https://sputnik-georgia.com/20250424/ucxoelebs-qvekanashi-shemosvla-ra-shemtxvevashi-aekrzalebat-293033311.html
უცხოელებს საქართველოში ყოფნის ვადების დარღვევის გამო ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალებათ
უცხოელებს საქართველოში ყოფნის ვადების დარღვევის გამო ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალებათ
Sputnik საქართველო
უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ ტრანზიტის წესების დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100 ლარისა 24.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-24T22:42+0400
2025-04-24T22:42+0400
2025-04-24T22:42+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284817994_0:0:3077:1731_1920x0_80_0_0_0a04f8b7c148033bf34a2fef9f887d23.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესებისა და სავიზო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში აეკრძალებათ საქართველოში ვიზიტი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში უკვე დაინიცირდა.ამ დროისთვის 95 სახელმწიფოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყანაში ერთი წლის ვადით ყოფნის შესაძლებლობა აქვთ. სიაში შედიან ევროკავშირის ქვეყნები, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი, ბელარუსი და უკრაინა. უვიზოდ საქართველოში ვიზიტის უფლება აქვთ ჩინეთის მოქალაქეებსაც, თუმცა ქვეყანაში ყოფნის ვადა 30 დღით შემოიფარგლება. დღემდე, უცხოელები, რომლებიც არღვევდნენ სავიზო რეჟიმს, იხდიდნენ ჯარიმებს და შემდეგ ახერხებდნენ საქართველოში დაბრუნებას.წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, თუ უცხოელი ქვეყანაში ყოფნის ვადის გასვლიდან 3 თვის მანძილზე დარჩება ქვეყანაში, მას ჯარიმის სახით მოუწევს 1 ათასი ლარის (180 ლარის ნაცვლად - რედ.) გადახდა და აეკრძალება ექვსი თვის ვადით საქართველოში ვიზიტი.თუ უცხოელი ქვეყანაში ლეგალური ყოფნის ვადის გასვლიდან არანაკლებ ერთი წელი იმყოფება ქვეყანაში, მას ჯარიმის სახით 360 ლარის ნაცვლად 2000 ლარის გადახდა მოუწევს და ორი წლით საქართველოს დაემშვიდობება. ხოლო ქვეყანაში ერთ წელზე მეტი დროით უკანონო ყოფნის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 3 ათასი ლარით და მას ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალება სამი წლის ვადით.უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ ტრანზიტის წესების დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100 ლარისა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/08/284817994_214:0:2943:2047_1920x0_80_0_0_f88f1cbc028ee788135fbc44fedd318f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
უცხოელებს საქართველოში ყოფნის ვადების დარღვევის გამო ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალებათ
უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ ტრანზიტის წესების დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100 ლარისა
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. უცხო ქვეყნის მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე ყოფნის წესებისა და სავიზო რეჟიმის დარღვევის შემთხვევაში აეკრძალებათ საქართველოში ვიზიტი, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტში უკვე დაინიცირდა.
ამ დროისთვის 95 სახელმწიფოს მოქალაქეებს საქართველოს ტერიტორიაზე უვიზოდ შემოსვლისა და ქვეყანაში ერთი წლის ვადით ყოფნის შესაძლებლობა აქვთ. სიაში შედიან ევროკავშირის ქვეყნები, აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი, ბელარუსი და უკრაინა. უვიზოდ საქართველოში ვიზიტის უფლება აქვთ ჩინეთის მოქალაქეებსაც, თუმცა ქვეყანაში ყოფნის ვადა 30 დღით შემოიფარგლება. დღემდე, უცხოელები, რომლებიც არღვევდნენ სავიზო რეჟიმს, იხდიდნენ ჯარიმებს და შემდეგ ახერხებდნენ საქართველოში დაბრუნებას.
წარმოდგენილი ცვლილებების თანახმად, თუ უცხოელი ქვეყანაში ყოფნის ვადის გასვლიდან 3 თვის მანძილზე დარჩება ქვეყანაში, მას ჯარიმის სახით მოუწევს 1 ათასი ლარის (180 ლარის ნაცვლად - რედ.) გადახდა და აეკრძალება ექვსი თვის ვადით საქართველოში ვიზიტი.
თუ უცხოელი ქვეყანაში ლეგალური ყოფნის ვადის გასვლიდან არანაკლებ ერთი წელი იმყოფება ქვეყანაში, მას ჯარიმის სახით 360 ლარის ნაცვლად 2000 ლარის გადახდა მოუწევს და ორი წლით საქართველოს დაემშვიდობება. ხოლო ქვეყანაში ერთ წელზე მეტი დროით უკანონო ყოფნის შემთხვევაში პირი დაჯარიმდება 3 ათასი ლარით და მას ქვეყანაში შემოსვლა აეკრძალება სამი წლის ვადით.
უცხო ქვეყნის მოქალაქეების ან მოქალაქეობის არმქონე პირების მიერ ტრანზიტის წესების დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას 500 ლარის ოდენობით, ნაცვლად 100 ლარისა.