https://sputnik-georgia.com/20250428/muixeil-kavelashvili-somxets-ewveva-293071898.html
მიხეილ ყაველაშვილი დღეს სომხეთს ეწვევა
მიხეილ ყაველაშვილი დღეს სომხეთს ეწვევა
Sputnik საქართველო
სომხეთში ვიზიტამდე, 15-16 აპრილს მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა. 28.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-28T10:23+0400
2025-04-28T10:23+0400
2025-04-28T10:23+0400
საქართველო
სომხეთი
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
კავკასია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1b/291898164_0:101:927:622_1920x0_80_0_0_022a02137920dfeb2f19409fff5a1b2f.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის დედაქალაქს ეწვევა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.უწყების ცნობით, „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში ყაველაშვილს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდება. ქვეყნის პრეზიდენტი კი საქართველოს პრეზიდენტს სასახლეში უმასპინძლებს. ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ვაჰაგნ ხაჩატურიანის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.ასევე დაგეგმილია ყაველაშვილის სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორესთან შეხვდება.საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები - სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ლუკა ეხვაია.სომხეთში ვიზიტამდე, 15-16 აპრილს მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.საქართველო და სომხეთისაქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.
საქართველო
სომხეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/01/1b/291898164_0:14:927:709_1920x0_80_0_0_8e919be3ca8585372ac460faeb8c87c1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სომხეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, კავკასია, ახალი ამბები
საქართველო, სომხეთი, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, კავკასია, ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი დღეს სომხეთს ეწვევა
სომხეთში ვიზიტამდე, 15-16 აპრილს მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით სომხეთის დედაქალაქს ეწვევა, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, „ზვარტნოცის“ საერთაშორისო აეროპორტში ყაველაშვილს სომხეთის რესპუბლიკის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატურიანი დახვდება. ქვეყნის პრეზიდენტი კი საქართველოს პრეზიდენტს სასახლეში უმასპინძლებს.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია მიხეილ ყაველაშვილისა და ვაჰაგნ ხაჩატურიანის პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში შეხვედრა, რის შემდეგაც ორი ქვეყნის ლიდერები მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ასევე დაგეგმილია ყაველაშვილის სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და ყოველთა სომეხთა კათალიკოს გარეგინ მეორესთან შეხვდება.
საქართველოს დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალია, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი, დეპუტატები - სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი და პრეზიდენტის მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა საკითხებში ლუკა ეხვაია.
სომხეთში ვიზიტამდე, 15-16 აპრილს მიხეილ ყაველაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
საქართველომ და სომხეთმა დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის ივლისში დაამყარეს. ქვეყნები თანამშრომლობენ ვაჭრობის, ტრანსპორტის, ენერგეტიკისა და ტურიზმის სფეროებში.
2023 წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ, წინასწარი მონაცემებით, 1,1 მილიარდი დოლარი შეადგინა.
2023 წლის იანვარში ხელი მოეწერა "სომხეთსა და საქართველოს შორის ორი სახელმწიფოს მოქალაქეების უვიზო მიმოსვლის შესახებ" შეთანხმებას, რომელიც 2023 წლის 13 ივნისს შევიდა ძალაში. რატიფიკაციის შედეგად სომხეთისა და საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადაკვეთა ID-ბარათებით შეუძლიათ.
2024 წლის იანვარში საქართველომ და სომხეთმა თბილისში გააფორმეს სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება.