მისია შესრულებულია: ირაკლი ღარიბაშვილმა „ოცნების“ თავმჯდომარის პოსტი დატოვა

© photo: Sputnik / Stringerირაკლი ღარიბაშვილი
ირაკლი ღარიბაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 25.04.2025
გამოწერა
ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ და ქვეყნის „ერთგულ ჯარისკაცად“ რჩება
თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. ირაკლი ღარიბაშვილმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის პოსტის დატოვების და პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო. ამის შესახებ მან პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„დღეს მინდა გაგაცნოთ პოლიტიკიდან წასვლის გადაწყვეტილება. ბოლო რამდენიმე კვირაა არ წყდება სპეკულაციები ჩემს მომავალ პოლიტიკურ საქმიანობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საზოგადოების წინაშე თავს ვალდებულად მივიჩნევ არსებულ შეკითხვებს გავცე ამომწურავი პასუხები. დღემდე თითოეული ის ნაბიჯი, რომელიც პოლიტიკურ ცხოვრებაში გადამიდგამს, კონკრეტულ მიზანს ეფუძნებოდა - ჩვენი ქვეყნისა და ხალხის მსახურებას და ჩვენი სახელმწიფოს გაძლიერებას. შესაბამისად, ჩემი მთავარი მოტივაციაც, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი პატრიოტის, ყოველთვის იყო სამშობლოს სიყვარული და აქედან გამომდინარე, ჩემი გულწრფელი და ძლიერი სურვილი, რომ ერთი მყარი აგური მეც დამედო ჩვენი ქვეყნის გასაძლიერებლად“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
აგრეთვე მან განაცხადა, რომ შეასრულა მისია და პოლიტიკაში დარჩენის საჭიროებას ვერ ხედავს.
დასასრულს ირაკლი ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა პარტიის დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს მისთვის მიცემული შანსისთვის, ეღვაწა ქვეყნის განვითარებისა და კეთილდღეობისთვის.
მომავალ საქმიანობასთან დაკავშირებით მას ჯერ გადაწყვეტილება არ მიუღია, მაგრამ, სავარაუდოდ, ეს კერძო სექტორი იქნება, აღნიშნა ღარიბაშვილმა. მომავალში პოლიტიკაში დაბრუნებაზე კი განაცხადა: „გამორიცხული არაფერია“.
ირაკლი ღარიბავილი მმართველი პარტიის თავმჯდომარედ 2024 წლის 1 თებერვალს გახდა. მაშინ ღარიბაშვილის კანდიდატურას მმართველი პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" რიგით მერვე ყრილობაზე ერთხმად დაუჭირეს მხარი.
მანამდე ღარიბაშვილს პრემიერ-მინისტრის პოსტი ორჯერ ეკავა: 2013-2015 და 2021-2024 წლებში. მანამდე შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის პოსტები ეკავა.
ყველა ახალი ამბავი
0