https://sputnik-georgia.com/20250425/konkurenciis-saagento-xelmzrvaneli-zog-medikamentze-200-procentiani-fasnamatia-293042583.html
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი: ზოგ მედიკამენტზე 200%-იანი ფასნამატია
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი: ზოგ მედიკამენტზე 200%-იანი ფასნამატია
Sputnik საქართველო
ლექვინაძის ინფორმაციით, მოკვლვის შედეგი სექტემბერში გახდება ცნობილი. 25.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-25T17:29+0400
2025-04-25T17:29+0400
2025-04-25T17:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
კონკურენციის სააგენტო
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268364428_0:0:3614:2034_1920x0_80_0_0_2a71659b7e97ec8314630b02ad6f04bf.jpg
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე 8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ მოკვლევას აწარმოებს. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განაცხადა, სადაც ყოველწლიური ანგარიში წარადგინა. საქმე მედიკამენტების შესყიდვისა და გაყიდვის არასამართლიანი ფასის დადგენას ეხება. როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, ზოგ შემთხვევაში ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტების რეალიზაციას იმპორტის ფასთან შედარებით 200%-იანი და მეტი ფასნამატით ახდენენ. ანგარიშის მიხედვით, საუბარია შემდეგ 14 მედიკამენტზე: „ოფლაბ - ოზი“, „იორილი - 10“, „ჰაიზინი“, „ფლოქსაზოლი“, „ადაზალ ნეო“, „არიპრადა“, „ზინასენი“, „ლორნიკუსი“, „ერითრომიცინი“, „ლუტეინა“, „ბისეპტოლი“, „ტრეპარინი“. ლექვინაძის ინფორმაციით, მოკვლვის შედეგი სექტემბერში გახდება ცნობილი. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე ქართული ფარმაცევტული კომპანია არაერთხელ დაადანაშაულა მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურ გაზრდასა და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობების შეზღუდვაში. ადრე კონკურენციის სააგენტომ გამოავლინა სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტებიც, მაგალითად, ასე მოხდა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატის შემთხვევაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/0a/268364428_883:0:3614:2048_1920x0_80_0_0_fc0893d6cf70438916992d0309208ae4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება
ახალი ამბები, საქართველო, ჯანდაცვა საქართველოში, კონკურენციის სააგენტო, საზოგადოება
კონკურენციის სააგენტოს ხელმძღვანელი: ზოგ მედიკამენტზე 200%-იანი ფასნამატია
ლექვინაძის ინფორმაციით, მოკვლვის შედეგი სექტემბერში გახდება ცნობილი.
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. კონკურენციისა და მომხმარებელთა დაცვის სააგენტო ფარმაცევტულ ბაზარზე დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების სავარაუდო ფაქტზე 8 ფარმაცევტული კომპანიის მიმართ მოკვლევას აწარმოებს. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე განაცხადა, სადაც ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.
საქმე მედიკამენტების შესყიდვისა და გაყიდვის არასამართლიანი ფასის დადგენას ეხება. როგორც ლექვინაძემ აღნიშნა, ზოგ შემთხვევაში ფარმაცევტული კომპანიები მედიკამენტების რეალიზაციას იმპორტის ფასთან შედარებით 200%-იანი და მეტი ფასნამატით ახდენენ.
ანგარიშის მიხედვით, საუბარია შემდეგ 14 მედიკამენტზე: „ოფლაბ - ოზი“, „იორილი - 10“, „ჰაიზინი“, „ფლოქსაზოლი“, „ადაზალ ნეო“, „არიპრადა“, „ზინასენი“, „ლორნიკუსი“, „ერითრომიცინი“, „ლუტეინა“, „ბისეპტოლი“, „ტრეპარინი“.
ლექვინაძის ინფორმაციით, მოკვლვის შედეგი სექტემბერში გახდება ცნობილი.
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრომ რამდენიმე ქართული ფარმაცევტული კომპანია არაერთხელ დაადანაშაულა მედიკამენტებზე ფასების ხელოვნურ გაზრდასა და ბაზარზე ჯანსაღი კონკურენციის შესაძლებლობების შეზღუდვაში.
ადრე კონკურენციის სააგენტომ გამოავლინა სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე მედიკამენტებზე ხელოვნური დეფიციტის შექმნის ფაქტებიც, მაგალითად, ასე მოხდა ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატის შემთხვევაში.