ბოლო 9 თვეში საქართველოდან ვაშლის ექსპორტი თითქმის 15 ათასი ტონით გაიზარდა

© photo: Sputnik / Stringerვაშლი
ვაშლი - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2025
გამოწერა
ვაშლი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტია ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. 2024 წლის 1-ელი აგვისტოდან 2025 წლის 23 აპრილის პერიოდში საქართველომ ექსპორტზე 17,2 ათასი ტონა ვაშლი გაიტანა, რომლის ღირებულებამ 10,9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 15 ათასი ტონით (7,6-ჯერ), ხოლო ექსპორტის ღირებულება 9,4 მლნ აშშ დოლარით (7,4-ჯერ) გაიზარდა. საანგარიშო პერიოდში ვაშლის საშუალო საექსპორტო ფასმა კილოგრამზე 0,63 აშშ დოლარი შეადგინა.
ვაშლის ექსპორტი ძირითადად რუსეთში (17 095 ტონა), ყაზახეთში (60 ტონა), ბელარუსში (39 ტონა), თურქეთსა (21 ტონა) და სომხეთში (11 ტონა) განხორციელდა.
ვაშლი საქართველოს ერთ-ერთი მთავარი სასოფლო-სამეურნეო საექსპორტო პროდუქტია ატამთან, ყურძენთან და მანდარინთან ერთად. ფერმერებისგან მოსავლის ჩაბარება სექტემბრის დასაწყისიდან დაიწყო.
2024 წელს სახელმწიფომ, გასული წლების მსგავსად, არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის სტიმულირების სახელმწიფო პროგრამა განახორციელა, რომელიც 15 დეკემბერს დასრულდა.
ყველა ახალი ამბავი
0