Вечный огонь у памятника Неизвестному солдату - Sputnik საქართველო, 1920
დიდ სამამულო ომში გამარჯვების 80 წლისთავი

პუტინმა 9-11 მაისს უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა

© POOL / გადასვლა მედიაბანკშივლადიმირ პუტინი
ვლადიმირ პუტინი - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2025
გამოწერა
რუსეთი აღნიშნულ პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის პირობის დაცვისკენ მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებასაც.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 80-წლისთავთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სპეციალური საომარი ოპერაციის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ განაცხადა.
„ჰუმანიტარული მოსაზრებებიდან გამომდინარე, გამარჯვების დღის 80 წლისთავთან დაკავშირებით, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, რუსეთის ფედერაციის უმაღლესი მთავარსარდლის ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილებით, 7-დან 8 მაისის ღამით, 00:00 საათიდან 10-დან 11 მაისამდე ღამის 00:00 საათამდე რუსეთის მხარე აცხადებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ", - ნათქვამია განცხადებაში.
აღნიშნულ პერიოდში შეწყვეტილი იქნება ყველა საბრძოლო მოქმედება. რუსეთი აღნიშნულ პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის პირობის დაცვისკენ მოუწოდებს უკრაინის ხელისუფლებასაც.
„უკრაინის მხარის მიერ ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები ადეკვატურ და ეფექტიან პასუხს გასცემენ“, - აღნიშნულია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, რუსეთის მხარე მორიგ ჯერზე აცხადებს მზადყოფნას სამშვიდობო მოლაპარაკებებისადმი წინასწარი პირობების გარეშე, რომელიც მიმართულია უკრაინის კრიზისის პირველადი მიზეზების აღმოფხვრისკენ, საერთაშორისო პარტნიორებთან კონსტრუქციული ურთიერთობებისკენ.
ყველა ახალი ამბავი
0