https://sputnik-georgia.com/20250427/ragbis-kavshiris-prezidentad-davit-kacharava-airchies-293068440.html
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა აირჩიეს
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა აირჩიეს
Sputnik საქართველო
კაჭარავა პარლამენტის დეპუტატია - საკანონმდებლო ორგანოში იგი პარტია „ხალხის ძალის" პარტიული სიით შევიდა. 27.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-27T17:52+0400
2025-04-27T17:52+0400
2025-04-27T17:52+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23628/08/236280821_0:17:876:509_1920x0_80_0_0_abbe4b5055565ffc1a1ed1de86117d22.png
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს რაგბის კავშირის (სრკ) პრეზიდენტად ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა აირჩიეს, მან აღნიშნულ პოსტზე იოსებ ტყემალაძე შეცვალა.კაჭარავას კანდიდატურა რაგბის კავშირის 33-მა მოქმედმა წევრმა წამოაყენა - მას 58 დელეგატიდან 57-მა დაუჭირა მხარი.დავით კაჭარავას სანაკრებო დებიუტი 2006 წელს შედგა და „ბორჯღალოსნების“ რიგებში 122 მატჩი ჩაატარა, რაც საქართველოს ნაკრების რეკორდია. მას 25 ლელო აქვს დადებული და ამ მაჩვენებლით გუნდის ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს. კაჭარავა ოთხ მსოფლიო თასზე (2007, 2011, 2015 და 2019) ასპარეზობდა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი 11-ჯერ მოიგო.ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დავით კაჭარავა სრკ-ის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. იგი ასევე არის პარლამენტის დეპუტატი - საკანონმდებლო ორგანოში კაჭარავა პარტია „ხალხის ძალის" პარტიული სიით შევიდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23628/08/236280821_0:0:876:656_1920x0_80_0_0_1bdf3f0f8ff704266c39308166c3163d.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა აირჩიეს
კაჭარავა პარლამენტის დეპუტატია - საკანონმდებლო ორგანოში იგი პარტია „ხალხის ძალის" პარტიული სიით შევიდა.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. საქართველოს რაგბის კავშირის (სრკ) პრეზიდენტად ყოფილი მორაგბე დავით კაჭარავა აირჩიეს, მან აღნიშნულ პოსტზე იოსებ ტყემალაძე შეცვალა.
კაჭარავას კანდიდატურა რაგბის კავშირის 33-მა მოქმედმა წევრმა წამოაყენა - მას 58 დელეგატიდან 57-მა დაუჭირა მხარი.
დავით კაჭარავას სანაკრებო დებიუტი 2006 წელს შედგა და „ბორჯღალოსნების“ რიგებში 122 მატჩი ჩაატარა, რაც საქართველოს ნაკრების რეკორდია. მას 25 ლელო აქვს დადებული და ამ მაჩვენებლით გუნდის ისტორიაში მესამე ადგილს იკავებს.
კაჭარავა ოთხ მსოფლიო თასზე (2007, 2011, 2015 და 2019) ასპარეზობდა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი 11-ჯერ მოიგო.
ბოლო ოთხი წლის განმავლობაში დავით კაჭარავა სრკ-ის გამგეობის თავმჯდომარის თანამდებობას იკავებდა. იგი ასევე არის პარლამენტის დეპუტატი - საკანონმდებლო ორგანოში კაჭარავა პარტია „ხალხის ძალის" პარტიული სიით შევიდა.