მიხეილ ყაველაშვილმა 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა

© Courtesy of Mikheil Kavelashviliმიხეილ ყაველაშვილი
მიხეილ ყაველაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2025
გამოწერა
გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ პრეზიდენტი ერთპიროვნულად იღებს.
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით 33 მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ადმინისტრაციის ცნობით, შეწყალებულ პირებს სასჯელაღსრულების დაწესებულებების დატოვების შემდეგ შესაძლებლობა ექნებათ, დაუბრუნდნენ ოჯახებს და კვლავ იქცნენ საზოგადოების სრულფასოვან წევრებად.
შეწყალება საქართველოს პრეზიდენტის დისკრეციული უფლებაა, გადაწყვეტილებას შეწყალების შესახებ სახელმწიფოს მეთაური ერთპიროვნულად იღებს. შეწყალება შეიძლება შეეხოს ნებისმიერ მსჯავრდებულს, რომელსაც სასამართლომ უკვე გამოუტანა განაჩენი.
ყველა ახალი ამბავი
0