https://sputnik-georgia.com/20250427/2026-wlis-ziudos-evropis-chempionats-saqartvelo-umaspinzlebs-293061864.html
ძიუდო: 2026 წელს ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
ძიუდო: 2026 წელს ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
Sputnik საქართველო
შეჯიბრება მომავალი წლის 23-26 აპრილს გაიმართება. 27.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-27T13:48+0400
2025-04-27T13:48+0400
2025-04-27T13:48+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276146560_0:213:2048:1365_1920x0_80_0_0_e6aa277b61e9519a592723d9f60998d0.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში 2025 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ინდივიდუალური ასპარეზობები დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში ოთხი მედლით მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მამაკაცთა შორის მეორე ადგილზე გავიდა.ევროპის ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60კგ) და ილია სულამანიძე (100კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოიპოვეს.2026 წელს ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. შეჯიბრება მომავალი წლის 23-26 აპრილს გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ნიშნად პოდგორიცაში დროშის გადაცემის ცერემონია უკვე გაიმართა - დროშა საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ევროპის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ ლასლო ტოთისგან მიიღო.როგორც საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ აღნიშნა, საქართველოსთვის დიდი პატივია ასეთი პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობა.ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას მიმდინარე წლის მარტში თბილისში მოეწერა ხელი. ევროპის ჩემპიონატს საქართველო უკვე მეორედ უმასპინძლებს.2009 წელს თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა. ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლს დაეუფლა, ლევან წიკლაურმა და ნესტორ ხერგიანმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/1b/276146560_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_0c7293b6debbfa08ba1496e1de8f0c12.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ძიუდო: 2026 წელს ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
შეჯიბრება მომავალი წლის 23-26 აპრილს გაიმართება.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. მონტენეგროს დედაქალაქ პოდგორიცაში 2025 წლის ძიუდოს ევროპის ჩემპიონატის ინდივიდუალური ასპარეზობები დასრულდა. საქართველოს ნაკრებმა საერთო გუნდურ ჩათვლაში ოთხი მედლით მესამე ადგილი დაიკავა, ხოლო მამაკაცთა შორის მეორე ადგილზე გავიდა.
ევროპის ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60კგ) და ილია სულამანიძე (100კგ) გახდნენ, ვერცხლის მედლები კი ეთერ ლიპარტელიანმა (57კგ) და ტატო გრიგალაშვილმა (81კგ) მოიპოვეს.
2026 წელს ევროპის ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს. შეჯიბრება მომავალი წლის 23-26 აპრილს გაიმართება. ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ნიშნად პოდგორიცაში დროშის გადაცემის ცერემონია უკვე გაიმართა - დროშა საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ ევროპის ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტ ლასლო ტოთისგან მიიღო.
„მომავალ წელს საქართველოში გაიმართება ევროპის ძიუდოს კავშირის მთავარი ტურნირი - ევროპის ჩემპიონატი. რატომ თბილისი და საქართველო? იმიტომ, რომ საქართველო ძიუდოს ქვეყანაა. ასე რომ ჩვენ ვბრუნდებით საქართველოში. მონტენეგროში ტურნირი შესანიშნავად იყო ორგანიზებული, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო ორგანიზების ამ დონეს კიდევ უფრო გააუმჯობესებს", - განაცხადა ტოთმა.
როგორც საქართველოს სპორტის მინისტრმა შალვა გოგოლაძემ აღნიშნა, საქართველოსთვის დიდი პატივია ასეთი პრესტიჟული ტურნირის მასპინძლობა.
„ბოლო წლებში საქართველო სპორტულ ცენტრად იქცა და მრავალი საერთაშორისო ღონისძიება წარმატებით ჩავატარეთ. დარწმუნებული ვარ, ევროპულ ჩემპიონატსაც ღირსეულად ვუმასპინძლებთ. ამით ძიუდოს პოპულარიზაციას კიდევ უფრო გავზრდით — ახალი თაობა, ბექაურებისა და თუშიშვილების შთამაგონებელი მაგალითით, საყვარელ ძიუდოისტებს საკუთარ თვალით დაინახავს“, – განაცხადა გოგოლაძემ.
ჩემპიონატის ჩატარებასთან დაკავშირებით ხელშეკრულებას მიმდინარე წლის მარტში თბილისში მოეწერა ხელი. ევროპის ჩემპიონატს საქართველო უკვე მეორედ უმასპინძლებს.
2009 წელს თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა სამი მედალი მოიპოვა. ვარლამ ლიპარტელიანი ვერცხლს დაეუფლა, ლევან წიკლაურმა და ნესტორ ხერგიანმა კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.