https://sputnik-georgia.com/20250426/ramdeni-adamiani-cxovrobs-saqartvelosi-axali-monacemebi-293048733.html
რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში: ახალი მონაცემები
რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში: ახალი მონაცემები
Sputnik საქართველო
2024 წლის 1 იანვართან შედარებით, მთლიანი მოსახლეობა 0,3%-ით გაიზარდა. 26.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-26T13:49+0400
2025-04-26T13:49+0400
2025-04-26T13:49+0400
საქართველო
ახალი ამბები
დემოგრაფია
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
საქსტატი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285779849_0:211:3078:1942_1920x0_80_0_0_9e9304a3c1bccd5e23237bf3d8d403cc.jpg
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. 2025 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში 3.704.500 ადამიანი ცხოვრობდა, მიგრანტების ჩათვლით. ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები.„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის 1 იანვართან შედარებით, მთლიანი მოსახლეობა 0,3%-ით გაიზარდა.როგორც მონაცემები აჩვენებს, საქართველოს მთელი მოსახლეობის თითქმის ნახევარი - 1.282.600 ადამიანი, თბილისში ცხოვრობს.რეგიონებში სიტუაცია ასეთია:სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 61,5% ქალაქებში ცხოვრობს. თუ იმერეთის რეგიონში ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის თანაბარია, ხოლო აჭარის ავტონომიაში ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა სოფლის მოსახლეობასაც კი აჭარბებს, სხვა რეგიონებში კი სოფლის მოსახლეობის რაოდენობა რამდენჯერმე აღემატება ქალაქის მოსახლეობის რაოდენობას.საქართველოში კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 65 ადამიანი ცხოვრობს. თუმცა, თუ თბილისში საშუალოდ 2.543 ადამიანი ცხოვრობს კვადრატულ კილომეტრზე, მაშინ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში - მხოლოდ 6 ადამიანი. აჭარაში კვადრატულ კილომეტრზე 127 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში - იმერეთსა და ქვემო ქართლში - შესაბამისად, 69 და 68 ადამიანი.საქართველოს მოსახლეობის ასაკიქვეყნის მოსახლეობის საშუალო ასაკი 39 წელია. საქართველოში მამაკაცების საშუალო ასაკი 36 წელია, ხოლო ქალების - 41.საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 74,9 წელია. მამაკაცებისთვის ეს მაჩვენებელი 70,5 წელია, ხოლო ქალებისთვის - 79,3 წელი.სტატისტიკოსები ქვეყნის შრომისუნარიან მოსახლეობად 14-დან 64 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებს მიიჩნევენ, რომლებიც მოსახლეობის 64,3%-ს შეადგენენ. 14 წლამდე ასაკის ბავშვები მთლიანი მოსახლეობის 19,2%-ს შეადგენენ, ხოლო 65 წელზე უფროსი ასაკის პენსიონერები - 16,6%-ს.საქართველოში ასაკობრივ ჯგუფებს შორის ლიდერობენ 10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები, შემდეგ მოდის 35-დან 39 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი, ხოლო მესამე ადგილს 60-დან 64 წლამდე ასაკის ადამიანები იკავებენ.19-დან 39 წლამდე ასაკის ადამიანები ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის მეოთხედს შეადგენენ, ისევე როგორც 40-დან 59 წლამდე ასაკის ადამიანები.გენდერული შემადგენლობასაქართველოში ქალების რაოდენობა მამაკაცების რაოდენობას აღემატება - 1 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში 1.780.575 მამაკაცი და 1.923.931 ქალი ცხოვრობდა.სტატისტიკოსების მონაცემებით, საქართველოში ყოველ 100 ქალზე 93 მამაკაცი მოდის. ამასთან, 40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მამაკაცების რაოდენობა ქალებს აღემატება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/01/14/285779849_0:0:2732:2048_1920x0_80_0_0_e43d27ce4eae4f224c2c7217b0f6438b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ახალი ამბები, დემოგრაფია, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქსტატი
საქართველო, ახალი ამბები, დემოგრაფია, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, საქსტატი
რამდენი ადამიანი ცხოვრობს საქართველოში: ახალი მონაცემები
2024 წლის 1 იანვართან შედარებით, მთლიანი მოსახლეობა 0,3%-ით გაიზარდა.
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. 2025 წლის 1 იანვრისთვის საქართველოში 3.704.500 ადამიანი ცხოვრობდა, მიგრანტების ჩათვლით. ასეთია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის 1 იანვართან შედარებით, მთლიანი მოსახლეობა 0,3%-ით გაიზარდა.
როგორც მონაცემები აჩვენებს, საქართველოს მთელი მოსახლეობის თითქმის ნახევარი - 1.282.600 ადამიანი, თბილისში ცხოვრობს.
რეგიონებში სიტუაცია ასეთია:
ქვემო ქართლი – 438,9 ათასი ადამიანი
იმერეთი – 433,3 ათასი ადამიანი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა – 366,7 ათასი ადამიანი
კახეთი – 298,5 ათასი კაცი
სამეგრელო-ზემო სვანეთი – 283,3 ათასი ადამიანი
შიდა ქართლი – 242 ათასი კაცი
სამცხე-ჯავახეთი – 140,2 ათასი ადამიანი
გურია – 100,6 ათასი ადამიანი
მცხეთა-მთიანეთი – 92,7 ათასი ადამიანი
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 25,7 ათასი ადამიანი
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის 61,5% ქალაქებში ცხოვრობს. თუ იმერეთის რეგიონში ქალაქისა და სოფლის მოსახლეობის რაოდენობა თითქმის თანაბარია, ხოლო აჭარის ავტონომიაში ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა სოფლის მოსახლეობასაც კი აჭარბებს, სხვა რეგიონებში კი სოფლის მოსახლეობის რაოდენობა რამდენჯერმე აღემატება ქალაქის მოსახლეობის რაოდენობას.
საქართველოში კვადრატულ კილომეტრზე საშუალოდ 65 ადამიანი ცხოვრობს. თუმცა, თუ თბილისში საშუალოდ 2.543 ადამიანი ცხოვრობს კვადრატულ კილომეტრზე, მაშინ რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში - მხოლოდ 6 ადამიანი. აჭარაში კვადრატულ კილომეტრზე 127 ადამიანი ცხოვრობს, ხოლო ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ რეგიონებში - იმერეთსა და ქვემო ქართლში - შესაბამისად, 69 და 68 ადამიანი.
საქართველოს მოსახლეობის ასაკი
ქვეყნის მოსახლეობის საშუალო ასაკი 39 წელია. საქართველოში მამაკაცების საშუალო ასაკი 36 წელია, ხოლო ქალების - 41.
საქართველოში სიცოცხლის მოსალოდნელი ხანგრძლივობა 74,9 წელია. მამაკაცებისთვის ეს მაჩვენებელი 70,5 წელია, ხოლო ქალებისთვის - 79,3 წელი.
სტატისტიკოსები ქვეყნის შრომისუნარიან მოსახლეობად 14-დან 64 წლამდე ასაკობრივ ჯგუფებს მიიჩნევენ, რომლებიც მოსახლეობის 64,3%-ს შეადგენენ. 14 წლამდე ასაკის ბავშვები მთლიანი მოსახლეობის 19,2%-ს შეადგენენ, ხოლო 65 წელზე უფროსი ასაკის პენსიონერები - 16,6%-ს.
საქართველოში ასაკობრივ ჯგუფებს შორის ლიდერობენ 10-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვები, შემდეგ მოდის 35-დან 39 წლამდე ასაკობრივი ჯგუფი, ხოლო მესამე ადგილს 60-დან 64 წლამდე ასაკის ადამიანები იკავებენ.
19-დან 39 წლამდე ასაკის ადამიანები ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის მეოთხედს შეადგენენ, ისევე როგორც 40-დან 59 წლამდე ასაკის ადამიანები.
საქართველოში ქალების რაოდენობა მამაკაცების რაოდენობას აღემატება - 1 იანვრის მონაცემებით, ქვეყანაში 1.780.575 მამაკაცი და 1.923.931 ქალი ცხოვრობდა.
სტატისტიკოსების მონაცემებით, საქართველოში ყოველ 100 ქალზე 93 მამაკაცი მოდის. ამასთან, 40 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაში მამაკაცების რაოდენობა ქალებს აღემატება.