https://sputnik-georgia.com/20250426/ramdenma-adamianma-dakarga-saqartvelos-moqalaqeoba-293058886.html
რამდენმა ადამიანმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა: ახალი მონაცემები
რამდენმა ადამიანმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა: ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ყველაზე მეტი ფაქტი 2023 წელს დაფიქსირდა 26.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-26T18:50+0400
2025-04-26T18:50+0400
2025-04-26T19:35+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პასპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/97/238549751_0:148:2000:1273_1920x0_80_0_0_6f3af496fd727ae724aa05bc7f5e7fb8.jpg
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა 1592 ადამიანმა - უმეტესობამ ის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო დაკარგა. ნათქვამია „საქსტატის“ მონაცემებში.„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს რუსეთის მოქალაქეობის გამო საქართველოს მოქალაქეობა სულ 802 ადამიანმა დაკარგა, რაც 2023 წელთან შედარებით 902 ადამიანით ნაკლებია.მეორე ადგილზეა საბერძნეთის მოქალაქეობა. სულ, 2024 წელს საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების გამო საქართველოს 200-მა მოქალაქემ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, რაც 51 ადამიანით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით.მესამე ადგილზე ისრაელის მოქალაქეობაა. საერთო ჯამში, გასულ წელს ისრაელის მოქალაქეობის მიღების გამო 102 ადამიანს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 23 ადამიანით ნაკლებია.ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა 11.129 ადამიანმა დაკარგა, ყველაზე მეტი - 2023 წელს.საქართველოს მოქალაქეობის შესახებსაქართველოს მოქალაქე მოქალაქეობას ორ შემთხვევაში კარგავს: მოქალაქეობაზე უარის თქმის შემთხვევაში ან სხვა ქვეყნის ჯარში, პოლიციასა ან უსაფრთხოების ორგანოებში სამსახურის გავლის შემთხვევაში საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე; მოქალაქეობის ყალბი დოკუმენტების წარდგენით მოპოვების შემთხვევაში; უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, თუ პირს არ მიუმართავს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ აღნიშნული მოქალაქეობის მიღებამდე მას ჰქონდა მიღებული სახელმწიფოს თანხმობა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, რომელიც გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქის კავშირი საქართველოსთან დამაჯერებლად ჩაითვალა.საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად დაბადებით შეიძინა უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, დაბადების მომენტიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე.საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ ეს არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და/ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/97/238549751_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_72a661efe1e9ed608c208dc0dc0f03f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პასპორტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პასპორტი
რამდენმა ადამიანმა დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა: ახალი მონაცემები
18:50 26.04.2025 (განახლებულია: 19:35 26.04.2025) საქართველოს მოქალაქეობის დაკარგვის ყველაზე მეტი ფაქტი 2023 წელს დაფიქსირდა
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა დაკარგა 1592 ადამიანმა - უმეტესობამ ის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამო დაკარგა. ნათქვამია „საქსტატის“ მონაცემებში.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს რუსეთის მოქალაქეობის გამო საქართველოს მოქალაქეობა სულ 802 ადამიანმა დაკარგა, რაც 2023 წელთან შედარებით 902 ადამიანით ნაკლებია.
მეორე ადგილზეა საბერძნეთის მოქალაქეობა. სულ, 2024 წელს საბერძნეთის მოქალაქეობის მიღების გამო საქართველოს 200-მა მოქალაქემ დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა, რაც 51 ადამიანით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით.
მესამე ადგილზე ისრაელის მოქალაქეობაა. საერთო ჯამში, გასულ წელს ისრაელის მოქალაქეობის მიღების გამო 102 ადამიანს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა, რაც 2023 წლის მაჩვენებელზე 23 ადამიანით ნაკლებია.
ბოლო 5 წლის განმავლობაში საქართველოს მოქალაქეობა 11.129 ადამიანმა დაკარგა, ყველაზე მეტი - 2023 წელს.
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ
საქართველოს მოქალაქე მოქალაქეობას ორ შემთხვევაში კარგავს: მოქალაქეობაზე უარის თქმის შემთხვევაში ან სხვა ქვეყნის ჯარში, პოლიციასა ან უსაფრთხოების ორგანოებში სამსახურის გავლის შემთხვევაში საქართველოს კომპეტენტური ორგანოების ნებართვის გარეშე; მოქალაქეობის ყალბი დოკუმენტების წარდგენით მოპოვების შემთხვევაში; უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში, თუ პირს არ მიუმართავს საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების მოთხოვნით.
უცხო ქვეყნის მოქალაქეობის მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქე ინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ აღნიშნული მოქალაქეობის მიღებამდე მას ჰქონდა მიღებული სახელმწიფოს თანხმობა საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნებაზე, რომელიც გაიცემა იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მოქალაქის კავშირი საქართველოსთან დამაჯერებლად ჩაითვალა.
საქართველოს მოქალაქეობა უნარჩუნდება არასრულწლოვანს, რომელმაც საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად დაბადებით შეიძინა უცხო ქვეყნის მოქალაქეობა, დაბადების მომენტიდან 18 წლის ასაკის მიღწევამდე.
საქართველოს მოქალაქე ვერ შეინარჩუნებს საქართველოს მოქალაქეობას, თუ ეს არ შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და/ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.