„კონსერვატორები საქართველოსთვის" - საჯარო რეესტრმა ახალი პარტია დაარეგისტრირა

© Сourtesy of Konstantin Morgoshiaკონსტანტინე მორგოშია
კონსტანტინე მორგოშია - Sputnik საქართველო, 1920, 22.04.2025
გამოწერა
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. სამოქალაქო პოლიტიკური გაერთიანება „კონსერვატორები საქართველოსთვის“ საჯარო რეესტრში როგორც პარტია ოფიციალურად დარეგისტრირდა, განაცხადა ერთ-ერთმა ლიდერმა, მოძრაობა „ალტ-ინფოს“ თანადამფუძნებელმა კონსტანტინე მორგოშიამ.
2024 წლის აპრილში, საპარლამენტო არჩევნებამდე შვიდი თვით ადრე, პარტია „კონსერვატიული მოძრაობა/ალტ-ინფოს“, რომელიც ულტრამემარჯვენე შეხედულებებს იზიარებს და მხარს უჭერს რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებას, რეგისტრაცია გაუუქმდა. მოგვიანებით, „ალტ-ინფომ" არჩევნებში მონაწილეობა პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ პარტიული სიით მიიღო.
„მას შემდეგ, რაც მათ სხვა გზა არ დავუტოვეთ და მათ სხვა ვერაფერი მოიფიქრეს, დაარეგისტრირეს პარტია „კონსერვატორები საქართველოსთვის“, - დაწერა მორგოშიამ.
პარტია „კონსერვატიული მოძრაობა“ 2021 წლის ბოლოს დააარსეს ინტერნეტ-პლატფორმა „ალტ-ინფოს“ დამფუძნებლებმა, რომლებიც ცნობილი არიან კონსერვატიული შეხედულებებით. მათ და მათმა მხარდამჭერებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს 2021 წლის 5 ივლისს თბილისში გამართულ მასობრივ არეულობაში. აქცია, რომელიც თავდაპირველად მიმართული იყო ლგბტ თემის წინააღმდეგ, მალე გადაიზარდა ჟურნალისტებსა და რიგით მოქალაქეებზე მასობრივ თავდასხმებში.
ყველა ახალი ამბავი
0