https://sputnik-georgia.com/20250427/fara-qartuli-versiis-zalashi-shesvlis-tarigi-dasaxelda-293060728.html
FARA-ს ქართული ვერსიის ძალაში შესვლის თარიღი დასახელდა
FARA-ს ქართული ვერსიის ძალაში შესვლის თარიღი დასახელდა
Sputnik საქართველო
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ" კანონი, რომელიც პარლამენტმა 1-ელ აპრილს მიიღო, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა 27.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-27T11:00+0400
2025-04-27T11:00+0400
2025-04-27T11:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ
კანონმდებლობა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_0:101:1920:1181_1920x0_80_0_0_f47842f6cb27d90623beae5f186a61ae.jpg
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. „უცხოური აგენტების“ შესახებ ამერიკული კანონის (FARA) ქართული ვერსია, რომელიც როგორც ორგანიზაციების, ისე ფიზიკური პირების რეგისტრაციას ითვალისწინებს, ძალაში 31 მაისს შევა, მანამდე კი ორგანიზაციებს ანტიკორუფციულ სააგენტოსთან დეტალების დაზუსტების დრო ექნებათ.„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ" კანონი, რომელიც პარლამენტმა 1-ელ აპრილს მიიღო, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა და „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდა.ახალი წესების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა 8 მაისამდე სპეციალური ფორმის შევსებით და მათთვის საინტერესო ნებისმიერი კითხვის წინასწარ გაჟღერებით, დარეგისტრირდნენ ანტიკორუფციულ სააგენტოში შეხვედრაზე.რა წერია ახალ კანონშიმიღებული კანონის თანახმად, საქართველოში შემოდის ტერმინი „უცხოური პრინციპალის აგენტი".ტერმინი „უცხოური პრინციპალის“ ქვეშ იგულისხმება:რაც შეეხება ტერმინს „უცხოური პრინციპალის აგენტი“, მოიაზრება ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული, მოსამსახურე და მოქმედებს უცხო სახელმწიფოს, ორგანოს, ორგანიზაციის ან უცხო მოქალაქის უფლებამოსილების, მოთხოვნების, ბრძანებების შესაბამისად ან კონტროლქვეშ.ამასთან, აგენტებად აღიარებული არიან პირები, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე რომლებიც მუშაობენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩევლად, სარეკლამო აგენტად, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლად ან პოლიტიკურ მრჩევლად უცხოელი პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესებიდან გამომდინარე.„უცხოური აგენტების“ სიაში ასევე მოხვდებიან ისინი, ვინც დამოუკიდებლად ან სხვისი დახმარებით აგროვებენ, გამოყოფენ ან გადარიცხავენ შემოწირულობებს, სესხებს, ფულს ან სხვა მატერიალურ ფასეულობებს უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მის ინტერესებში.ტერმინი „უცხოური პრინციპალის აგენტი“ არ გავრცელდება იმ საინფორმაციო სამაუწყებლო კომპანიებზე, მედია-საშუალებებსა ან ასოციაციებზე, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე (დაარსებული და რეგისტრირებული საქართველოში) ან მედიაზე, რომლებიც მოიძიებენ ან იღებენ რეკლამას, ჰყავთ გამომწერები ან იღებენ სხვა სახის შემოსავალს და რომელთა მფლობელების, მმართველი მენეჯერებისა და ხელმძღვანელობის სულ მცირე 80% საქართველოს მოქალაქეა.არცერთმა პირმა არ უნდა იმოქმედოს როგორც „უცხოური პრინციპალის აგენტმა“, თუ მან ანტიკორუფციულ ბიუროს არ წარუდგინა სრულად შევსებული სარეგისტრაციო განცხადება და დამატებითი დოკუმენტები.სარეგისტრაციო განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: განმცხადებლის სახელ-გვარი, უცხოური ორგანიზაციის ან მთავრობის ბიზნეს-მისამართი და მასთან დაკავშირებული სხვა ყველა ბიზნეს-მისამართი საქართველოს ტერიტორიაზე ან სხვა ადგილზე, აგრეთვე ყველა საცხოვრებელი მისამართი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, განმცხადებლის სტატუსი და, ფიზიკური პირის შემთხვევაში, მოქალაქეობა.პარტნიორული გაერთიანების შემთხვევაში – თითოეული პარტნიორის სახელი, საცხოვრებელი ადგილი, მოქალაქეობა, თანადამფუძნებლებთან დადებული ხელშეკრულებების ორიგინალი და სრული ასლები. ასოციაციის, კორპორაციის, ორგანიზაციის ან სხვა სახის პირთა გაერთიანებების შემთხვევაში - მმართველი დირექტორების და მენეჯერების ან მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შემსრულებელი პირების სახელი, საცხოვრებელი ადგილი, მოქალაქეობა, სრული შინაგანაწესისა და ყველა შეთანხმების ასლი.გარდა ამისა, საჭირო იქნება განმცხადებლის საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის წარდგენა, ორგანიზაციაში დასაქმებული თანამშრომლების სრული სია და თითოეული მათგანის სამუშაოს სპეციფიკის განსაზღვრა, ინფორმაცია ყველა ასეთი უცხოური ორგანიზაციის კონკრეტული საქმიანობის ან სხვა სახის საქმიანობის შესახებ.ასევე აუცილებელია საქმიანობის შესახებ სრული ფინანსური ანგარიშის წარდგენა.პირის მიერ კანონის შეუსრულებლობა დაექვემდებარება ჯარიმას 5-დან 10 ათას ლარამდე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0d/291395307_107:0:1815:1281_1920x0_80_0_0_e58b4d2185634f2999951a427985a5f0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ , კანონმდებლობა, ახალი ამბები
FARA-ს ქართული ვერსიის ძალაში შესვლის თარიღი დასახელდა
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ" კანონი, რომელიც პარლამენტმა 1-ელ აპრილს მიიღო, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა
თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. „უცხოური აგენტების“ შესახებ ამერიკული კანონის (FARA) ქართული ვერსია, რომელიც როგორც ორგანიზაციების, ისე ფიზიკური პირების რეგისტრაციას ითვალისწინებს, ძალაში 31 მაისს შევა, მანამდე კი ორგანიზაციებს ანტიკორუფციულ სააგენტოსთან დეტალების დაზუსტების დრო ექნებათ.
„უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ" კანონი, რომელიც პარლამენტმა 1-ელ აპრილს მიიღო, პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა ხელი მოაწერა და „საკანონმდებლო მაცნეს" ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
ახალი წესების ძალაში შესვლასთან დაკავშირებით, ორგანიზაციებს აქვთ შესაძლებლობა 8 მაისამდე
სპეციალური ფორმის შევსებით და მათთვის საინტერესო ნებისმიერი კითხვის წინასწარ გაჟღერებით, დარეგისტრირდნენ ანტიკორუფციულ სააგენტოში შეხვედრაზე.
მიღებული კანონის თანახმად, საქართველოში შემოდის ტერმინი „უცხოური პრინციპალის აგენტი".
ტერმინი „უცხოური პრინციპალის“ ქვეშ იგულისხმება:
უცხო სახელმწიფო ან უცხოური პოლიტიკური პარტიის ხელისუფლება;
პირი, რომელიც იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ, გარდა საქართველოს მოქალაქეებისა, „საქართველოში მუდმივად მცხოვრების“ სტატუსით;
პარტნიორთა ჯგუფი, ასოციაცია, კორპორაცია, ორგანიზაცია ან პირთა გაერთიანება, რომელთა საქმიანობა რეგულირდება უცხოური კანონმდებლობით.
რაც შეეხება ტერმინს „უცხოური პრინციპალის აგენტი“, მოიაზრება ნებისმიერი პირი, რომელიც მოქმედებს როგორც აგენტი, წარმომადგენელი, დასაქმებული, მოსამსახურე და მოქმედებს უცხო სახელმწიფოს, ორგანოს, ორგანიზაციის ან უცხო მოქალაქის უფლებამოსილების, მოთხოვნების, ბრძანებების შესაბამისად ან კონტროლქვეშ.
ამასთან, აგენტებად აღიარებული არიან პირები, რომლებიც მონაწილეობენ საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში, ასევე რომლებიც მუშაობენ საზოგადოებასთან ურთიერთობის მრჩევლად, სარეკლამო აგენტად, საინფორმაციო სამსახურის თანამშრომლად ან პოლიტიკურ მრჩევლად უცხოელი პრინციპალის სასარგებლოდ ან მისი ინტერესებიდან გამომდინარე.
„უცხოური აგენტების“ სიაში ასევე მოხვდებიან ისინი, ვინც დამოუკიდებლად ან სხვისი დახმარებით აგროვებენ, გამოყოფენ ან გადარიცხავენ შემოწირულობებს, სესხებს, ფულს ან სხვა მატერიალურ ფასეულობებს უცხოური პრინციპალის სასარგებლოდ ან მის ინტერესებში.
ტერმინი „უცხოური პრინციპალის აგენტი“ არ გავრცელდება იმ საინფორმაციო სამაუწყებლო კომპანიებზე, მედია-საშუალებებსა ან ასოციაციებზე, რომლებიც მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე (დაარსებული და რეგისტრირებული საქართველოში) ან მედიაზე, რომლებიც მოიძიებენ ან იღებენ რეკლამას, ჰყავთ გამომწერები ან იღებენ სხვა სახის შემოსავალს და რომელთა მფლობელების, მმართველი მენეჯერებისა და ხელმძღვანელობის სულ მცირე 80% საქართველოს მოქალაქეა.
არცერთმა პირმა არ უნდა იმოქმედოს როგორც „უცხოური პრინციპალის აგენტმა“, თუ მან ანტიკორუფციულ ბიუროს არ წარუდგინა სრულად შევსებული სარეგისტრაციო განცხადება და დამატებითი დოკუმენტები.
სარეგისტრაციო განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: განმცხადებლის სახელ-გვარი, უცხოური ორგანიზაციის ან მთავრობის ბიზნეს-მისამართი და მასთან დაკავშირებული სხვა ყველა ბიზნეს-მისამართი საქართველოს ტერიტორიაზე ან სხვა ადგილზე, აგრეთვე ყველა საცხოვრებელი მისამართი, ასეთის არსებობის შემთხვევაში, განმცხადებლის სტატუსი და, ფიზიკური პირის შემთხვევაში, მოქალაქეობა.
პარტნიორული გაერთიანების შემთხვევაში – თითოეული პარტნიორის სახელი, საცხოვრებელი ადგილი, მოქალაქეობა, თანადამფუძნებლებთან დადებული ხელშეკრულებების ორიგინალი და სრული ასლები. ასოციაციის, კორპორაციის, ორგანიზაციის ან სხვა სახის პირთა გაერთიანებების შემთხვევაში - მმართველი დირექტორების და მენეჯერების ან მათი ფუნქციებისა და მოვალეობების შემსრულებელი პირების სახელი, საცხოვრებელი ადგილი, მოქალაქეობა, სრული შინაგანაწესისა და ყველა შეთანხმების ასლი.
გარდა ამისა, საჭირო იქნება განმცხადებლის საქმიანობის შესახებ ამომწურავი ინფორმაციის წარდგენა, ორგანიზაციაში დასაქმებული თანამშრომლების სრული სია და თითოეული მათგანის სამუშაოს სპეციფიკის განსაზღვრა, ინფორმაცია ყველა ასეთი უცხოური ორგანიზაციის კონკრეტული საქმიანობის ან სხვა სახის საქმიანობის შესახებ.
ასევე აუცილებელია საქმიანობის შესახებ სრული ფინანსური ანგარიშის წარდგენა.
პირის მიერ კანონის შეუსრულებლობა დაექვემდებარება ჯარიმას 5-დან 10 ათას ლარამდე.