https://sputnik-georgia.com/20250428/cesko-partiebs-saarchevnod-procedurebs-axsenebs-293074122.html
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები: ცესკომ პარტიებს პროცედურები შეახსენა
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები: ცესკომ პარტიებს პროცედურები შეახსენა
Sputnik საქართველო
თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე მასშტაბურია ქვეყანაში - ყველა ქალაქისა და რაიონის მოსახლეობა ცალ-ცალკე ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევს. 28.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-28T15:00+0400
2025-04-28T15:00+0400
2025-04-28T18:01+0400
საქართველო
ცესკო
თვითმმართველობის არჩევნები
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოპოზიცია
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/13/249494271_0:159:2993:1842_1920x0_80_0_0_142ff160912017cfc147ffe59da3e2f2.jpg
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიებს, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვის აუცილებლობას ახსენებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/ თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს (4 ოქტომბერი). 2025 წლის ოქტომბერში 64 ქალაქსა და რაიონში მერებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების (საკრებულოს) დეპუტატების არჩევნები გაიმართება. ამ დროისთვის ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადებებისგან თავს იკავებს. მხოლოდ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მისი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება. აუცილებელი პროცედურები საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიის ხელმძღვანელმა პირმა (პირებმა) განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს: პარტიას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლის ზემოთ აღნიშნულ ვერცერთ პირობას, განცხადების წარდგენისთანავე გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში. პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.განცხადებას უნდა ერთვოდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოში განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით. თვითთმართველობის არჩევნები თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე მასშტაბურია ქვეყანაში - ყველა ქალაქისა და რაიონის მოსახლეობა ცალ-ცალკე ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევს. საკრებულოს ყველა სათათბირო ორგანოს პროპორციული არჩევნების ბარიერი 4%-ია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის, ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“. ამ ეტაპზე პარლამენტში მანდატები მხოლოდ პარტიამ „საქართველოსთვის“ შეინარჩუნა; დანარჩენებმა პარლამენტში შესვლაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს. დარჩენილმა პარტიებმა ამომრჩეველთა 3%-ის მხარდაჭერაც კი ვერ მოიპოვეს. მათ შორის არის პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, რომელმაც განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები ცალ-ცალკე ითვლება თითოეულ ოლქში. ამრიგად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ექნება რესურსი, რომ გაიმარჯვოს კონკრეტულ რაიონში. საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, მმართველი პარტია ოპოზიციასთან დამარცხდა ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/13/249494271_162:0:2829:2000_1920x0_80_0_0_4fc45b0bc73518d0ffd41569742e4d2d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
საქართველო, ცესკო, თვითმმართველობის არჩევნები, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოპოზიცია, ახალი ამბები
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები: ცესკომ პარტიებს პროცედურები შეახსენა
15:00 28.04.2025 (განახლებულია: 18:01 28.04.2025) თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე მასშტაბურია ქვეყანაში - ყველა ქალაქისა და რაიონის მოსახლეობა ცალ-ცალკე ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევს.
თბილისი, 28 აპრილი — Sputnik. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიებს, რომლებსაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა სურთ, დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვის აუცილებლობას ახსენებს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/ თემის მერის მორიგი არჩევნები ტარდება 2025 წლის ოქტომბრის პირველ შაბათს (4 ოქტომბერი).
„ცენტრალური საარჩევნო კომისია პოლიტიკურ პარტიებს, რომლებსაც სურთ მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნებში მონაწილეობა, მოუწოდებს, დროულად განახორციელონ აღნიშნული უფლების მოსაპოვებლად ყველა საჭირო პროცედურა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
2025 წლის ოქტომბერში 64 ქალაქსა და რაიონში მერებისა და ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების (საკრებულოს) დეპუტატების არჩევნები გაიმართება. ამ დროისთვის ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადებებისგან თავს იკავებს. მხოლოდ პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერმა, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ მისი პარტია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის ემზადება.
საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ 142-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პარტიის ხელმძღვანელმა პირმა (პირებმა) განცხადებით უნდა მიმართოს ცესკოს თავმჯდომარეს:
ა) საკრებულოს არჩევნების დანიშვნის შემდეგ, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 57-ე დღისა, თუ აკმაყოფილებს ერთ-ერთ შემდეგ პირობას:
ა.ა) რეგისტრირებული იყო ბოლო საპარლამენტო არჩევნებისას;
ა.ბ) არჩევნების დანიშვნის დღისთვის ჰყავს წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში;
ბ) მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების წლის 1 იანვრიდან 14 ივლისის ჩათვლით, თუ ვერ აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ ვერცერთ პირობას.
პარტიას, რომელიც ვერ აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსის 142-ე მუხლის ზემოთ აღნიშნულ ვერცერთ პირობას, განცხადების წარდგენისთანავე გადაეცემა მხარდამჭერთა სიის ნიმუში.
პარტია ვალდებულია პარტიის მხარდამჭერთა სიის ნიმუშის მიღებიდან 60 დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 1 აგვისტოსი, ცესკოს წარუდგინოს საკრებულოს არჩევნებში პარტიის მონაწილეობის მხარდამჭერი არანაკლებ 25 ათასი ამომრჩევლის სია. მხარდამჭერთა სიას ცესკოს სათანადო სამსახური ამოწმებს საარჩევნო კოდექსის 38-ე მუხლით დადგენილი წესით და დადგენილ ვადაში. საარჩევნო პერიოდში ცესკოს სათანადო სამსახური წარდგენიდან 2 დღის ვადაში ამოწმებს მხარდამჭერთა სიებს და დასკვნას წარუდგენს ცესკოს თავმჯდომარეს.
განცხადებას უნდა ერთვოდეს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, ცესკოში განცხადების წარდგენამდე, ბოლო 10 დღის ვადაში გაცემული ამონაწერი მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების (პარტიების) რეესტრიდან, პარტიის ხელმძღვანელობის/ წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირის (პირების) მითითებით.
თვითთმართველობის არჩევნები
თვითმმართველობის არჩევნები ყველაზე მასშტაბურია ქვეყანაში - ყველა ქალაქისა და რაიონის მოსახლეობა ცალ-ცალკე ადგილობრივ ხელმძღვანელობას ირჩევს.
საკრებულოს ყველა სათათბირო ორგანოს პროპორციული არჩევნების ბარიერი 4%-ია. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებით თუ ვიმსჯელებთ, ბარიერის გადალახვის შანსი მხოლოდ შემდეგ პარტიებს აქვთ: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „კოალიცია ცვლილებისთვის, ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“, „ლელო საქართველოსთვის“ და „საქართველოსთვის“. ამ ეტაპზე პარლამენტში მანდატები მხოლოდ პარტიამ „საქართველოსთვის“ შეინარჩუნა; დანარჩენებმა პარლამენტში შესვლაზე პროტესტის ნიშნად უარი განაცხადეს.
დარჩენილმა პარტიებმა ამომრჩეველთა 3%-ის მხარდაჭერაც კი ვერ მოიპოვეს. მათ შორის არის პარტია „ახალი პოლიტიკური ცენტრი - გირჩი“, რომელმაც განაცხადა, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას.
ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები საპარლამენტო არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ შედეგები ცალ-ცალკე ითვლება თითოეულ ოლქში. ამრიგად, მცირე პარტიების უმეტესობას არ ექნება რესურსი, რომ გაიმარჯვოს კონკრეტულ რაიონში.
საპარლამენტო არჩევნების შედეგებით, მმართველი პარტია ოპოზიციასთან დამარცხდა ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში.