მამა ორ შვილთან ერთად ტბაში დაიხრჩო

© photo: Sputnik / Stringerარ გადაკვეთო შემთხვევის ადგილი!
არ გადაკვეთო შემთხვევის ადგილი! - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2025
გამოწერა
მამა, შვილებთან ერთად, სავარაუდოდ, სათევზაოდ იყო წასული - მათ ახლობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. გარდაბანში, ტბაში სამი ადამიანის ცხედარი იპოვეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2".
გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მამისა და მცირეწლოვანი შვილების ცხედრები ფოლადაანთკარის ტბაში იპოვეს.
გარდაცვლილები თელავის მუნიციპალიტეტის სოფელი ქვემო ხოდაშენის მკვიდრები იყვნენ.
ადგილობრივების თქმით, მამა, შვილებთან ერთად, სავარაუდოდ, სათევზაოდ იყო წასული - მათ ახლობლები ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ყველა ახალი ამბავი
0