https://sputnik-georgia.com/20250428/mtavari-arxi-ixureba-gvaramiam-komentari-gaaketa-293077824.html
მთავარი ოპოზიციური ტელეარხი იხურება: კომენტარი „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა გააკეთა
მთავარი ოპოზიციური ტელეარხი იხურება: კომენტარი „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა გააკეთა
Sputnik საქართველო
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 1-ელი მაისიდან „მთავარი არხი" საბოლოოდ შეწყვეტს მაუწყებლობას, სოციალურ ქსელში არხის თანამშრომლებმა გაავრცელეს. 28.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-28T19:43+0400
2025-04-28T19:43+0400
2025-04-28T19:43+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0c/251145395_0:0:3068:1727_1920x0_80_0_0_77796f8fc16569ec05d6623d8725142d.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" მაუწყებლობა საბოლოოდ შეჩერდება, მაგრამ მის ადგილზე აუცილებლად გაიხსნება ახალი, განაცხადა ტელეკომპანიის დამფუძნებელმა, პოლიტიკოსმა ნიკა გვარამიამ.ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 1-ელი მაისიდან „მთავარი არხი" საბოლოოდ შეწყვეტს მაუწყებლობას, 28 აპრილს სოციალურ ქსელში არხის თანამშრომლებმა გაავრცელეს. მათი თქმით, ჟურნალისტებმა შესაბამისი შეტყობინება არხის გენდირექტორისგან, გიორგი გაბუნიასგან მიიღეს. 15 თებერვლიდან „მთავარი არხი“ მწირი საეთერო ბადით მაუწყებლობდა - ტელეეთერში გადიოდა მხოლოდ სერიალები. გადაცემები კი, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, შეჩერდა. მიზეზად ფინანსური პრობლემები დასახელდა.„მთავარი არხის" გენდირექტორ გიორგი გაბუნიას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.2024 წლის დეკემბერში გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ ტელეარხის თანადამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, ერთ-ერთი დირექტორის გოგი ქურდაძის მეშვეობით, ბლოკავდა ფინანსურ ტრანზაქციებს და უარს ამბობდა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სარეკლამო კონტრაქტების გაფორმებაზე, რაც მეტყველებს მის სურვილზე დახუროს მედიასაშუალება. თავად ოქუაშვილის თქმით, ფინანსური პრობლემები თაღლითობას უკავშირდება და ახალი ხელმძღვანელის დანიშვნაა საჭირო.სკანდალის დასაწყისიჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბერში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა ქურდაძის მიერ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკ TBC-ის გენერალური დირექტორისა და Bank Group PLC-ის აღმასრულებელი დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძისა და იმ დროისთვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასადმი გაგზავნილი წერილები, რომელშიც იგი „მთავარი არხის“ სახელით TBC-ის მეშვეობით უკანონო გადარიცხვების შეჩერებას მოითხოვს.როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ 2019-2024 წლებში, ნიკა გვარამიას დირექტორობის პერიოდში „მთავარ არხში" შევიდა 8.475,000 დოლარის ეკვივალენტის გაურკვეველი წარმომავლობის უკანონო ნაღდი ფული.ამავე პერიოდში აღნიშნული თანხიდან უცხოეთში გადაირიცხა 2 მილიონი დოლარის სხვადასხვა ეკვივალენტის (დოლარში, ევროში და ფუნტში) თანხა.გარდა ამისა, ქურდაძის მიერ გამოქვეყნებული სქემის მიხედვით, უკრაინის მოქალაქე ბაკურ ჯახაიას, ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ კობა ნაყოფიას დავალებით, ფული შეაქვს ბანკში, რომელიც „ნიუ სეილსის“ მეშვეობით „მთავარი არხის" სახელით მიდის საზღვარგარეთ ან საქართველოში გაურკვეველი მიმართულებით.2024 წლის დეკემბერში „მთავარი არხის“ დირექტორმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის თანადამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ერთ-ერთი დირექტორის გოგა ქურდაძის მეშვეობით ბლოკავდა ფინანსურ ტრანზაქციებს და უარს აცხადებს კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სარეკლამო კონტრაქტების შესრულებაზე, რაც მიანიშნებს მედიასაშუალების დახურვის სურვილზე.„მთავარი არხი"საქართველოში ყველა ტელეარხი, გარდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა, კერძო მფლობელების ხელშია, რომლებიც არხის პოლიტიკას განსაზღვრავენ.„მთავარი არხი“ ოპოზიციურ ტელეკომპანიებს შორის ყველაზე დიდი სარეკლამო შემოსავლის მქონე ტელეარხია და დაფინანსების კუთხით ქართული ტელეარხების ხუთეულში შედის. 2024 წელს ტელეკომპანიის შემოსავალმა დაახლოებით 10 მილიონი ლარი შეადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0c/251145395_231:0:2962:2048_1920x0_80_0_0_5599c64c58af9e87b64112b7bf24ea5c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
მთავარი ოპოზიციური ტელეარხი იხურება: კომენტარი „მთავარი არხის“ დამფუძნებელმა გააკეთა
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 1-ელი მაისიდან „მთავარი არხი" საბოლოოდ შეწყვეტს მაუწყებლობას, სოციალურ ქსელში არხის თანამშრომლებმა გაავრცელეს.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის" მაუწყებლობა საბოლოოდ შეჩერდება, მაგრამ მის ადგილზე აუცილებლად გაიხსნება ახალი, განაცხადა ტელეკომპანიის დამფუძნებელმა, პოლიტიკოსმა ნიკა გვარამიამ.
ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ 1-ელი მაისიდან „მთავარი არხი" საბოლოოდ შეწყვეტს მაუწყებლობას, 28 აპრილს სოციალურ ქსელში არხის თანამშრომლებმა გაავრცელეს. მათი თქმით, ჟურნალისტებმა შესაბამისი შეტყობინება არხის გენდირექტორისგან, გიორგი გაბუნიასგან მიიღეს. 15 თებერვლიდან „მთავარი არხი“ მწირი საეთერო ბადით მაუწყებლობდა - ტელეეთერში გადიოდა მხოლოდ სერიალები. გადაცემები კი, რომლებიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა, შეჩერდა. მიზეზად ფინანსური პრობლემები დასახელდა.
„დაიხურება „მთავარი არხი", გაიხსნება ახალი. სხვანაირად არ და ვერ იქნება, მჯერა და ვიცი. მთავარია ქვეყანა არ დაიხუროს, თორემ მერე გინდა დახურე, გინდა გახსენი, აზრი არ ექნება არაფერს", - დაწერა გვარამიამ სოციალურ ქსელში.
„მთავარი არხის" გენდირექტორ გიორგი გაბუნიას ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებია.
2024 წლის დეკემბერში გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ ტელეარხის თანადამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი, ერთ-ერთი დირექტორის გოგი ქურდაძის მეშვეობით, ბლოკავდა ფინანსურ ტრანზაქციებს და უარს ამბობდა კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სარეკლამო კონტრაქტების გაფორმებაზე, რაც მეტყველებს მის სურვილზე დახუროს მედიასაშუალება. თავად ოქუაშვილის თქმით, ფინანსური პრობლემები თაღლითობას უკავშირდება და ახალი ხელმძღვანელის დანიშვნაა საჭირო.
ჯერ კიდევ 2024 წლის ოქტომბერში ტელეკომპანია „რუსთავი 2"-მა გაავრცელა ქურდაძის მიერ ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი ბანკ TBC-ის გენერალური დირექტორისა და Bank Group PLC-ის აღმასრულებელი დირექტორის ვახტანგ ბუცხრიკიძისა და იმ დროისთვის ეროვნული ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლის ნათია თურნავასადმი გაგზავნილი წერილები, რომელშიც იგი „მთავარი არხის“ სახელით TBC-ის მეშვეობით უკანონო გადარიცხვების შეჩერებას მოითხოვს.
როგორც მან აღნიშნა, მხოლოდ 2019-2024 წლებში, ნიკა გვარამიას დირექტორობის პერიოდში „მთავარ არხში" შევიდა 8.475,000 დოლარის ეკვივალენტის გაურკვეველი წარმომავლობის უკანონო ნაღდი ფული.
ამავე პერიოდში აღნიშნული თანხიდან უცხოეთში გადაირიცხა 2 მილიონი დოლარის სხვადასხვა ეკვივალენტის (დოლარში, ევროში და ფუნტში) თანხა.
გარდა ამისა, ქურდაძის მიერ გამოქვეყნებული სქემის მიხედვით, უკრაინის მოქალაქე ბაკურ ჯახაიას, ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის" წევრის, დეპუტატ კობა ნაყოფიას დავალებით, ფული შეაქვს ბანკში, რომელიც „ნიუ სეილსის“ მეშვეობით „მთავარი არხის" სახელით მიდის საზღვარგარეთ ან საქართველოში გაურკვეველი მიმართულებით.
2024 წლის დეკემბერში „მთავარი არხის“ დირექტორმა გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ ტელეკომპანიის თანადამფუძნებელი ზაზა ოქუაშვილი ერთ-ერთი დირექტორის გოგა ქურდაძის მეშვეობით ბლოკავდა ფინანსურ ტრანზაქციებს და უარს აცხადებს კომპანიისთვის მნიშვნელოვანი სარეკლამო კონტრაქტების შესრულებაზე, რაც მიანიშნებს მედიასაშუალების დახურვის სურვილზე.
საქართველოში ყველა ტელეარხი, გარდა საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლისა, კერძო მფლობელების ხელშია, რომლებიც არხის პოლიტიკას განსაზღვრავენ.
„მთავარი არხი“ ოპოზიციურ ტელეკომპანიებს შორის ყველაზე დიდი სარეკლამო შემოსავლის მქონე ტელეარხია და დაფინანსების კუთხით ქართული ტელეარხების ხუთეულში შედის. 2024 წელს ტელეკომპანიის შემოსავალმა დაახლოებით 10 მილიონი ლარი შეადგინა.