ქართველი ფეხბურთელები ევროპის ტოპ-ლიგებში: მიქაუტაძემ კვარაცხელიას შედეგი გაიმეორა​

© Olympique Lyonnais - OLგიორგი მიქაუტაძე
გიორგი მიქაუტაძე - Sputnik საქართველო, 1920, 28.04.2025
გამოწერა
გასულ სეზონში მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. ფრანგული „ლიონის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე მეორე ქართველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ტოპ-5 ლიგის ზედიზედ ორ სეზონში 10 გოლი გაიტანა.
პირველი ქართველი, რომელმაც ტოპ-5 ლიგაში ზედიზედ ორჯერ 10 და მეტი გოლი გაიტანა, ხვიჩა კვარაცხელიაა, რომელმაც 2022-23 წლების სეზონში „ნაპოლის“ რიგებში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო მომდევნო სეზონში - 11 გოლი და 6 საგოლე გადაცემა. 2025 წლის იანვარში კვარაცხელია ფრანგულ კლუბ „პარი სენ-ჟერმენში“ გადავიდა.
გასულ სეზონში მიქაუტაძემ „მეცის“ მაისურით 22 მატჩში 14 გოლი გაიტანა და ოთხი საგოლე გადაცემა გააკეთა, ხოლო „ლიონში“ გადასვლის შემდეგ, ახალ კლუბში 10 გოლი და ექვსი საგოლე გადაცემა მიითვალა.
2025 წელს მიქაუტაძემ კლუბისა და საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში 24 მატჩი ჩაატარა და შესანიშნავი შედეგები აჩვენა - 13 გოლი და 11 საგოლე გადაცემა (საშუალოდ ერთი საგოლე მოქმედება შეხვედრაში).
მიქაუტაძემ მიმდინარე სეზონში მეათე გოლი ლიგა 1-ის 31-ე ტურში „რენის" წინააღმდეგ მატჩში გაიტანა.
ლიგა 1-ის ინგლისურენოვანი ვებგვერდის ინფორმაციით, მიქაუტაძე და მისი თანაგუნდელი რაიან ჩერკი, თებერვლიდან მოყოლებული, გოლი+პასი სისტემით შედგენილ რეიტინგში ევროპის საუკეთესო ათეულში არიან.
ყველა ახალი ამბავი
0