https://sputnik-georgia.com/20250426/ramden-ucxoels-mieniwa-saqartvelos-moqalaqeoba-2024-wlis-monacemebi-293045857.html
რამდენ უცხოელს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა: 2024 წლის მონაცემები
რამდენ უცხოელს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა: 2024 წლის მონაცემები
Sputnik საქართველო
2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 2361 მოქალაქემ მიიღო, რაც 43 ადამიანით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით. 26.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-26T10:50+0400
2025-04-26T10:50+0400
2025-04-26T10:50+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
საქართველოს პასპორტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/97/238549751_0:148:2000:1273_1920x0_80_0_0_6f3af496fd727ae724aa05bc7f5e7fb8.jpg
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3.587 უცხოელს მიენიჭა, მათი უმეტესობა რუსეთის მოქალაქე იყო, ასეთია საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები.„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 2361 მოქალაქემ მიიღო, რაც 43 ადამიანით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით.საქართველოს მოქალაქეობის მიმღებთა შორის მეორე ადგილზე გერმანიის მოქალაქეები არიან. სულ, 2024 წელს ამ ქვეყნის 251 მოქალაქე გახდა საქართველოს მოქალაქე, რაც 226 ადამიანით მეტია 2023 წელთან შედარებით.მესამე ადგილს უკრაინის მოქალაქეები იკავებენ. საერთო ჯამში, გასულ წელს ამ ქვეყნის 175 მოქალაქე გახდა საქართველოს მოქალაქე, რაც 84 ადამიანით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.საქართველოს მოქალაქეობა ბოლო 5 წელიწადში 16.376 უცხოელმა მიიღო. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პიკი 2022 წელს დაემთხვა.საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ხდება ჩვეულებრივი, გამარტივებული, საგამონაკლისო ან აღდგენის წესით.საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად მაძიებლებმა უნდა ჩააბარონ ქართული ენის გამოცდა, ისტორიის გამოცდა და სამართლის საფუძვლების გამოცდა.გადაწყვეტილებას მოქალაქეობის მინიჭების შესახებ პრეზიდენტი იღებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23854/97/238549751_223:0:2000:1333_1920x0_80_0_0_72a661efe1e9ed608c208dc0dc0f03f4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, საქართველოს პასპორტი
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, საქართველოს პასპორტი
რამდენ უცხოელს მიენიჭა საქართველოს მოქალაქეობა: 2024 წლის მონაცემები
2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 2361 მოქალაქემ მიიღო, რაც 43 ადამიანით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით.
თბილისი, 26 აპრილი – Sputnik. 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა 3.587 უცხოელს მიენიჭა, მათი უმეტესობა რუსეთის მოქალაქე იყო, ასეთია საქართველოს ეროვნული სტატისტიკის სამსახურის „საქსტატის“ მონაცემები.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს მოქალაქეობა რუსეთის 2361 მოქალაქემ მიიღო, რაც 43 ადამიანით ნაკლებია 2023 წელთან შედარებით.
საქართველოს მოქალაქეობის მიმღებთა შორის მეორე ადგილზე გერმანიის მოქალაქეები არიან. სულ, 2024 წელს ამ ქვეყნის 251 მოქალაქე გახდა საქართველოს მოქალაქე, რაც 226 ადამიანით მეტია 2023 წელთან შედარებით.
მესამე ადგილს უკრაინის მოქალაქეები იკავებენ. საერთო ჯამში, გასულ წელს ამ ქვეყნის 175 მოქალაქე გახდა საქართველოს მოქალაქე, რაც 84 ადამიანით მეტია 2023 წლის მაჩვენებელზე.
ქვეყნების ტოპ-ხუთეული, რომელთა მოქალაქეებმა ბოლო 5 წელიწადში საქართველოს მოქალაქეობა მიიღე
ქვეყანა | 2024 წელი | 2020-2024 |
რუსეთი | 2 361 | 12 198 |
უკრაინა | 175 | 593 |
აშშ | 110 | 578 |
სომხეთი | 131 | 554 |
ისრაელი | 141 | 484 |
საქართველოს მოქალაქეობა ბოლო 5 წელიწადში 16.376 უცხოელმა მიიღო. საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების პიკი 2022 წელს დაემთხვა.
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭების დინამიკა ბოლო 5 წელიწადში
წელი | რაოდენობა |
2020 | 2 324 |
2021 | 2 485 |
2022 | 4 869 |
2023 | 3 111 |
2024 | 3 587 |
საქართველოს მოქალაქეობის მინიჭება ხდება ჩვეულებრივი, გამარტივებული, საგამონაკლისო ან აღდგენის წესით.
საქართველოს მოქალაქეობის მისაღებად მაძიებლებმა უნდა ჩააბარონ ქართული ენის გამოცდა, ისტორიის გამოცდა და სამართლის საფუძვლების გამოცდა.
გადაწყვეტილებას მოქალაქეობის მინიჭების შესახებ პრეზიდენტი იღებს.