https://sputnik-georgia.com/20250424/saqartvelom-wlis-dasawyisidan-ramden-turists-umaspinzla-293034911.html
საქართველომ წლის დასაწყისიდან 1,3 მილიონამდე ტურისტს უმასპინძლა
საქართველომ წლის დასაწყისიდან 1,3 მილიონამდე ტურისტს უმასპინძლა
Sputnik საქართველო
საქართველოში ტურისტების ძირითადი ნაწილი სახმელეთო გზით შემოვიდა. 24.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-24T21:44+0400
2025-04-24T21:44+0400
2025-04-24T21:44+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268681280_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_efb2999adaaa1bb6e2e0e7321834959f.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველომ 2025 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 1,3 მილიონი საერთაშორისო მოგზაური მიიღო, მათგან 959 ათასი ტურისტი იყო, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის პირველ სამ თვეში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,1%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, მათი რაოდენობა 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2,2%-ით გაიზარდა.ლიდერები საქართველოში ვიზიტების კუთხითმიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთის მოქალაქეებმა განახორციელეს, მეორე ადგილზე რუსები არიან. ამასთან, რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა 1,8%-ით გაიზარდა და 219,3 ათასი შეადგინა.ქვეყნების ტოპ-15-ში შედის ირანი, ინდოეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი, ჩინეთი, ფილიპინები, გერმანია, პოლონეთი და უზბეკეთი.რა გზით შემოდიან ტურისტები საქართველოშიტურისტების ძირითადი ნაწილი საქართველოში ქვეყნის სახმელეთო გზით შემოვიდა - უცხოელთა საერთო რაოდენობის 56,3%.ამ კუთხით ლიდერობს „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, მეორე ადგილზე კი „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტი, მესამე ადგილზე კი საქართველო-სომხეთის საზღვარზე არსებული „სადახლოს" გამშვები-პუნქტი.მეორე ადგილზეა საჰაერო გზა (უცხოელების 42,9%) – ამ კუთხით ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებითაც 348 ათასამდე მგზავრმა ისარგებლლა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/07/13/268681280_304:0:3035:2048_1920x0_80_0_0_1650f0708eb65dd9f1730d03b823cf68.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველომ წლის დასაწყისიდან 1,3 მილიონამდე ტურისტს უმასპინძლა
საქართველოში ტურისტების ძირითადი ნაწილი სახმელეთო გზით შემოვიდა.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველომ 2025 წლის პირველ კვარტალში დაახლოებით 1,3 მილიონი საერთაშორისო მოგზაური მიიღო, მათგან 959 ათასი ტურისტი იყო, ნათქვამია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განცხადებაში.
საერთაშორისო მოგზაურთა ვიზიტების რაოდენობა 2025 წლის პირველ სამ თვეში 2024 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 1,1%-ით გაიზარდა. რაც შეეხება ტურისტულ ვიზიტებს, მათი რაოდენობა 2024 წლის მაჩვენებელთან შედარებით 2,2%-ით გაიზარდა.
ლიდერები საქართველოში ვიზიტების კუთხით
მიმდინარე წლის 1-ელი იანვრიდან 31 მარტის ჩათვლით პერიოდში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი თურქეთის მოქალაქეებმა განახორციელეს, მეორე ადგილზე რუსები არიან. ამასთან, რუსეთიდან ტურისტების რაოდენობა 1,8%-ით გაიზარდა და 219,3 ათასი შეადგინა.
ქვეყნების ხუთეული საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობით - 2025 წლის იანვარი-მარტი
ქვეყანა | ვიზიტორების რაოდენობა, ათასი | ზრდა, % |
თურქეთი | 225,3 | -11,5 |
რუსეთი | 219,3 | 1,8 |
სომხეთი | 180,8 | -5,7 |
ისრაელი | 80,9 | 72,9 |
აზერბაიჯანი | 64,8 | 25,9 |
ქვეყნების ტოპ-15-ში შედის ირანი, ინდოეთი, უკრაინა, ყაზახეთი, ბელარუსი, ჩინეთი, ფილიპინები, გერმანია, პოლონეთი და უზბეკეთი.
რა გზით შემოდიან ტურისტები საქართველოში
ტურისტების ძირითადი ნაწილი საქართველოში ქვეყნის სახმელეთო გზით შემოვიდა - უცხოელთა საერთო რაოდენობის 56,3%.
ამ კუთხით ლიდერობს „სარფის" სასაზღვრო-გამშვები პუნქტი, მეორე ადგილზე კი „ყაზბეგის" საკონტროლო-გამშვები პუნქტი, მესამე ადგილზე კი საქართველო-სომხეთის საზღვარზე არსებული „სადახლოს" გამშვები-პუნქტი.
მეორე ადგილზეა საჰაერო გზა (უცხოელების 42,9%) – ამ კუთხით ლიდერობს თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, რომლის მომსახურებითაც 348 ათასამდე მგზავრმა ისარგებლლა.