თურქეთიდან საქართველოში დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების შემოტანა აღკვეთეს

© photo: Sputnik / Vitaly Ankov / გადასვლა მედიაბანკშიდაკავება
დაკავება - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2025
გამოწერა
აკრძალული მედიკამენტები უცხო ქვეყნის მოქალაქეს სხეულზე მალულად ჰქონდა განთავსებული.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. სამართალდამცველებმა თურქეთის მოქალაქე განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია შემოსავლების სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, „სარფის" საბაჟო-გამშვებ პუნქტში მებაჟე-ოფიცრებმა ეჭვის საფუძველზე, 25 წლის თურქი მამაკაცის ფიზიკური დათვალიერების შედეგად, სხეულზე მალულად განთავსებული, სამ შეკვრად დაფასოებული აკრძალული მედიკამენტები აღმოაჩინეს.
„ბრალდებულის პირადი შემოწმების შედეგად ფსიქოტროპული ნივთიერება „პრეგაბალინის“ შემცველი 1.581 კაფსულა იქნა აღმოჩენილი. პოლიციამ თურქეთის მოქალაქე ბრალდებულის სახით დააკავა", - ნათქვამია განცხადებაში.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 261-ე და 263-ე მუხლებით მიმდინარეობს. დანაშაული 12 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ყველა ახალი ამბავი
0