https://sputnik-georgia.com/20250424/regionebshi-ukanono-saxerxi-saamqro-agmoachines-293026270.html
აჭარაში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში უკანონო სახერხები აღმოაჩინეს
აჭარაში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში უკანონო სახერხები აღმოაჩინეს
Sputnik საქართველო
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. 24.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-24T17:39+0400
2025-04-24T17:39+0400
2025-04-24T14:15+0400
საქართველო
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი
შემთხვევები საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/17/275165943_0:65:1243:764_1920x0_80_0_0_edd3ae53a41ff96d296c9a9508e085ef.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში აჭარაში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 1 ლენტური და 1 ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი დალუქულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში, მოქალაქეების საკარმიდამო ნაკვეთებში. უწყების ცნობით, რადგან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა. ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში კი ლენტური ტიპის უკანონო სახერხი დანადგარი მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული. აღნიშნულ ფაქტზე ბორჯომის შინაგან საქმეთა რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, შესაბამისი ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ. უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა 2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ. ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში. ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს. საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/02/17/275165943_69:0:1174:829_1920x0_80_0_0_6dc313c9e85d9f5950b3d7b8cb65b0a6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი, შემთხვევები საქართველოში, ახალი ამბები
აჭარაში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში უკანონო სახერხები აღმოაჩინეს
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლის ფარგლებში აჭარაში, იმერეთსა და სამცხე-ჯავახეთში 3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
1 ლენტური და 1 ცირკული ტიპის სახერხი დანადგარი დალუქულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრილსა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევში, მოქალაქეების საკარმიდამო ნაკვეთებში.
უწყების ცნობით, რადგან ფაქტები შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნა.
ბორჯომის მუნიციპალიტეტის დაბა ახალდაბაში კი ლენტური ტიპის უკანონო სახერხი დანადგარი მოქალაქეს საცხოვრებელი სახლის ეზოში ჰქონდა დამონტაჟებული. აღნიშნულ ფაქტზე ბორჯომის შინაგან საქმეთა რაიონულ სამმართველოში გამოძიება დაიწყო.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, უკანონო ტყითსარგებლობის, ნადირობის, თევზჭერისა და სხვა გარემოსდაცვითი სამართალდარღვევის ფაქტების პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთის მიზნით, შესაბამისი ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან უწყვეტ პატრულირებას ახორციელებენ.
უკანონო ტყითსარგებლობასთან ბრძოლა
2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ უკომპრომისო ბრძოლა გამოაცხადა იმ ადამიანების მიმართ, ვინც ხეტყეს უკანონოდ ჭრის ან მფარველობს მათ.
ხეტყის კანონიერი მოპოვება მხოლოდ ე.წ. საქმიან ეზოებში ხდება. ქვეყანაში ხეტყის ორგანიზებული ჭრის, დახარისხებისა და შენახვის ობიექტები მოწყობილია იმერეთის, გურიის, მცხეთა-მთიანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთის, შიდა ქართლის რეგიონებში.
ე.წ. საქმიანი ეზოები სატყეო რეფორმის ფარგლებში გაიხსნა ტყის ახალი კოდექსის მიღების შემდეგ, რომელიც ქვეყანაში ხეტყის მდგრადი მართვის პრინციპებს ამკვიდრებს და ტყის რესურსების გამოყენებას არეგულირებს.
საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მლნ ჰექტარს მოიცავს, საიდანაც 2,7 მლნ ჰექტარი ტყეებითაა დაფარული, რაც ქვეყნის მთლიანი ტერიტორიის (6,97 მლნ ჰექტარი) 40%-ს შეადგენს.