https://sputnik-georgia.com/20250426/zemo-foniwalasi-satransporto-mozraoba-seizrudeba--293059562.html
ზემო ფონიჭალაში სატრანსპორტო მოძრაობა ოთხი თვით შეიზღუდება
ზემო ფონიჭალაში სატრანსპორტო მოძრაობა ოთხი თვით შეიზღუდება
Sputnik საქართველო
ფონიჭალაში ცენტრალური გზის სარებილიტაციო სამუშაოები ორშაბათიდან, 28 აპრილიდან დაიწყება. 26.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-26T20:58+0400
2025-04-26T20:58+0400
2025-04-26T20:58+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
ტრანსპორტი საქართველოში
საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე
ვითარება გზებზე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24548/07/245480712_0:73:1418:871_1920x0_80_0_0_c8f3b0bbdba8a11c8d7ef1905e2d15a1.jpg
თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. თბილისში, ზემო ფონიჭალაში სატრანსპორტო მოძრაობა 28 აპრილიდან შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. მერიის ცნობით, შეზღუდვის მიზეზი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. კერძოდ, კრწანისის რაიონის გამგეობა ზემო ფონიჭალაში კორპუსებს შორის არსებული ცენტრალური გზის სარებილიტაციო სამუშაოებს იწყებს. სამუშაოების მიმდინარეობისას, რომელიც 28 აპრილიდან დაიწყება და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამ პერიოდში კერძო ავტომობილები კაპანაძეებისა და ღოღობერიძის ქუჩებზე გადაადგილდებიან. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები N343 და N344 იმოძრავებენ N29 კორპუსამდე, მიკროავტობუსი N409 კი გადაადგილდება მარნეულის ქუჩამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მარშრუტით მოემსახურება. მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში გამოიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა, განათების სისტემა და გამწვანებული თარგები. აგრეთვე, განახლდება ავტობუსის მოსაცდელები, მანიშნებელი დაფები და საგზაო ნიშნები.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24548/07/245480712_79:0:1339:945_1920x0_80_0_0_1c30a83ab39871d84b05e0880add3b6e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, ვითარება გზებზე
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, ტრანსპორტი საქართველოში, საცობები თბილისში: რა ხდება გზებზე, ვითარება გზებზე
ზემო ფონიჭალაში სატრანსპორტო მოძრაობა ოთხი თვით შეიზღუდება
ფონიჭალაში ცენტრალური გზის სარებილიტაციო სამუშაოები ორშაბათიდან, 28 აპრილიდან დაიწყება.
თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. თბილისში, ზემო ფონიჭალაში სატრანსპორტო მოძრაობა 28 აპრილიდან შეიზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მერიის ცნობით, შეზღუდვის მიზეზი გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებია. კერძოდ, კრწანისის რაიონის გამგეობა ზემო ფონიჭალაში კორპუსებს შორის არსებული ცენტრალური გზის სარებილიტაციო სამუშაოებს იწყებს.
სამუშაოების მიმდინარეობისას, რომელიც 28 აპრილიდან დაიწყება და ოთხი თვის განმავლობაში გაგრძელდება, აღნიშნულ ტერიტორიაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება. ამ პერიოდში კერძო ავტომობილები კაპანაძეებისა და ღოღობერიძის ქუჩებზე გადაადგილდებიან.
რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, ავტობუსები N343 და N344 იმოძრავებენ N29 კორპუსამდე, მიკროავტობუსი N409 კი გადაადგილდება მარნეულის ქუჩამდე. საზოგადოებრივი ტრანსპორტი მგზავრებს უკუმიმართულებითაც იმავე მარშრუტით მოემსახურება.
მერიის ცნობით, პროექტის ფარგლებში გამოიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები, მოეწყობა ადაპტირებული საგზაო ინფრასტრუქტურა, განათების სისტემა და გამწვანებული თარგები. აგრეთვე, განახლდება ავტობუსის მოსაცდელები, მანიშნებელი დაფები და საგზაო ნიშნები.