ადიგენის მუნიციპალიტეტში 15 წლის ბიჭის ცხედარი იპოვეს

© photo: Sputnik / STRINGERსამძებრო-სამაშველო ოპერაცია
სამძებრო-სამაშველო ოპერაცია - Sputnik საქართველო, 1920, 24.04.2025
გამოწერა
გარდაცვლილი მოზარდის ოჯახის წევრის ცნობით, ბიჭი სახლიდან რამდენიმე დღის წინ გაიპარა.
თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. 15 წლის ბიჭი, რომელსაც ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში რამდენიმე დღე ეძებდნენ, მაშველებმა გარდაცვლილი იპოვეს, იუწყება ქართული მედია.
მოზარდი, რომელიც აუტისტური სპექტრის მქონე იყო, სახლიდან 21 აპრილს გავიდა და მას შემდეგ მისი ადგილსამყოფელი არავინ იცოდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდის ცხედარი მაშველებმა მდინარეში იპოვეს - ცხედარი ექსპერტიზაზეა გადასვენებული.
სამძებრო სამუშაოებში პოლიცია და სამაშველო ჯგუფი იყო ჩართული.
ყველა ახალი ამბავი
0