https://sputnik-georgia.com/20250427/italiis-elchi-tbilissa-da-roms-shoris-pirdapir-prenebze-293064185.html
ურთიერთობები უფრო გაღრმავდება: იტალიის ელჩი თბილისსა და რომს შორის პირდაპირ ფრენებზე
ურთიერთობები უფრო გაღრმავდება: იტალიის ელჩი თბილისსა და რომს შორის პირდაპირ ფრენებზე
Sputnik საქართველო
მანამდე საქართველოდან იტალიის დედაქალაქის მიმართულებით პირდაპირი ფრენა მხოლოდ ქუთაისიდან, უცხოური ავიაკომპანიების საშუალებით იყო შესაძლებელი. 27.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-27T13:00+0400
2025-04-27T13:00+0400
2025-04-27T13:00+0400
საქართველო
იტალია
ავიამიმოსვლა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/0e/288411808_0:122:2049:1274_1920x0_80_0_0_ed57ae86b9d7a1fa3e0e7710ea96144f.jpg
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. თბილისი-რომის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა ქართულ-იტალიურ ურთიერთობებს გააღრმავებს, განაცხადა საქართველოში იტალიის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ. ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა" (Georgian Airways) თბილისიდან იტალიის დედაქალაქ რომის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი გუშინ, 26 აპრილს შეასრულა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.მანამდე საქართველოდან იტალიის დედაქალაქის მიმართულებით პირდაპირი ფრენა მხოლოდ ქუთაისიდან, უცხოური ავიაკომპანიების საშუალებით იყო შესაძლებელი. პირველ საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა. როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა, იტალია საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და მნიშვნელოვან მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს.„ჯორჯიან ეარვეისი" უკვე ასრულებს პირდაპირ რეისებს იტალიის ქალაქების, მილანისა და ფორლის მიმართულებით. მილანის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში სამჯერ სრულდება, ხოლო 24 აპრილიდან რეისები ფორლის მიმართულებით კვირაში ერთი სიხშირით დაიწყო. ჯამურად კი იტალიის მიმართულებით ავიაკომპანია კვირაში 6 სიხშირით ასრულებს ფრენებს.ქართული ავიაკომპანია ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გააგრძელებს პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვა მიმართულებითაც: ვენაში, ამსტერდამში, ბერლინსა და ლარნაკაში. გარდა ამისა, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაემატება ფრენები პარიზისა და ნიცის მიმართულებით. პირდაპირი ფრენები სრულდება „ბოინგ 737-700", „ბოინგ 737-800" და „ბოინგ 767" ტიპის ავიახომალდებით. 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 92 მიმართულებით ასრულებენ.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/0e/288411808_93:0:1954:1396_1920x0_80_0_0_9f8e0186e34c25357b5e39c0e3a247b9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, იტალია , ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, იტალია , ავიამიმოსვლა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ურთიერთობები უფრო გაღრმავდება: იტალიის ელჩი თბილისსა და რომს შორის პირდაპირ ფრენებზე
მანამდე საქართველოდან იტალიის დედაქალაქის მიმართულებით პირდაპირი ფრენა მხოლოდ ქუთაისიდან, უცხოური ავიაკომპანიების საშუალებით იყო შესაძლებელი.
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. თბილისი-რომის მიმართულებით პირდაპირი ავიამიმოსვლა ქართულ-იტალიურ ურთიერთობებს გააღრმავებს, განაცხადა საქართველოში იტალიის ელჩმა, მასიმილიანო დ’ანტუონომ.
ქართულმა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისმა" (Georgian Airways) თბილისიდან იტალიის დედაქალაქ რომის მიმართულებით პირველი პირდაპირი რეისი გუშინ, 26 აპრილს შეასრულა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
„ბედნიერი ვარ, რადგან ეს პირველი რეისია რომის მიმართულებით. მართლაც ისტორიული მოვლენაა, რადგან მოხდება დაკავშირება ქართველ და იტალიელ ხალხს შორის, ურთიერთობები უფრო გაღრმავდება“, - აღნიშნა ელჩმა ტელეკომპანია „იმედის” ეთერში.
მანამდე საქართველოდან იტალიის დედაქალაქის მიმართულებით პირდაპირი ფრენა მხოლოდ ქუთაისიდან, უცხოური ავიაკომპანიების საშუალებით იყო შესაძლებელი.
პირველ საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა. როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა, იტალია საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და მნიშვნელოვან მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს.
„ჯორჯიან ეარვეისი" უკვე ასრულებს პირდაპირ რეისებს იტალიის ქალაქების, მილანისა და ფორლის მიმართულებით. მილანის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში სამჯერ სრულდება, ხოლო 24 აპრილიდან რეისები ფორლის მიმართულებით კვირაში ერთი სიხშირით დაიწყო. ჯამურად კი იტალიის მიმართულებით ავიაკომპანია კვირაში 6 სიხშირით ასრულებს ფრენებს.
ქართული ავიაკომპანია ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გააგრძელებს პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვა მიმართულებითაც: ვენაში, ამსტერდამში, ბერლინსა და ლარნაკაში. გარდა ამისა, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაემატება ფრენები პარიზისა და ნიცის მიმართულებით.
პირდაპირი ფრენები სრულდება „ბოინგ 737-700", „ბოინგ 737-800" და „ბოინგ 767" ტიპის ავიახომალდებით.
2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 92 მიმართულებით ასრულებენ.