https://sputnik-georgia.com/20250422/rejisori-davit-sixarulidze-gardaicvala-292990842.html
ქართველი რეჟისორი დავით სიხარულიძე გარდაიცვალა
ქართველი რეჟისორი დავით სიხარულიძე გარდაიცვალა
Sputnik საქართველო
რეჟისორი 1984 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისათვის „ჭირი“ ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა. 22.04.2025-ს, Sputnik საქართველო
2025-04-22T14:13+0400
2025-04-22T14:13+0400
2025-04-22T14:13+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
კულტურა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/11/247521160_0:0:3067:1725_1920x0_80_0_0_b943af0db14ddd06df8f46b29402aaae.jpg
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ქართველი რეჟისორი, მხატვარი და ანიმატორი დავით (თეიმურაზ) სიხარულიძე 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს. დავით სიხარულიძემ თბილისის სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა, მოგვიანებით კი - საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (მულტიპლიკაციური კინოს რეჟისორის სპეციალობით). 1995-1996 წლებში მან სტაჟირება გაიარა აშშ-ში, კინოფილმებისა და ტელეგადაცემის ამერიკულ მწარმოებელ კომპანია Warner Bros.-ში. იყო საკავშირო და საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატი. კანის კინოფესტივალზე (1984) ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა ანიმაციური ფილმისთვის „ჭირი“. დავით სიხარულიძე იყო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი. დავით სიხარულიძეს ეკუთვნის ფილმები „ეფემერა“, „ჭირი“, „გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი“, „იაკობ გოგებაშვილი. ცხოვრება და მოღვაწეობა“, „გავარდნილები“, და ანიმაციური ფილმი „ცრუპენტელა აღმზრდელი“.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2025
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24752/11/247521160_249:0:2978:2047_1920x0_80_0_0_a537fa920e6ea64aed3263da22da8d88.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, კულტურა საქართველოში
ქართველი რეჟისორი დავით სიხარულიძე გარდაიცვალა
რეჟისორი 1984 წელს კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ანიმაციური ფილმისათვის „ჭირი“ ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა.
თბილისი, 22 აპრილი — Sputnik. ქართველი რეჟისორი, მხატვარი და ანიმატორი დავით (თეიმურაზ) სიხარულიძე 71 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
„საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრი მწუხარებას გამოთქვამს დავით სიხარულიძის გარდაცვალების გამო და იზიარებს ოჯახის მწუხარებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
დავით სიხარულიძემ თბილისის სამხატვრო აკადემიის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ფაკულტეტი დაამთავრა, მოგვიანებით კი - საქართველოს შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსარეჟისორო ფაკულტეტი (მულტიპლიკაციური კინოს რეჟისორის სპეციალობით).
1995-1996 წლებში მან სტაჟირება გაიარა აშშ-ში, კინოფილმებისა და ტელეგადაცემის ამერიკულ მწარმოებელ კომპანია Warner Bros.-ში. იყო საკავშირო და საერთაშორისო კინოფესტივალების ლაურეატი. კანის კინოფესტივალზე (1984) ოქროს პალმის რტოთი დაჯილდოვდა ანიმაციური ფილმისთვის „ჭირი“.
დავით სიხარულიძე იყო საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.
დავით სიხარულიძეს ეკუთვნის ფილმები „ეფემერა“, „ჭირი“, „გულუბრყვილო ბატი ტასიკოს თავგადასავალი“, „იაკობ გოგებაშვილი. ცხოვრება და მოღვაწეობა“, „გავარდნილები“, და ანიმაციური ფილმი „ცრუპენტელა აღმზრდელი“.