https://sputnik-georgia.com/20250424/ruset-ukrainis-konfliqti-293030922.html
მოსაზრება: რუსეთის კომბინირებული დარტყმები და ამერიკელი მონების აჯანყება ლონდონში
მოსაზრება: რუსეთის კომბინირებული დარტყმები და ამერიკელი მონების აჯანყება ლონდონში
Sputnik საქართველო
რუსეთის სტრატეგიული შეტევის განვითარება უკრაინულ სამხედრო თეატრზე კიდევ უფრო აძლიერებს შეერთებული შტატების ადმინისტრაციის სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად... 24.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-24T16:00+0400
2025-04-24T16:00+0400
2025-04-24T16:00+0400
ანალიტიკა
მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
უკრაინა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/18/293030750_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_fb10ab17ff61a123f90745f5def1df0d.jpg
რუსეთის სტრატეგიული შეტევის განვითარება უკრაინულ სამხედრო თეატრზე კიდევ უფრო აძლიერებს შეერთებული შტატების ადმინისტრაციის სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს კომპრომისულ მშვიდობას, რათა აირიდოს სამარცხვინო მარცხი რუსეთთან პროქსი-ომში (კიევიდან ევაკუაციის სცენარი, საიგონისა და ქაბულის მიხედვით). ვაშინგტონის ევროპელი ვასალები აცნობიერებენ, რამდენად ძვირი დაუჯდებათ ახალი მსოფლიოს წესრიგი და უსაფუძვლოდაფერხებენ აშშ-ის მცდელობებს. თუმცა, ევროპაში ვერავინ შეძლებს, შეცვალოს რუსეთის გმირული ისტორია XXI საუკუნეში.აპრილის ბოლოსთვის რუსეთის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ ტაქტიკურ და სტრატეგიულ უპირატესობას უკრაინის ფრონტის ყველა მონაკვეთზე. მეთოდურად ანადგურებენ მტრის პოზიციებს, როგორც წინა ხაზზე, ასევე ოპერატიული სიღრმის ზონაში. უკრაინის ცა უკვე დიდი ხანია უკრაინას აღარ ეკუთვნის. მაღალი სიზუსტის იარაღზე დაფუძნებული, დღითა და ღამით განხორციელებული დარტყმების სერიები (რაკეტებითა და კამიკაძე დრონებით) შლიანგამაგრებულ რაიონებს, სარდლობის პუნქტებს, კავშირის კვანძებს, არსენალებსა და ბანდერეველთა სამხედრო-სამრეწველო ობიექტებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა იძულებულია, აღიაროს, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება კრიტიკულია, რეზერვები ხვრელების „ამოსასობად“ თითქმის აღარ დარჩა.ბოლო 24 საათში მასიური დარტყმები და შთამბეჭდავი „ცეცხლოვანი შოუები“ აღინიშნა ხარკოვში, კუპიანსკში, პოლტავაში, ოდესასა და დნეპროპეტროვსკის ოლქში. დღისით კამიკაძე დრონების „ტალღები“ შეინიშნებოდა დროებით ოკუპირებულ ხერსონსა და ზაპოროჟიეში. ოდესის ცენტრში მდებარე სამხედრო-სამრეწველო საწარმო „შტორმი“ რუსულმა დრონებმა ძალზე ორგანიზებულად, ძლიერად გაანადგურეს. ოდესის განთავისუფლება რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სტრატეგიულ მიზნად რჩება.რუსული ძალები აფართოებენ კონტროლის ზონას სუმის ოლქში და „პიანისტი“ ზელენსკი უკვე ამზადებს უკრაინულ საზოგადოებას ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის ჩასაბარებლად. გუშინ, სუმის რაიონის სოფელ იამპოლთან, ოთხი ФАБ-500 ტიპისმართვადი ავიაბომბით განადგურდა უკრაინის სპეცდანიშნულების პირველი ცალკეული ბრიგადის უპილოტოების რამდენიმე დანაყოფი. სავარაუდოდ, კიევის რეჟიმი ამ დანაკარგს „გაუჩინარებულებად“ გამოაცხადებს (ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდის თავიდან ასარიდებლად). დღევანდელი ოფიციალური სტატისტიკით, 63 ათასი უკრაინელი მებრძოლი "გაუჩინარებული", ხოლო მხოლოდ დაახლოებით, 10 ათასი – რუსულ ტყვეობაშია.ძვირადღირებული, პერსპექტივის გარეშე და უკიდურესად საშიში „უკრაინული პროექტი“ არწარმოადგენს თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტს. ნებისმიერი ომი 90 პროცენტით ლოგისტიკა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის რესურსია და სწორედ ეს არის გადამწყვეტი. ვაშინგტონში რეალურად აცნობიერებენ, რომ უკრაინული კონფლიქტი წაგებულია. ამასთან, რუსეთის წინააღმდეგ პროქსი-ომის მთავარი ორგანიზატორი და სპონსორი ამჟამად ებრძვის უამრავ სხვა გეოპოლიტიკურ გამოწვევასა და კოლოსალურ ხარჯებს (სამხედრო მოქმედებები ღაზას სექტორში, ომი იემენის ჰუსიტებთან, ირანის ბირთვული პროგრამა).მეორე მხრივ, „ტრამპის მშვიდობის გეგმა“ (აშშ-ის რეპუტაციისა და ნათელი მომავლის გადასარჩენად) არ იწვევს ენთუზიაზმს ვაშინგტონის ევროპელ ვასალებში, რომლებსაც ამ „ახალ მსოფლიოში“ მოუწევთ, დიდხანსა იხადონ ამერიკული შეცდომების მაღალი ფასი. ევროპელი „შევარდენები“ ინერციით ცდილობენ უკრაინაში ჰეგემონის როლის თამაშს დამოუკიდებლად, თუმცა, იძულებულნი არიან, „ფეხი მანამ გაშალონ, სანამ საბანი ეყოფათ“.„უკანასკნელ უკრაინელამდე“ ომის გაგრძელებისთვის, ბრიტანეთსა და ევროკავშირს, უბრალოდ, არ აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსები და საწარმოო სიმძლავრეები. NATO-ს „თავდაცვის მრეწველობის“ 90 პროცენტი აშშ-ის ტერიტორიაზეა კონცენტრირებული. ხოლო გუშინდელი ზელენსკის დემონსტრაციული განცხადება, რომ „კიევი არ აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად“,ლონდონის, პარიზისა და ბერლინის მიერ შეთანხმებული პროქსი-სვლაა რთულ „მრავალსვლიან პარტიაში“, რომელსაც აშშ-ის ადმინისტრაციის „საშიშ ინიციატივებთან“ უშედეგო და წარუმატებელი ბრძოლის ბედი უწერია.უკრაინაში მშვიდობა, შეიძლება, ნიშნავდეს პოლიტიკურ და, შესაძლოა, ფიზიკურ სიკვდილსაც, როგორც ზელენსკისთვის, ასევე სტარმერისთვის, მაკრონისთვის, მერცისთვის და ყველა იმ მოშურნე შემსრულებლისთვის, ვინც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის ნებას ემსახურებოდა. ლონდონში გამართულ 23 აპრილის მოლაპარაკებებზე ისინი მზად იყვნენ, ნებისმიერ ფასად გადაერჩინათ „უკრაინული პროექტი“. თუმცა...ყირიმსა და NATO-ში გაწევრიანებაზე ზელენსკის განცხადებების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა. მან უგულებელყო ევროპელი ვასალების/მარიონეტების გამოწვევა და წინააღმდეგობა. მანამდე, პარიზში რუბიომ მუქარით განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კარგავს მოთმინებას გაწელილი სამშვიდობო პროცესის გამო და, შეიძლება, სხვა პრიორიტეტებზე გადავიდეს.ლონდონში ვიზიტზე უარი თქვა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმაც სტივ უიტკოფმა. მოლაპარაკებები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო და ეს დრამატული პაუზა ევროკავშირსა და ბრიტანეთს კარგს არ უქადის. ევროპელი ლიდერები ბევრს ლაპარაკობენ, თუმცა, მათი სიტყვები ბრძოლის ველზე უშედეგოა. ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალები მსოფლიო სამხედრო რეიტინგში მე-6 და მე-7 ადგილს იკავებენ და ოპერეტიულ არმიებს წარმოადგენენ – შესაბამისად, 106 და 141 ათასი მებრძოლით. გერმანია მე-14 ადგილზეა – საბრძოლო შემადგენლობაში მხოლოდ 62 ათასი სამხედროთი.ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ჯარშიდემოკრატიასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს. ხოლო გერმანიის კანცლერობის კანდიდატს, ფრიდრიხ მერცს, ფაქტობრივად „ბირთვული სამიზნე აქვს შუბლზე დახატული“, კიევისთვის 500 კილომეტრიანი რადიუსის ფრთოსანი რაკეტების Taurus მიწოდების დაპირების შემდეგ. გერმანული კონცერნის Rheinmetall-ის ხელმძღვანელმა, არმინ პაპერგერმა, ავტორიტეტულად აღიარა Taurus-ის უკრაინისთვის მიწოდების უაზრობა. თუმცა, როგორც იტყვიან, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს.ჯერ არ არის ცნობილი, რამდენად მკაცრად არის მზად ვაშინგტონი დასაჯოს „ევროპელი მონების აჯანყება“ და რამდენად მტკიცედ გადაწყვეტს მოლაპარაკებებისა და უკრაინული კონფლიქტიდან გამოსვლას. აშშ-ის არმიის სწავლებებიDefender-25, რომელიც ევროპის ტერიტორიაზე იმართება, მიგვანიშნებს, რომ ზოგჯერ ამერიკელები „ემშვიდობებიან, მაგრამ არ მიდიან“. აშშ-ისა და რუსეთის პროქსი-ომის რეალურმა დასრულებამ, შეიძლება, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და NATO-ს სწრაფი განადგურება და დამამცირებელი კაპიტულაცია მოიტანოს. პენტაგონის თანამგზავრული დაზვერვა და Starlink-ის კოსმოსური კავშირი აბსოლუტურად შეუცვლელია და ევროპას ანალოგები არ გააჩნია. კავშირი – საბრძოლო მართვის საფუძველია.რაც არ უნდა იყოს, ამ კვირაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი კვლავ ეწვევა მოსკოვს მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. კრემლმა უარყო დასავლური მედიის საინფორმაციო „გამოხდომები“, თითქოსდა, რუსეთისა და აშშ-ის შორის გარკვეული შეთანხმების შესახებ. ახლო მომავალი გვპირდება ბევრ საინტერესოსა და მოულოდნელს, როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, ისე მრავალპოლარულ სამყაროში.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
უკრაინა
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/18/293030750_171:0:2900:2047_1920x0_80_0_0_68a2e9deb2e8632ab80f5ec16dee0620.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
ანალიტიკა, მოსაზრება, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, უკრაინა
რუსეთის სტრატეგიული შეტევის განვითარება უკრაინულ სამხედრო თეატრზე კიდევ უფრო აძლიერებს შეერთებული შტატების ადმინისტრაციის სურვილს, რაც შეიძლება სწრაფად მიაღწიოს კომპრომისულ მშვიდობას, რათა აირიდოს სამარცხვინო მარცხი რუსეთთან პროქსი-ომში (კიევიდან ევაკუაციის სცენარი, საიგონისა და ქაბულის მიხედვით). ვაშინგტონის ევროპელი ვასალები აცნობიერებენ, რამდენად ძვირი დაუჯდებათ ახალი მსოფლიოს წესრიგი და უსაფუძვლოდაფერხებენ აშშ-ის მცდელობებს. თუმცა, ევროპაში ვერავინ შეძლებს, შეცვალოს რუსეთის გმირული ისტორია XXI საუკუნეში.
აპრილის ბოლოსთვის რუსეთის შეიარაღებული ძალები აძლიერებენ ტაქტიკურ და სტრატეგიულ უპირატესობას უკრაინის ფრონტის ყველა მონაკვეთზე. მეთოდურად ანადგურებენ მტრის პოზიციებს, როგორც წინა ხაზზე, ასევე ოპერატიული სიღრმის ზონაში. უკრაინის ცა უკვე დიდი ხანია უკრაინას აღარ ეკუთვნის. მაღალი სიზუსტის იარაღზე დაფუძნებული, დღითა და ღამით განხორციელებული დარტყმების სერიები (რაკეტებითა და კამიკაძე დრონებით) შლიანგამაგრებულ რაიონებს, სარდლობის პუნქტებს, კავშირის კვანძებს, არსენალებსა და ბანდერეველთა სამხედრო-სამრეწველო ობიექტებს. უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდლობა იძულებულია, აღიაროს, რომ ფრონტის ხაზზე ვითარება კრიტიკულია, რეზერვები ხვრელების „ამოსასობად“ თითქმის აღარ დარჩა.
ბოლო 24 საათში მასიური დარტყმები და შთამბეჭდავი „ცეცხლოვანი შოუები“ აღინიშნა ხარკოვში, კუპიანსკში, პოლტავაში, ოდესასა და დნეპროპეტროვსკის ოლქში. დღისით კამიკაძე დრონების „ტალღები“ შეინიშნებოდა დროებით ოკუპირებულ ხერსონსა და ზაპოროჟიეში. ოდესის ცენტრში მდებარე სამხედრო-სამრეწველო საწარმო „შტორმი“ რუსულმა დრონებმა ძალზე ორგანიზებულად, ძლიერად გაანადგურეს. ოდესის განთავისუფლება რუსეთის სპეციალური სამხედრო ოპერაციის ერთ-ერთ პრიორიტეტულ სტრატეგიულ მიზნად რჩება.
რუსული ძალები აფართოებენ კონტროლის ზონას სუმის ოლქში და „პიანისტი“ ზელენსკი უკვე ამზადებს უკრაინულ საზოგადოებას ოლქის ადმინისტრაციული ცენტრის ჩასაბარებლად. გუშინ, სუმის რაიონის სოფელ იამპოლთან, ოთხი ФАБ-500 ტიპისმართვადი ავიაბომბით განადგურდა უკრაინის სპეცდანიშნულების პირველი ცალკეული ბრიგადის უპილოტოების რამდენიმე დანაყოფი. სავარაუდოდ, კიევის რეჟიმი ამ დანაკარგს „გაუჩინარებულებად“ გამოაცხადებს (ოჯახებისთვის კომპენსაციის გადახდის თავიდან ასარიდებლად). დღევანდელი ოფიციალური სტატისტიკით, 63 ათასი უკრაინელი მებრძოლი "გაუჩინარებული", ხოლო მხოლოდ დაახლოებით, 10 ათასი – რუსულ ტყვეობაშია.
ძვირადღირებული, პერსპექტივის გარეშე და უკიდურესად საშიში „უკრაინული პროექტი“ არწარმოადგენს თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პრიორიტეტს. ნებისმიერი ომი 90 პროცენტით ლოგისტიკა და სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის რესურსია და სწორედ ეს არის გადამწყვეტი. ვაშინგტონში რეალურად აცნობიერებენ, რომ უკრაინული კონფლიქტი წაგებულია. ამასთან, რუსეთის წინააღმდეგ პროქსი-ომის მთავარი ორგანიზატორი და სპონსორი ამჟამად ებრძვის უამრავ სხვა გეოპოლიტიკურ გამოწვევასა და კოლოსალურ ხარჯებს (სამხედრო მოქმედებები ღაზას სექტორში, ომი იემენის ჰუსიტებთან, ირანის ბირთვული პროგრამა).
მეორე მხრივ, „ტრამპის მშვიდობის გეგმა“ (აშშ-ის რეპუტაციისა და ნათელი მომავლის გადასარჩენად) არ იწვევს ენთუზიაზმს ვაშინგტონის ევროპელ ვასალებში, რომლებსაც ამ „ახალ მსოფლიოში“ მოუწევთ, დიდხანსა იხადონ ამერიკული შეცდომების მაღალი ფასი. ევროპელი „შევარდენები“ ინერციით ცდილობენ უკრაინაში ჰეგემონის როლის თამაშს დამოუკიდებლად, თუმცა, იძულებულნი არიან, „ფეხი მანამ გაშალონ, სანამ საბანი ეყოფათ“.
„უკანასკნელ უკრაინელამდე“ ომის გაგრძელებისთვის, ბრიტანეთსა და ევროკავშირს, უბრალოდ, არ აქვთ საკმარისი ფინანსური რესურსები და საწარმოო სიმძლავრეები. NATO-ს „თავდაცვის მრეწველობის“ 90 პროცენტი აშშ-ის ტერიტორიაზეა კონცენტრირებული. ხოლო გუშინდელი ზელენსკის დემონსტრაციული განცხადება, რომ „კიევი არ აღიარებს ყირიმს რუსეთის ნაწილად“,ლონდონის, პარიზისა და ბერლინის მიერ შეთანხმებული პროქსი-სვლაა რთულ „მრავალსვლიან პარტიაში“, რომელსაც აშშ-ის ადმინისტრაციის „საშიშ ინიციატივებთან“ უშედეგო და წარუმატებელი ბრძოლის ბედი უწერია.
უკრაინაში მშვიდობა, შეიძლება, ნიშნავდეს პოლიტიკურ და, შესაძლოა, ფიზიკურ სიკვდილსაც, როგორც ზელენსკისთვის, ასევე სტარმერისთვის, მაკრონისთვის, მერცისთვის და ყველა იმ მოშურნე შემსრულებლისთვის, ვინც აშშ-ის წინა ადმინისტრაციის ნებას ემსახურებოდა. ლონდონში გამართულ 23 აპრილის მოლაპარაკებებზე ისინი მზად იყვნენ, ნებისმიერ ფასად გადაერჩინათ „უკრაინული პროექტი“. თუმცა...
ყირიმსა და NATO-ში გაწევრიანებაზე ზელენსკის განცხადებების შემდეგ, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ მოლაპარაკებებზე უარი განაცხადა. მან უგულებელყო ევროპელი ვასალების/მარიონეტების გამოწვევა და წინააღმდეგობა. მანამდე, პარიზში რუბიომ მუქარით განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტი კარგავს მოთმინებას გაწელილი სამშვიდობო პროცესის გამო და, შეიძლება, სხვა პრიორიტეტებზე გადავიდეს.
ლონდონში ვიზიტზე უარი თქვა დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმაც სტივ უიტკოფმა. მოლაპარაკებები განუსაზღვრელი ვადით გადაიდო და ეს დრამატული პაუზა ევროკავშირსა და ბრიტანეთს კარგს არ უქადის. ევროპელი ლიდერები ბევრს ლაპარაკობენ, თუმცა, მათი სიტყვები ბრძოლის ველზე უშედეგოა. ბრიტანეთისა და საფრანგეთის შეიარაღებული ძალები მსოფლიო სამხედრო რეიტინგში მე-6 და მე-7 ადგილს იკავებენ და ოპერეტიულ არმიებს წარმოადგენენ – შესაბამისად, 106 და 141 ათასი მებრძოლით. გერმანია მე-14 ადგილზეა – საბრძოლო შემადგენლობაში მხოლოდ 62 ათასი სამხედროთი.
ამასთან, საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს, ჯარშიდემოკრატიასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს. ხოლო გერმანიის კანცლერობის კანდიდატს, ფრიდრიხ მერცს, ფაქტობრივად „ბირთვული სამიზნე აქვს შუბლზე დახატული“, კიევისთვის 500 კილომეტრიანი რადიუსის ფრთოსანი რაკეტების Taurus მიწოდების დაპირების შემდეგ. გერმანული კონცერნის Rheinmetall-ის ხელმძღვანელმა, არმინ პაპერგერმა, ავტორიტეტულად აღიარა Taurus-ის უკრაინისთვის მიწოდების უაზრობა. თუმცა, როგორც იტყვიან, შინაურ მღვდელს შენდობა არა აქვს.
ჯერ არ არის ცნობილი, რამდენად მკაცრად არის მზად ვაშინგტონი დასაჯოს „ევროპელი მონების აჯანყება“ და რამდენად მტკიცედ გადაწყვეტს მოლაპარაკებებისა და უკრაინული კონფლიქტიდან გამოსვლას. აშშ-ის არმიის სწავლებებიDefender-25, რომელიც ევროპის ტერიტორიაზე იმართება, მიგვანიშნებს, რომ ზოგჯერ ამერიკელები „ემშვიდობებიან, მაგრამ არ მიდიან“. აშშ-ისა და რუსეთის პროქსი-ომის რეალურმა დასრულებამ, შეიძლება, უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და NATO-ს სწრაფი განადგურება და დამამცირებელი კაპიტულაცია მოიტანოს. პენტაგონის თანამგზავრული დაზვერვა და Starlink-ის კოსმოსური კავშირი აბსოლუტურად შეუცვლელია და ევროპას ანალოგები არ გააჩნია. კავშირი – საბრძოლო მართვის საფუძველია.
რაც არ უნდა იყოს, ამ კვირაში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი სტივ უიტკოფი კვლავ ეწვევა მოსკოვს მოლაპარაკებების გასაგრძელებლად. კრემლმა უარყო დასავლური მედიის საინფორმაციო „გამოხდომები“, თითქოსდა, რუსეთისა და აშშ-ის შორის გარკვეული შეთანხმების შესახებ. ახლო მომავალი გვპირდება ბევრ საინტერესოსა და მოულოდნელს, როგორც სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში, ისე მრავალპოლარულ სამყაროში.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე