https://sputnik-georgia.com/20250424/tbilisis-meriam-binebi-30-ojaxs-daukanona-293029796.html
თბილისის მერიამ ბინა 1 ლარად კიდევ 30 ოჯახს დაუკანონა
თბილისის მერიამ ბინა 1 ლარად კიდევ 30 ოჯახს დაუკანონა
Sputnik საქართველო
მერიის ცნობით, 2017-2025 წლებში საცხოვრებელი ფართები 3,3 ათასზე მეტ ოჯახს დაუკანონდა. 24.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-24T17:00+0400
2025-04-24T17:00+0400
2025-04-24T17:00+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
სოციალური სფერო საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1a/282684065_143:302:1065:820_1920x0_80_0_0_7e2154613bdbc31594dbf3e61a442578.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გლდანის, ნაძალადევის, დიდუბისა და ვაკის რაიონებში მცხოვრებ 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. წლობით დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2017 წლიდან კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო. დედაქალაქის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს. ფართები, რომლებშიც ადამიანები წლების განმავლობაში ყოველგვარი საკუთრების დამადასტურებელი საბუთების გარეშე ცხოვრობენ, ოჯახებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ. საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა. ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს. 2017 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები 3,3 ათასზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/1a/282684065_234:279:998:852_1920x0_80_0_0_bc71f360ff7666aae815b46341a8c3ae.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, სოციალური სფერო საქართველოში, ახალი ამბები
თბილისის მერიამ ბინა 1 ლარად კიდევ 30 ოჯახს დაუკანონა
მერიის ცნობით, 2017-2025 წლებში საცხოვრებელი ფართები 3,3 ათასზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ გლდანის, ნაძალადევის, დიდუბისა და ვაკის რაიონებში მცხოვრებ 30 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი დოკუმენტები გადასცა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
წლობით დაუკანონებელი საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი 2017 წლიდან კახა კალაძის ინიციატივით დაიწყო. დედაქალაქის მერიაში ფართების დაკანონების მსურველთა ასობით განაცხადია შემოსული, რომელთა განხილვა და დაკმაყოფილება ეტაპობრივად მიმდინარეობს.
„ბოლო წლების განმავლობაში ასობით მილიონი ლარის ქონება, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე იყო, კერძო საკუთრებაში გადავიდა. აღნიშნული პროგრამა მართლაც წარმატებულია. პროგრამა გაგრძელდება მანამ, სანამ ყველა მსგავსი ოჯახი საცხოვრებლით არ დაკმაყოფილდება“, – განაცხადა კალაძემ.
ფართები, რომლებშიც ადამიანები წლების განმავლობაში ყოველგვარი საკუთრების დამადასტურებელი საბუთების გარეშე ცხოვრობენ, ოჯახებს სიმბოლურ ფასად – ერთ ლარად გადაეცათ.
საცხოვრებელ ფართში ხანგრძლივი დროით მცხოვრებ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ თავიანთი რაიონის გამგეობას, სადაც მოხდება მოკვლევა. გამგეობაში წარსადგენად საჭიროა მოქალაქის განცხადება დაკავებული ფართის მისამართის და საკადასტრო კოდის მითითებით. ასევე მეზობლების ნოტარიულად დამოწმებული თანხმობა, რომელშიც დასტურდება პირის მისამართზე ცხოვრების ფაქტი და ხანგრძლივობა.
ასევე საჭიროა ცნობა საჯარო რეესტრიდან პირის და მისი ოჯახის წევრების ქონებრივი მდგომარეობის შესახებ. აღნიშნული პროგრამა არ შეეხება სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიაზე უკანონო მშენებლობების მეპატრონეებს.
2017 წელს დაწყებული პროგრამის ფარგლებში საცხოვრებელი ფართები 3,3 ათასზე მეტ ოჯახს დაუკანონდა.