რუსთავის ორ საჯარო სკოლაში ევაკუაცია გამოცხადდა

© photo: Sputnik / Stringerსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2025
გამოწერა
მომხდარის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ შეტყობინების გამო, რუსთავის ორ საჯარო სკოლაში სასწავლო პროცესი შეწყდა, იუწყება „პირველი არხი".
სასწავლო პროცესი რუსთავის მე-4 და 26-ე საჯარო სკოლებში შეწყდა. სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს შენობა დაატოვებინეს.
ევაკუაცია ასაფეთქებელი მოწყობილობის შესახებ საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112"-ში შესული შეტყობინების გამო გამოცხადდა.
ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.
ყველა ახალი ამბავი
0