https://sputnik-georgia.com/20250424/nanuashvili-saprotesto-aqciebze-sheiaragebuli-danakopebi-arian-293024405.html
ექს-ომბუდსმენი: საპროტესტო აქციებზე შეიარაღებული დანაყოფები არიან
ექს-ომბუდსმენი: საპროტესტო აქციებზე შეიარაღებული დანაყოფები არიან
Sputnik საქართველო
ნანუაშვილი იმედოვნებს, რომ ქუჩებში ხალხის რაოდენობა გაიზრდება და პროტესტის გეოგრაფია გაფართოვდება 24.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-24T10:27+0400
2025-04-24T10:27+0400
2025-04-24T10:27+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
საზოგადოება
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275633732_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_3afbe80bb10029a362cdc2e7298e30a6.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე არაოფიციალური შეიარაღებული დანაყოფები იმყოფებიან.ამის თაობაზე ექს-ომბუდსმენმა, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა ცნობილი პრანკერების - ვლადიმირ კუზნეცოვისა (Вован) და ალექსეი სტოლიაროვისთვის (Лексус) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრანკერები ნანუაშვილს გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ.მან ასევე აღნიშნა, რომ USAID-ის დაფინანსების, ასევე აშშ-ის საელჩოსა და ევროპარლამენტისგან სახსრების მიღების შეწყვეტის შემდეგ, ახლა კი „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის გამო თანხების მიღების საკითხი უფრო გართულდა.გარდა ამისა, ნანუაშვილი იმედოვნებს, რომ ქუჩებში ხალხის რაოდენობა გაიზრდება და პროტესტის გეოგრაფია გაფართოვდება. ამავდროულად, ის მიიჩნევს, რომ ოპოზიციას არც ლიდერი ჰყავს და არც ერთიანობა აქვს.ნანუაშვილთან ინტერვიუ, სავარაუდოდ, თებერვალ-მარტში ჩაიწერა, რადგან ის საუბრობს 2025 წლის აპრილში მოვლენების განვითარების ალბათობაზე PACE-ს გადაწყვეტილებისა და ზურაბიშვილის გეგმების ფონზე, გახსნას ოფისი თბილისში და გახდეს არაფორმალური ლიდერი.საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.საპროტესტო აქციები, რომელიც დღემდე გრძელდება, პერიოდულად სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაში გადაიზრდება, რაც დემონსტრანტების დაკავებებით სრულდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/03/09/275633732_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_c86f8cb48652c1cb954e2125e57ae8a7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , საზოგადოება, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ექს-ომბუდსმენი: საპროტესტო აქციებზე შეიარაღებული დანაყოფები არიან
ნანუაშვილი იმედოვნებს, რომ ქუჩებში ხალხის რაოდენობა გაიზრდება და პროტესტის გეოგრაფია გაფართოვდება
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს ყოფილმა ომბუდსმენმა უჩა ნანუაშვილმა განაცხადა, რომ ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებზე არაოფიციალური შეიარაღებული დანაყოფები იმყოფებიან.
ამის თაობაზე ექს-ომბუდსმენმა, ამჟამად არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტის" ხელმძღვანელმა ცნობილი პრანკერების - ვლადიმირ კუზნეცოვისა (Вован) და ალექსეი სტოლიაროვისთვის (Лексус) მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. პრანკერები ნანუაშვილს გარი კასპაროვის სახელით დაუკავშირდნენ.
„საქართველოში საკმაოდ არაპროგნოზირებადი სიტუაციაა, ამიტომ ყველა შესაძლო სცენარს ველით. მინდა აღვნიშნო, რომ უკრაინის მაიდანის მსგავსად, ჩვენც გვყავს არაოფიციალური დანაყოფები, არიან ნიღბიანი სამოქალაქო პირები, არიან მმართველი პარტიიდან ადამიანები, არიან კერძო დაცვის კომპანიების წარმომადგენლები. და ისინი შეიარაღებულები არიან", - განაცხადა ნანუაშვილმა.
მან ასევე აღნიშნა, რომ USAID-ის დაფინანსების, ასევე აშშ-ის საელჩოსა და ევროპარლამენტისგან სახსრების მიღების შეწყვეტის შემდეგ, ახლა კი „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის გამო თანხების მიღების საკითხი უფრო გართულდა.
გარდა ამისა, ნანუაშვილი იმედოვნებს, რომ ქუჩებში ხალხის რაოდენობა გაიზრდება და პროტესტის გეოგრაფია გაფართოვდება. ამავდროულად, ის მიიჩნევს, რომ ოპოზიციას არც ლიდერი ჰყავს და არც ერთიანობა აქვს.
ნანუაშვილთან ინტერვიუ, სავარაუდოდ, თებერვალ-მარტში ჩაიწერა, რადგან ის საუბრობს 2025 წლის აპრილში მოვლენების განვითარების ალბათობაზე PACE-ს გადაწყვეტილებისა და ზურაბიშვილის გეგმების ფონზე, გახსნას ოფისი თბილისში და გახდეს არაფორმალური ლიდერი.
საქართველოში საპროტესტო აქციები 28 ნოემბერს, მას შემდეგ დაიწყო, რაც საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას. აქციის მონაწილეებმა ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზიდან გადახვევაში დაადანაშაულეს და აღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება მოითხოვეს.
საპროტესტო აქციები, რომელიც დღემდე გრძელდება, პერიოდულად სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის დაპირისპირებაში გადაიზრდება, რაც დემონსტრანტების დაკავებებით სრულდება.