https://sputnik-georgia.com/20250427/saqartveloshi-qvevris-saertashoriso-dge-aginishna-293069432.html
საქართველოში ქვევრის საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა
საქართველოში ქვევრის საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა
Sputnik საქართველო
ამ დღის აღნიშვნა ქვეყანაში ტრადიდიად დამკვიდრდება და მომავალში ყოველი წლის აპრილის ბოლო კვირას დაწესდება. 27.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-27T19:39+0400
2025-04-27T19:39+0400
2025-04-27T19:39+0400
საქართველო
ქართული ღვინო
ღვინის ეროვნული სააგენტო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24750/46/247504674_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_fe1ca231a40871c64c42b937e0869f2f.jpg
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოში ქვევრის დღე აღინიშნა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ქვევრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქვევრის საერთაშორისო კონფერენცია, მსოფლიოს წამყვანი ავსტრიული ღვინის აქსესუარების ბრენდ RIEDEL-ის მიერ შექმნილი ქვევრის ჭიქის პრეზენტაცია, საპატიო სომელიეების წოდების მინიჭების ცერემონია. გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მარნებში ქვევრის საზეიმო გახსნა მოეწყო. უწყების განცხადებით, ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე ღვინის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებაა. განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ქვევრის ღვინის ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით წლიდან წლამდე იზრდება. ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები იმართება, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის. პროგრამას, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, უკვე მეორე წელია ახორციელებს. 2024 წელს ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების თანხამ 1.559,284 ლარი შეადგინა. ქართული ღვინო საქართველოში წარმოდგენილი იყო 54 ღონისძიებაზე, მათ შორის, 17 გამოფენა-ფესტივალზე და 15 დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე, ასევე გაიმართა კონკურსები და სიმპოზიუმები. საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2013 წელს ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24750/46/247504674_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_b2a192a9706b3233964044c23930e7e9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ქართული ღვინო, ღვინის ეროვნული სააგენტო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოში ქვევრის საერთაშორისო დღე პირველად აღინიშნა
ამ დღის აღნიშვნა ქვეყანაში ტრადიდიად დამკვიდრდება და მომავალში ყოველი წლის აპრილის ბოლო კვირას დაწესდება.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინის პროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოში ქვევრის დღე აღინიშნა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქვევრის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება საქართველოს სომელიეთა ასოციაციის ორგანიზებითა და ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.
ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქვევრის საერთაშორისო კონფერენცია, მსოფლიოს წამყვანი ავსტრიული ღვინის აქსესუარების ბრენდ RIEDEL-ის მიერ შექმნილი ქვევრის ჭიქის პრეზენტაცია, საპატიო სომელიეების წოდების მინიჭების ცერემონია. გარდა ამისა, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის მარნებში ქვევრის საზეიმო გახსნა მოეწყო.
„საქართველოსთვის ქვევრის დღის აღნიშვნას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს, რადგან ქვევრში დაყენებული ღვინო უნიკალური პროდუქტია. ქვევრის ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციულ მეთოდს 2013 წელს იუნესკოს (UNESCO) არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რაც ამ მეთოდის უნიკალურობაზე მიუთითებს”, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყების განცხადებით, ქვევრის ღვინის პოპულარიზაცია როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივ ბაზრებზე ღვინის ეროვნული სააგენტოს პრიორიტეტული მიმართულებაა. განხორციელებული მარკეტინგული ღონისძიებების შედეგად, ქვევრის ღვინის ცნობადობა საერთაშორისო მასშტაბით წლიდან წლამდე იზრდება.
„ქვევრის საერთაშორისო დღე მომავალში ყოველი წლის აპრილის ბოლო კვირას აღინიშნება”, - აღნიშნულია განცხადებაში.
ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით ღვინის გამოფენები, კონკურსები და ფესტივალები იმართება, რაც მნიშვნელოვანია ღვინის ტურიზმის პოტენციალისა და ღვინის სამომხმარებლო კულტურის გაზრდისთვის. პროგრამას, ღვინის ეროვნული სააგენტო, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან კოორდინაციით, უკვე მეორე წელია ახორციელებს.
2024 წელს ადგილობრივ ბაზარზე ქართული ღვინოპროდუქციის პოპულარიზაციის სახელწიფო პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსების თანხამ 1.559,284 ლარი შეადგინა. ქართული ღვინო საქართველოში წარმოდგენილი იყო 54 ღონისძიებაზე, მათ შორის, 17 გამოფენა-ფესტივალზე და 15 დეგუსტაცია-პრეზენტაციაზე, ასევე გაიმართა კონკურსები და სიმპოზიუმები.
საქართველოში ღვინის დაყენების ტრადიცია 8 ათას წელს ითვლის და მას ქართულ კულტურაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს. იუნესკოს გადაწყვეტილებით, 2013 წელს ქვევრის ღვინის დაყენების უძველეს მეთოდს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
საქართველოში ყურძნის 525 ჯიშია, ღვინის სახეობების დათვლა კი პრაქტიკულად შეუძლებელია. მსოფლიოში ცნობილი ყურძნის 4 ათასი სახეობიდან დაახლოებით 500-ს ქართული ფესვები აქვს.