ფოსტის ყოფილ შენობაში ხანძარი გაჩნდა

© Sputnik / Vladimir Umikashviliსახანძრო ბრიგადა
სახანძრო ბრიგადა - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2025
გამოწერა
საბედნიეროდ, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს ფოსტის ყოფილი შენობის სახურავზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსასურში.
შემთხვევა თბილისის ცენტრში, პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მოხდა - ადგილზე მობილიზებული იყვნენ სახანძრო-სამაშველო ბრიგადები.
„ცეცხლი შენობაში არსებულ გამწოვს გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა“, -აღნიშნეს უწყებაში.
რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, ჯერ-ჯერობით, უცნობია.
ყველა ახალი ამბავი
0