https://sputnik-georgia.com/20250426/yavelasvili-pap-franciskes-gardacvaleba-didi-danakargia-293059193.html
ყაველაშვილი: პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქრისტიანული სამყაროსთვის
ყაველაშვილი: პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქრისტიანული სამყაროსთვის
Sputnik საქართველო
რომის პაპი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დღეს დაკრძალეს 26.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-26T19:42+0400
2025-04-26T19:42+0400
2025-04-26T19:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
რომის პაპი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0e/291412733_0:30:858:513_1920x0_80_0_0_1239a8e1fa41ee362c09959ee62c4c13.jpg
თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს მსოფლიო ლიდერებთან ერთად რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო. რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში, ვატიკანის "კაზა სანტა მარტას" რეზიდენციაში გარდაიცვალა - გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დასახელდა, რომელსაც გულსისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. ანდერძის თანახმად, პაპი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. დაკრძალვის ლიტურგიას კარდინალების კოლეჯის დეკანმა, კარდინალმა ჯოვანი ბატისტა რემ უხელმძღვანელა. ვატიკანის განცხადებით, წმინდა პეტრეს მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე პაპის დაკრძალვას 250 000 ადამიანი ესწრებოდა.საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე. 2016 წლის სექტემბერში პაპი ფრანცისკე სამდღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა - მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე დახვდა. არგენტინელი კარდინალი, ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო რომის პაპად 2013 წლის მარტში აირჩიეს, მას შემდეგ, რაც ტახტიდან პაპი ბენედიქტე XVI გადადგა. 2020 წლის შემდეგ პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და სისტემატურ მკურნალობას გადიოდა. თებერვლის შუა რიცხვებიდან 23 მარტამდე რომში ჯემელის კლინიკაში მოათავსეს, სადაც სასუნთქი გზების დაავადებებზე მკურნალობდა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ის პირველად საზოგადოებაში 6 აპრილს გამოჩნდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0c/0e/291412733_0:0:858:645_1920x0_80_0_0_19602b9712ddb6aec69ab817370f742f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, რომის პაპი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, რომის პაპი
ყაველაშვილი: პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია ქრისტიანული სამყაროსთვის
რომის პაპი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დღეს დაკრძალეს
თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი დღეს მსოფლიო ლიდერებთან ერთად რომის პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო.
რომის პაპი ფრანცისკე 21 აპრილს 88 წლის ასაკში, ვატიკანის "კაზა სანტა მარტას" რეზიდენციაში გარდაიცვალა - გარდაცვალების მიზეზად ინსულტი დასახელდა, რომელსაც გულსისხლძარღვთა სისტემის კოლაფსი მოჰყვა. ანდერძის თანახმად, პაპი სანტა მარია მაჯორეს ბაზილიკაში დაკრძალეს. დაკრძალვის ლიტურგიას კარდინალების კოლეჯის დეკანმა, კარდინალმა ჯოვანი ბატისტა რემ უხელმძღვანელა. ვატიკანის განცხადებით, წმინდა პეტრეს მოედანზე და მიმდებარე ტერიტორიაზე პაპის დაკრძალვას 250 000 ადამიანი ესწრებოდა.
„ვატიკანში წმინდა პეტრეს მოედანზე მსოფლიო ლიდერებთან ერთად პაპ ფრანცისკეს დაკრძალვის ცერემონიას დავესწარი. იტალიაში საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილთან, მიტროპოლიტ გერასიმესა და პროტოპრესვიტერ გიორგი ზვიადაძესთან ერთად ვიმყოფები. პაპ ფრანცისკეს გარდაცვალება დიდი დანაკარგია სრულიად ქრისტიანული სამყაროსთვის", – დაწერა ყაველაშვილმა სოციალურ ქსელში.
საქართველოს პრეზიდენტთან ერთად, დელეგაციის შემადგენლობაში არიან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ქეთევან კვინიკაძე, ზუგდიდისა და ცაიშის ეპარქიის მმართველი, საქართველოს საპატრიარქოს საგარეო ურთიერთობების განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი გერასიმე და თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის რექტორი, სიონის საკათედრო ტაძრის წინამძღვრის მოადგილე, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე.
2016 წლის სექტემბერში პაპი ფრანცისკე სამდღიანი ვიზიტით თბილისში იმყოფებოდა - მას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი ილია მეორე დახვდა.
არგენტინელი კარდინალი, ერისკაცობაში ხორხე მარიო ბერგოლიო რომის პაპად 2013 წლის მარტში აირჩიეს, მას შემდეგ, რაც ტახტიდან პაპი ბენედიქტე XVI გადადგა.
2020 წლის შემდეგ პაპის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა და სისტემატურ მკურნალობას გადიოდა. თებერვლის შუა რიცხვებიდან 23 მარტამდე რომში ჯემელის კლინიკაში მოათავსეს, სადაც სასუნთქი გზების დაავადებებზე მკურნალობდა. საავადმყოფოდან გაწერის შემდეგ ის პირველად საზოგადოებაში 6 აპრილს გამოჩნდა.