ხაშურთან სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა

© photo: Sputnik / Stringerმატარებელი
მატარებელი - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2025
გამოწერა
მომხდარის შესახებ დამატებითი დეტალები ამდროისთვის უცნობია.
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ოზურგეთი - თბილისის სამგზავრო მატარებელს ცეცხლი გაუჩნდა, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი".
შემთხვევა ხაშურთან მოხდა. ამ დროისთვის მატარებლიდან ხალხის ევაკუაცია მიმდინარეობს.
„გომი აგარას გადასარბენზე, ოზურგეთი-თბილისის მიმართულებით მოძრავი მატარებლის ერთ-ერთ ვაგონში, მოხდა დაკვამლიანება. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა დროულად და ამ წუთებში „საქართველოს რკინიგზა“ მგზავრების ალტერნატიული ტრანსპორტით გადაყვანაზე მუშაობს, გზაშია დამატებითი მატარებელი“, - აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.
როგორც კომპანიაში განაცხადეს, გამომწვევი მიზეზის დადგენის მიზნით მიმდინარეობს მოკვლევა.
ყველა ახალი ამბავი
0