https://sputnik-georgia.com/20250424/davitashvili-saqartvelos-da-ashsh-poziciebi-srul-tanxvedrashia-293031109.html
ვიცე-პრემიერი: საქართველოსა და აშშ-ს პოზიციები ძირითად საკითხებში სრულ თანხვედრაშია
ვიცე-პრემიერი: საქართველოსა და აშშ-ს პოზიციები ძირითად საკითხებში სრულ თანხვედრაშია
Sputnik საქართველო
ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი და თბილისი შეძლებენ ნაყოფიერი თანამშრომლობის დაწყებას, რადგან მათ აქვთ საერთო პოლიტიკური ხედვა. 24.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-24T19:00+0400
2025-04-24T19:00+0400
2025-04-24T19:00+0400
საქართველო
აშშ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/18/293027675_0:92:2048:1244_1920x0_80_0_0_43fc66db94d5c1e2b009b0d8c03d757a.jpg
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხვედრა გააჩნია, რაც ხელს შეუწყობს შემდგომი თანამშრომლობისთვის პერსპექტიული დღის წესრიგის შექმნას, განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.დავითაშვილი აშშ-ში ვიზიტით იმყოფება, სადაც პირველი ოფიციალური შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართა. ვიცე-პრემიერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა.ვიზიტის ფარგლებში დავითაშვილმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ასევე შეხვედრები გამართა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტში. ვიცე-პრემიერის თქმით, სამივე უწყებასთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრები იყო, რომლებზეც იმსჯელეს თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ძირითადად, სამომავლო გეგმებზე, რომელიც, როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, უნდა განხორციელდეს ერთობლივად, მხარეების ინტენსიური ჩართულობით.ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრები სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან პოზიციების შემდგომი დაახლოებისა და მომავალში საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით.საქართველო და აშშამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.აშშ-მ და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.გარდა ამისა, აშშ-მ სანქციები დაუწესა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. მიზეზად დასახელდა ადამიანის უფლებების დარღვევა. ასევე იგეგმება საქართველოს იმ ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესება, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".
საქართველო
აშშ
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/18/293027675_19:0:1840:1366_1920x0_80_0_0_6d1385cbbf51c40a681baa5f614c9aa6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, აშშ , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, აშშ , საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს საგარეო პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
ვიცე-პრემიერი: საქართველოსა და აშშ-ს პოზიციები ძირითად საკითხებში სრულ თანხვედრაშია
ლევან დავითაშვილი მიიჩნევს, რომ ვაშინგტონი და თბილისი შეძლებენ ნაყოფიერი თანამშრომლობის დაწყებას, რადგან მათ აქვთ საერთო პოლიტიკური ხედვა.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას ძირითადი საკითხების მიმართ სრული თანხვედრა გააჩნია, რაც ხელს შეუწყობს შემდგომი თანამშრომლობისთვის პერსპექტიული დღის წესრიგის შექმნას, განაცხადა საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.
დავითაშვილი აშშ-ში ვიზიტით იმყოფება, სადაც პირველი ოფიციალური შეხვედრა სახელმწიფო დეპარტამენტში გამართა. ვიცე-პრემიერმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე ჯოშუა ჰაკთან შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტიული დღის წესრიგი განიხილა.
„განვიხილეთ პოლიტიკური პერსპექტივები და ვისაუბრეთ იმაზე, რომ აშშ-ის ახალ ადმინისტრაციასთან საქართველოს ხელისუფლებას გააჩნია სრული თანხვედრა ძირითადი საკითხების მიმართ. ეს თანხვედრა ხედვებსა და იდეოლოგიაში დაგვეხმარება პერსპექტიული თანამშრომლობის დღის წესრიგის აწყობაში“, - განაცხადა დავითაშვილმა.
ვიზიტის ფარგლებში დავითაშვილმა, დელეგაციის წევრებთან ერთად, ასევე შეხვედრები გამართა აშშ-ის კომერციის დეპარტამენტსა და სახაზინო დეპარტამენტში. ვიცე-პრემიერის თქმით, სამივე უწყებასთან ძალიან პროდუქტიული შეხვედრები იყო, რომლებზეც იმსჯელეს თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ძირითადად, სამომავლო გეგმებზე, რომელიც, როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, უნდა განხორციელდეს ერთობლივად, მხარეების ინტენსიური ჩართულობით.
„განვიხილეთ თანამშრომლობის ბევრი საკითხი, მათ შორის, ვისაუბრეთ ვაჭრობის წახალისებასა და ახალ ინიციატივებზე, საქართველოს მაკროეკონომიკურ ჩარჩოზე, დაფინანსების საკითხებზე, ასევე ამერიკის ჩართულობაზე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებში და იმ რეფორმების დღის წესრიგზე, რომლებიც გაგვაჩნია, “ - აღნიშნა დავითაშვილმა.
ეკონომიკის სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართება შეხვედრები სხვადასხვა სამთავრობო უწყებებთან პოზიციების შემდგომი დაახლოებისა და მომავალში საქართველოსა და აშშ-ს შორის თანამშრომლობის განმტკიცების მიზნით.
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ურთიერთობების გადახედვის შესახებ 30 მაისს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების ფონზე განაცხადა - აღნიშნული კანონი უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას ავალდებულებს დარეგისტრირდნენ სპეციალურ რეესტრში და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.
აშშ-მ და მთლიანად დასავლეთმა არაერთხელ მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას არ მიეღო კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელიც, მათი თვალსაზრისით, ევროპულ ღირებულებებს არ შეესაბამება. საქართველოს ხელისუფლება კვლავაც დაჟინებით ამტკიცებს, რომ გამჭვირვალობა ნიშნავს „ევროპელობას“ და არის ქართველი ხალხის ინტერესებში.
საქართველოს მთავრობის პოლიტიკის პასუხად აშშ-მ სავიზო შეზღუდვები დაუწესეს საქართველოს ათეულობით მოქალაქეს და მათი ოჯახის წევრებს, რომლებიც პასუხისმგებელი არიან ქვეყანაში „დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაზე“, ასევე გაურკვეველი დროით გადადეს სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2024“ (Noble Partner) და შეაჩერეს მთავრობისთვის განკუთვნილი დახმარება 95 მლნ დოლარის ოდენობით.
ივლისის ბოლოს კი აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან ურთიერთობის გადახედვის ფარგლებში საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონი დოლარის დახმარების შეჩერების შესახებ განაცხადა.
გარდა ამისა, აშშ-მ სანქციები დაუწესა შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროს ზვიად ხარაზიშვილს (მეტსახელად „ხარება“) და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს, ასევე მედიაპლატფორმა „ალტ-ინფოს" ლიდერებს, კონსტანტინე მორგოშიასა და ზურაბ მახარაძეს. მიზეზად დასახელდა ადამიანის უფლებების დარღვევა. ასევე იგეგმება საქართველოს იმ ათობით მოქალაქისა და მათი ოჯახის წევრების წინააღმდეგ სავიზო შეზღუდვების დაწესება, რომლებიც „პასუხისმგებელი ან თანამონაწილეები არიან საქართველოში დემოკრატიის შელახვაში".