https://sputnik-georgia.com/20250426/dreidan-tbilissa-daroms-pirdapiri-aviareisi-daakavsirebs-293059043.html
დღეიდან თბილისსა და რომს პირდაპირი ავიარეისი დააკავშირებს
დღეიდან თბილისსა და რომს პირდაპირი ავიარეისი დააკავშირებს
Sputnik საქართველო
„ჯორჯიან ეარვეისი" ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს. 26.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-26T18:05+0400
2025-04-26T18:05+0400
2025-04-26T18:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
ავიამიმოსვლა საქართველოში
საქართველოს სამოქალაქო ავიაცია
იტალია
საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288436991_0:156:2048:1308_1920x0_80_0_0_c02397bdb82b6f5441d9eda8fe789343.jpg
თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. ქართულმა ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა" (Georgian Airways) თბილისიდან იტალიის დედაქალაქ რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. პირველი პირდაპირი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს შესრულდა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით კვირაში ორჯერ ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება. პირველ საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა. როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა, იტალია საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და მნიშვნელოვან მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს. „ჯორჯიან ეარვეისი" უკვე ასრულებს პირდაპირ რეისებს იტალიის ქალაქების, მილანისა და ფორლის მიმართულებით. მილანის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში სამჯერ სრულდება, ხოლო 24 აპრილიდან რეისები ფორლის მიმართულებით კვირაში ერთი სიხშირით დაიწყო. ჯამურად კი, იტალიის მიმართულებით ავიაკომპანია კვირაში 6 სიხშირით ასრულებს ფრენებს. „ჯორჯიან ეარვეისი" ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გააგრძელებს პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვა მიმართულებითაც: ვენაში, ამსტერდამში, ბერლინსა და ლარნაკაში. გარდა ამისა, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაემატება ფრენები პარიზისა და ნიცის მიმართულებით. პირდაპირი ფრენები სრულდება „ბოინგ 737-700", „ბოინგ 737-800" და „ბოინგ 767" ტიპის ავიახომალდებით. 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 92 მიმართულებით ასრულებენ.
საქართველო
იტალია
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/06/11/288436991_228:0:2048:1365_1920x0_80_0_0_7d9a76d4d225fdc6e63d6a136133fc7e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, იტალია , საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
ახალი ამბები, საქართველო, ავიამიმოსვლა საქართველოში, საქართველოს სამოქალაქო ავიაცია, იტალია , საქართველოს აეროპორტების გაერთიანება
დღეიდან თბილისსა და რომს პირდაპირი ავიარეისი დააკავშირებს
18:05 26.04.2025 (განახლებულია: 18:55 26.04.2025) „ჯორჯიან ეარვეისი" ევროპის მიმართულებით პირდაპირ ფრენებს დღის საათებში ასრულებს.
თბილისი, 26 აპრილი - Sputnik. ქართულმა ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა" (Georgian Airways) თბილისიდან იტალიის დედაქალაქ რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.
პირველი პირდაპირი რეისი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან დღეს შესრულდა. ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე თბილისიდან პირდაპირი ფრენები რომის აეროპორტ ფიუმიჩინოს მიმართულებით კვირაში ორჯერ ყოველ ოთხშაბათს და შაბათს შესრულდება.
პირველ საინაუგურაციო ფრენასთან დაკავშირებით თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ღონისძიება გაიმართა. როგორც ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა ლევან მოსეშვილმა, იტალია საქართველოსთვის ერთ-ერთი სტრატეგიული მიმართულებაა და მნიშვნელოვან მიზნობრივ ბაზარს წარმოადგენს.
„უმნიშვნელოვანესია, რომ ჩვენი დედაქალაქები დღეიდან პირდაპირი საჰაერო გზით იქნებიან ერთმანეთთან დაკავშირებული. საქართველოდან რომის მიმართულებით პირდაპირი ფრენები აქამდე მხოლოდ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან კვირაში ოთხი სიხშირით სრულდებოდა", – განაცხადა მოსეშვილმა.
„ჯორჯიან ეარვეისი" უკვე ასრულებს პირდაპირ რეისებს იტალიის ქალაქების, მილანისა და ფორლის მიმართულებით. მილანის მიმართულებით რეგულარული ფრენები კვირაში სამჯერ სრულდება, ხოლო 24 აპრილიდან რეისები ფორლის მიმართულებით კვირაში ერთი სიხშირით დაიწყო. ჯამურად კი, იტალიის მიმართულებით ავიაკომპანია კვირაში 6 სიხშირით ასრულებს ფრენებს.
„ჯორჯიან ეარვეისი" ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე გააგრძელებს პირდაპირ ფრენებს ევროპის სხვა მიმართულებითაც: ვენაში, ამსტერდამში, ბერლინსა და ლარნაკაში. გარდა ამისა, ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე დაემატება ფრენები პარიზისა და ნიცის მიმართულებით.
პირდაპირი ფრენები სრულდება „ბოინგ 737-700", „ბოინგ 737-800" და „ბოინგ 767" ტიპის ავიახომალდებით.
2025 წლის იანვრის მდგომარეობით, საქართველოს აეროპორტებში 50 ავიაკომპანია ოპერირებს, რომლებიც ფრენებს 92 მიმართულებით ასრულებენ.