https://sputnik-georgia.com/20250422/saqartvelom-saertashoriso-avaluto-pondisgan-mxardachera-miigo-293004969.html
საქართველომ სსფ-სგან მხარდაჭერის პირობა მიიღო
საქართველომ სსფ-სგან მხარდაჭერის პირობა მიიღო
Sputnik საქართველო
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობასა და მაღალ მომგებიანობას 22.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-22T21:00+0400
2025-04-22T21:00+0400
2025-05-02T09:31+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
საერთაშორისო სავალუტო ფონდი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/16/293003971_0:0:1800:1014_1920x0_80_0_0_7ffc3470d00c551a7c0df9882d3634a6.jpg
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვა.ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა კვლავ მდგრადია შოკების მიმართ და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ორიენტირებულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურად მართვაზე.შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობასა და მაღალ მომგებიანობას, კაპიტალისა და ლიკვიდურობის ძლიერ ბუფერებს.საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში პროგრამა მას შემდეგ შეაჩერა, რაც 2023 წლის ივნისში ძალაში შევიდა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მარეგულირებლის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ახალი თანამდებობის შემოღებას, რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.ამასთან დაკავშირებით პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევაც კი მოუხდა, რომელმაც მიზანშეწონილად არ მიიჩნია ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის გაზრდა.თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთანსაქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.2022 წელს საქართველო და სსფ ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR).ახალი სამწლიანი პროგრამა დაეხმარება საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში და გაძლიერებაში , ასევე ხელს შეუწყობს მის ძლიერ და უფრო ინკლუზიურ ზრდას.როგორც მანამდე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, სავალუტო ფონდმა დააფინანსა ეროვნული ბანკის რეზერვების შევსება, მაგრამ საქართველოს რამდენიმე წელი ფინანსური ინსტიტუტისგან ფული არ აუღია, რადგან ამის საჭიროება არ იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e9/04/16/293003971_101:0:1701:1200_1920x0_80_0_0_37d54a4f8be0ab9e9380cdbd8386788e.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ახალი ამბები
საქართველომ სსფ-სგან მხარდაჭერის პირობა მიიღო
21:00 22.04.2025 (განახლებულია: 09:31 02.05.2025) შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობასა და მაღალ მომგებიანობას
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. საქართველოში საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ალეხანდრო ჰაჟდენბერგმა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტ ნათია თურნავასთან ვაშინგტონში გამართულ შეხვედრაზე ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერა აღუთქვა.
ნათია თურნავამ საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ისაუბრა საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე და აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა კვლავ მდგრადია შოკების მიმართ და, შესაბამისად, ეროვნული ბანკის გრძელვადიანი პოლიტიკა ორიენტირებულია საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურად მართვაზე.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა საქართველოს საბანკო სექტორის მდგრადობასა და მაღალ მომგებიანობას, კაპიტალისა და ლიკვიდურობის ძლიერ ბუფერებს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოში პროგრამა მას შემდეგ შეაჩერა, რაც 2023 წლის ივნისში ძალაში შევიდა „ეროვნული ბანკის შესახებ" კანონში ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებს მარეგულირებლის პირველი ვიცე-პრეზიდენტის ახალი თანამდებობის შემოღებას, რომელიც ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს.
ამასთან დაკავშირებით პარლამენტს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვეტოს დაძლევაც კი მოუხდა, რომელმაც მიზანშეწონილად არ მიიჩნია ეროვნული ბანკის საბჭოში აღმასრულებელ პირთა რაოდენობის გაზრდა.
თანამშრომლობა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან
საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერისკენ მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.
2022 წელს საქართველო და სსფ ახალ სამწლიან პროგრამაზე შეთანხმდნენ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელმა საბჭომ დაამტკიცა ახალი Stand-By Arrangement-ის 280 მლნ დოლარიანი შეთანხმება საქართველოს მთავრობასთან (100%-იანი კვოტები და 210,4 მლნ SDR).
ახალი სამწლიანი პროგრამა დაეხმარება საქართველოს მაკროეკონომიკური და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში და გაძლიერებაში , ასევე ხელს შეუწყობს მის ძლიერ და უფრო ინკლუზიურ ზრდას.
როგორც მანამდე საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, სავალუტო ფონდმა დააფინანსა ეროვნული ბანკის რეზერვების შევსება, მაგრამ საქართველოს რამდენიმე წელი ფინანსური ინსტიტუტისგან ფული არ აუღია, რადგან ამის საჭიროება არ იყო.