საქართველოს ვიზიტით ეუთოს გენერალური მდივანი ეწვია

© photo: Sputnik / Sergey Averin / გადასვლა მედიაბანკშიეუთოს დროშა
ეუთოს დროშა - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2025
გამოწერა
ეუთოს გენმდივანი საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდება.
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოს ვიზიტით ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) გენერალური მდივანი ფერიდუნ სინირლიოღლუ ეწვია, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ეუთოს გენერალური მდივანი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ მაკა ბოჭორიშვილს შეხვდება, რის შემდეგაც ბოჭორიშვილი და ფერიდუნ სინირლიოღლუ მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.
ასევე დაგეგმილია ეუთოს გენმდივნის შეხვედრები საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებთან.
ეუთოს გენერალური მდივანი თბილისს სომხეთში, აზერბაიჯანსა და საქართველოში დაგეგმილი რეგიონული ვიზიტის ფარგლებში ეწვია.
ყველა ახალი ამბავი
0