღებული, ახალგაზრდა კაცია და არ გამოვრიცხავ, რომ, უახლოეს პერიოდში თუ არა, გარკვეული დროის შემდეგ პოლიტიკაში ისევ ვიხილოთ“, – აღნიშნა ვოლსკიმ.
ირაკლი ღარიბავილი მმართველი პარტიის თავმჯდომარედ 2024 წლის 1-ელ თებერვალს გახდა. მაშინ ღარიბაშვილის კანდიდატურას მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რიგით მერვე ყრილობაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი.
მანამდე ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტი ორჯერ ეკავა: 2013-2015 და 2021-2024 წლებში. მანამდე იყო შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრი.