https://sputnik-georgia.com/20250424/zurab-weretlis-samoqalaqo-panashvidi-tbilisshi-gaimarta-293025196.html
ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში გაიმართება
ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში გაიმართება
Sputnik საქართველო
წერეთელთან გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ოთხშაბათს, 23 აპრილს ჩატარდა. 24.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-24T13:00+0400
2025-04-24T13:00+0400
2025-04-24T13:00+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24383/70/243837038_0:0:2806:1578_1920x0_80_0_0_d7a112814639c8676600387b5ca87704.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ცნობილი ქართველი მოქანდაკე ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ხუთშაბათს და პარასკევს გაიმართება, იუწყება РИА Новости.91 წლის ზურაბ წერეთელი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 22 აპრილის ღამით გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება გახდა. წერეთელთან გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ოთხშაბათს, 23 აპრილს ჩატარდა. ზურაბ წერეთელი მოსკოვიდან თბილისში ხუთშაბათს დილით ჩამოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდები 24-25 აპრილს 14:00 საათზე დაიწყება, სკულპტორს შაბათს, 26 აპრილს დიდუბის პანთეონში მეუღლის, ინესა ანდრონიკაშვილის გვერდით დაკრძალავენ.ზურაბ წერეთელი 1934 წლის 4 იანვარს თბილისში დაიბადა. მამა — კონსტანტინე წერეთელი (1903-2001 წ.) ცნობილი ინჟინერ-მშენებელი იყო.ზურაბ წერეთელმა თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა, მუშაობდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, შემდეგ საფრანგეთში სწავლობდა. აქ მან პაბლო პიკასო და მარკ შაგალი გაიცნო.1960-იანი წლებიდან წერეთელმა საბოლოოდ გადაწყვიტა მონუმენტურ ხელოვნებას გაჰყოლოდა. მისი ქანდაკებების ნახვა, საქართველოსა და რუსეთის გარდა, შესაძლებელია ბრაზილიაში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, აშშ–ში, საფრანგეთში, იაპონიაში, ბელარუსში, ლიტვასა და სხვა ქვეყნებში.რუსეთში საცხოვრებლად წერეთელი 1989 წელს გადავიდა. 1997 წლიდან იგი რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტია. 2003 წელს რუსეთის ფედერაციის წინაშე განსაკუთრებული წვლილისთვის მას რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა.წერეთელი ასევე იყო თანამედროვე ხელოვნების მოსკოვის მუზეუმისა და წერეთლის ხელოვნებათა გალერეის დირექტორი. ზურაბ წერეთელი პირველი ქართველი მხატვარია, რომელსაც აშშ-ის ხელოვნებათა ეროვნულმა საზოგადოებამ ოქროს „საპატიო მედალი“ გადასცა. ის აგრეთვე „საპატიო ლეგიონის“ ორდენის კავალერია.მის მიერ შექმნილი მონუმენტური ქანდაკებები დაიდგა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში – რუსეთი, აშშ, იაპონია, ინგლისი, საფრანგეთი, ბრაზილია, ესპანეთი, პორტუგალია, თურქეთი, ურუგვაი, იტალია, ისრაელი, საქართველო.მხატვრის ცნობილ ნამუშევართა შორისაა: „ბედნიერება მსოფლიოს ბავშვებს“ (აშშ, 1979), „ადამიანი და მზე“ (თბილისი, 1981), „უნდობლობის კედლის დანგრევა“ (ინგლისი, 1989), „ბოროტსა სძლია კეთილმან“ (აშშ, 1990), წმინდა ნინოს ძეგლი (თბილისი, 1984-1994), ონორე დე ბალზაკის ქანდაკება (საფრანგეთი, 2004), წმინდა გიორგის ძეგლი (თბილისი, 2007), პრომეთე (აშშ, 1979), მას ეკუთვნის პეტრე დიდისადმი მიძღვნილი 98-მეტრიანი მონუმენტი მდინარე მოსკოვის სანაპიროზე, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესი ქანდაკებაა მსოფლიოში. აღსანიშნავია მისი მოზაიკური ნამუშევრები ბიჭვინთაში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.ზურაბ წერეთელი არის საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ-ის სახალხო მხატვარი, 2002 წლიდან - თბილისის საპატიო მოქალაქე. 2012 წლიდან თბილისში საზეიმოდ გაიხსნა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MOMA), რომელიც არაერთი ქართველი თუ უცხოელი ხელოვანის გამოფენების მასპინძელია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24383/70/243837038_247:0:2527:1710_1920x0_80_0_0_3135dafc41d9b95cb21471750fd3b60b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში გაიმართება
წერეთელთან გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ოთხშაბათს, 23 აპრილს ჩატარდა.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ცნობილი ქართველი მოქანდაკე ზურაბ წერეთლის სამოქალაქო პანაშვიდი თბილისში ზურაბ წერეთლის სახელობის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმში ხუთშაბათს და პარასკევს გაიმართება, იუწყება РИА Новости.
91 წლის ზურაბ წერეთელი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 22 აპრილის ღამით გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზი გულის გაჩერება გახდა. წერეთელთან გამოსამშვიდობებელი პანაშვიდი მოსკოვის მაცხოვრის საკათედრო ტაძარში ოთხშაბათს, 23 აპრილს ჩატარდა.
ზურაბ წერეთელი მოსკოვიდან თბილისში ხუთშაბათს დილით ჩამოასვენეს. სამოქალაქო პანაშვიდები 24-25 აპრილს 14:00 საათზე დაიწყება, სკულპტორს შაბათს, 26 აპრილს დიდუბის პანთეონში მეუღლის, ინესა ანდრონიკაშვილის გვერდით დაკრძალავენ.
ზურაბ წერეთელი 1934 წლის 4 იანვარს თბილისში დაიბადა. მამა — კონსტანტინე წერეთელი (1903-2001 წ.) ცნობილი ინჟინერ-მშენებელი იყო.
ზურაბ წერეთელმა თბილისის სამხატვრო აკადემია დაამთავრა, მუშაობდა ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტში, შემდეგ საფრანგეთში სწავლობდა. აქ მან პაბლო პიკასო და მარკ შაგალი გაიცნო.
1960-იანი წლებიდან წერეთელმა საბოლოოდ გადაწყვიტა მონუმენტურ ხელოვნებას გაჰყოლოდა. მისი ქანდაკებების ნახვა, საქართველოსა და რუსეთის გარდა, შესაძლებელია ბრაზილიაში, დიდ ბრიტანეთში, ესპანეთში, აშშ–ში, საფრანგეთში, იაპონიაში, ბელარუსში, ლიტვასა და სხვა ქვეყნებში.
რუსეთში საცხოვრებლად წერეთელი 1989 წელს გადავიდა. 1997 წლიდან იგი რუსეთის სამხატვრო აკადემიის პრეზიდენტია. 2003 წელს რუსეთის ფედერაციის წინაშე განსაკუთრებული წვლილისთვის მას რუსეთის მოქალაქეობა მიენიჭა.
წერეთელი ასევე იყო თანამედროვე ხელოვნების მოსკოვის მუზეუმისა და წერეთლის ხელოვნებათა გალერეის დირექტორი. ზურაბ წერეთელი პირველი ქართველი მხატვარია, რომელსაც აშშ-ის ხელოვნებათა ეროვნულმა საზოგადოებამ ოქროს „საპატიო მედალი“ გადასცა. ის აგრეთვე „საპატიო ლეგიონის“ ორდენის კავალერია.
მის მიერ შექმნილი მონუმენტური ქანდაკებები დაიდგა მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში – რუსეთი, აშშ, იაპონია, ინგლისი, საფრანგეთი, ბრაზილია, ესპანეთი, პორტუგალია, თურქეთი, ურუგვაი, იტალია, ისრაელი, საქართველო.
მხატვრის ცნობილ ნამუშევართა შორისაა: „ბედნიერება მსოფლიოს ბავშვებს“ (აშშ, 1979), „ადამიანი და მზე“ (თბილისი, 1981), „უნდობლობის კედლის დანგრევა“ (ინგლისი, 1989), „ბოროტსა სძლია კეთილმან“ (აშშ, 1990), წმინდა ნინოს ძეგლი (თბილისი, 1984-1994), ონორე დე ბალზაკის ქანდაკება (საფრანგეთი, 2004), წმინდა გიორგის ძეგლი (თბილისი, 2007), პრომეთე (აშშ, 1979), მას ეკუთვნის პეტრე დიდისადმი მიძღვნილი 98-მეტრიანი მონუმენტი მდინარე მოსკოვის სანაპიროზე, რომელიც ერთ-ერთი უმაღლესი ქანდაკებაა მსოფლიოში. აღსანიშნავია მისი მოზაიკური ნამუშევრები ბიჭვინთაში და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში.
ზურაბ წერეთელი არის საქართველოს სახალხო მხატვარი, სსრკ-ის სახალხო მხატვარი, 2002 წლიდან - თბილისის საპატიო მოქალაქე. 2012 წლიდან თბილისში საზეიმოდ გაიხსნა ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი (MOMA), რომელიც არაერთი ქართველი თუ უცხოელი ხელოვანის გამოფენების მასპინძელია.